კოკარნიტი ფხვ+2მლ გამხს#3ა

კოკარნიტი ფხვ+2მლ გამხს#3ა

კოკარნიტი
(Cocarnit)


შემადგენლობა:
თითოეული ლიოფილიზირებული ამპულა შეიცავს 10 მგ ადენოზინტრიფოსფატს, 50 მგ კოკარბოქსილაზას, 500 მკგ ციანოკობალამინს (ვიტ. B12) და 20 მგ ნიკოტინამიდს;
გამხსნელის თითოეული ამპულა შეიცავს 10 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი; პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ადენოზინტრიფოსფატის თერაპიული ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მდგომარეობს სისხლძარღვთა გამაფართოებელ მოქმედებაში გულის კუნთის სისხლით უკეთ მოსამარაგებლად და მისი დაშლის შედეგად (ფოსფატის რადიკალის გამოთავისუფლება) მიღებული ენერგიით მიოკარდიუმის მომარაგებაში.
კოკარბოქსილაზა კოფერმენტია, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება თიამინისგან. იგი ახდენს მარეგულირებელ ზემოქმედებას ორგანიზმის ცალკეულ ფუნქციებზე, უმეტესად ცვლით პროცესებზე; კოენზიმის სახით მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან ცვლაში. აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის ტროფიკას, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის ნორმალიზებას.
ციანოკობალამინი მონაწილეობს ტრანსმეთილირების პროცესში, წყალბადის ტრანსპორტში, მეთიონინის, ნუკლეინის მჟავების, ქოლინის წარმოქმნის პროცესებში; მონაწილეობს ერითროციტების ფორმირებაში. ვიტ. B12 ავლენს დადებით ეფექტს ნერვული სისტემის ფუნქციაზე, აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას, მონაწილეობს იმ ფერმენტების სინთეზში, რომლებიც აუცილებელია მიელინის გარსში შემავალი ლიპო-პროტეიდების პროდუქციისათვის.
ნიკოტინამიდი არეგულირებს ფოსფორილირების პროცესებს და წყლისა და ელექტროლიტების მეტაბოლიზმს. ნიკოტინამიდის ფარმაკოლოგიური მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე განპირობებულია მისი სისხლძარღვთა გამაფართოვებელი ეფექტით.

ჩვენებები:

_ ნევრიტები და სხვადახვა გენეზის ნევრალგიები;
_ რადიკულიტი, ლუმბაგო;
_ მიალგია, იშალგია;
_ ბურსიტები და ტენდინიტები;
_ გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტები და კარდიომიოპათიები;
_ პერნიციოზული ანემია;
_ დიაბეტური ნეიროპათია, ანგიოპათია, რეტინოპათია;
_ ორსულთა ტოქსიკოზი, ნაყოფის ჰიპოქსია;
_ ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა.

უკუჩვენებები:

კოკარნიტი უკუნაჩვენებია თიამინის ან ციანოკობალამინის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

გვერდითი ეფექტები:

შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობა იმ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა თიამინის ან ციანოკობალამინის მიმართ.

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

კოკარნიტის 1-2 ამპულა ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ექიმის დანიშნულებისამებრ შეჰყავთ კუნთებში. ხსნარის მომზადების შემდეგ იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

გაფრთხილება:

ამპულა არ გამოიყენება, თუკი შეიცვლება მომზადებული ხსნარის წითელი ფერი.

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

კოლოფი, რომელიც შეიცავს 3 ლიოფილიზირებულ ამპულას და 3 ამპულას გამხსნელით, რომელიც შეიცავს 10 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი

გაცემის წესი:
რეცეპტით

წარმოებულია:

“ე.ი.პ.ი.კო” ტენტ ოვ რამადან სიტი A.R.E. პირველი სამრეწველო ზონა B1, ეგვიპტე
“E.I.P.I.CO.” Tenth of Ramadan City A.R.E. First Industrial Zone B1, Egypt

“ვორლდ მედიცინ ლ.ლ.ც.”-სათვის (აშშ), 400, ვესტ ეფლ სტრიტ, SD, თი, 57064, აშშ
For “World Medicine L.L.C.” (USA), 400, West Apple Street, SD, Tea, 57064, USA.
E-mail: [email protected], Web-Site: www.wmcorp.us