ხოლოსასი 120მლ ფლ

ქოლოსასი


ზოგადი დახასიათება:

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ბლანტი, მუქი-ყავისფერი ფერის სიროფის მსგავსი სითხე მომჟავო-მოტკბო გემოთი და სპეციფიკური სუნით.

შემადგენლობა: ასკილის ნაყოფების ექსტრაქტი.
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი.

გამოშვების ფორმა: სიროფი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბილიური პათოლოგიების სამკურნალო საშუალება.
 ათქ კოდი A05A X 10.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ქოლოსასი აძლიერებს ნაღველისა და ნაღვლის მჟავების წარმოქმნას. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია: ასკორბინის მჟავათი, ვიტამინ P-თი, კაროტინებითა და სხვა ნივთიერებებით, რომლებსაც შეიცავს ასკილი. პრეპარატს არ გააჩნია ტოქსიკური თვისებები.
 
ფარმაკოკინეტიკა: არ არის შესწავლილი.

გამოყენების ჩვენება: ქოლოსასი გამოიყენება ქოლეცისტიტების, ქოლანგიტების, ქრონიკული ჰეპატიტების სამკურნალოდ. აუცილებლობის შემთხვევაში მისი გამოყენება რეკომენდებულია C- და P – ჰიპოვიტამინოზის დროს.
 
მიღების წესი და დოზირება: ხოლოსოსი შეჰყავთ ვენაში საკვების მიღებებს შორის. მოზრდილები პრეპარატს იღებენ 1 ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში, ბავშვებში ინიშნება 1/4-1/2 ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და ხასიათზე, აგრეთვე მონო- ან კომპლექსური თერაპიისას.
 
 
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
 
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, დიაბეტი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ საჭიროებს სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ კომპლექსური მკურნალობის სქემის კორექციას.

ჭარბი დოზირება: არ არის აღწერილი.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, ვინაიდან პრეპარატი შეიცავს შაქარს.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები: ინახება გრილ, ბავშევბისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა: 120 გ ან 300 გ ფლაკონებში.

მწარმოებელი ფირმა: “ბიოსტიმულატორი” (უკრაინა)