ხონდრო-რიცი #50კაფს

ხონდრო – რიცი
(CHONDROITIN  SULFATE, D-GLUCOSAMINE SULFATE)   
  

შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს ქონდროიტინის სულფატის A+C - 250 მგ-ს და D-გლუკოზამინის სულფატის – 250 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი
პრეპარატი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ხრტილოვან ქსოვილში, ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, ამცირებს ტკივილს მოსვენებისა და დატვირთვის დროს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების დანიშვნის საჭიროებას.
ქონდროიტინის სულფატი მაღალმოლეკულური პოლისაქარიდია, რომელიც გავლენას ახდენს ხრტილოვან ქსოვილში ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას, კალციუმის დანაკარგს, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენით და ამუხრუჭებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესებს. მას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სახსრის წარმომქმნელი ძვლების ზედაპირების ერთგვარ “საპოხ” ნივთიერებას. ჰიალინურ ქსოვილში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას.
D-გლუკოზამინის სულფატი – ენდოგენური ნივთიერება, შედის პროტეოგლიკანების და გლუკოზამინო-გლიკანების შემადგენლობაში. წარმოადგენს სახსრის სინოვიალური სითხის მთავარ კომპონენტს და უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურულ მთლიანობას. სისტემატური გამოყენებისას პროტეიგლიკანების, ჰიალურონისა და ქონროიტინ-გოგირდმჟავას სინთეზის აქტივაციის გზით ხელს უშლის სახსრებში, ხერხემალში, ხერხემალთან მდებარე რბილ ქსოვილებში დეგენერაციული პროცესების პროგრესირებას.

ჩვენება
-    სახსრებისა და ხერხემლის ქრონიკული ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა:
-    პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი;
-    მხარ-ბეჭის პერიართრიტი;
-    ოსტეოქონდროზი;
-    სპონდილოზი;
-    კვირისტავის ქონდრომალაცია;
-    ოსტეოპოროზი, პარადონტოპათია;
-    მოტეხილობები (შეხორცების ძვლოვანი კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად).

უკუჩვენება

პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
კომბინირებული დანიშვნისას გლუკოზამინი აძლიერებს - ტეტრაციკლინების და ამცირებს  პენიცილინებისა და ქლორამფენიკოლის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ორსულობის და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

დოზირება და მიღების წესი
დოზირება ხდება ინდივიდუალურად. მოზრდილებში რეკომენდებულია 2-2 კაფსულა სამჯერ დღეში ხანგრძლივად მისაღებად.
ხონდრო–რიცის ეფექტი იზრდება თანდათანობით, თერაპიული კურსის განმეორება სასურველია 2 თვის ინტერვალებით.
კაფსულები უნდა მიიღონ მცირეოდენ სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად - ალერგიული რეაქციების გამოვლინება, შესაძლებელია – ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-20ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)