ლამიზილი 1% 15მლ აეროზოლი

ლამიზილი 1% 15მლ აეროზოლი
(LAMISIL)


საერთაშორისო არატენტირებული სახელწოდება: ტერბინაფინი, TERBINAFINE
წამლის ფორმა: 1% გარეგანი გამოყენების სპრეი, გარეგანი გამოყენების 1% ხსნარი.

შემცველობა
1 გ შეიცავს: აქტიური ნივთიერება : 10 მგ ტერბინაფინს ჰიდროქლორიდი.
დამხმარე ნივთიერებები : მაკროგოლი ცეტოსტერილის ეთერი, ეთანოლი, გასუფთავებული წყალი, პროპილენგლიკოლი, აზოტი.

აღწერილობა : გამჭვირვალე უფერო ან ღია ყვითელი სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელსაც გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის ფართო სპექტრი.
მცირე კონცენტრაციით ტერბინაფინი ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტების (Trychophyton rubrum, T.mentagrophytes, T.verrucosum, T.violaceum, T.tonsurans, Microsporum canis, Epidermophyton floccosum), ობისა (ძირითადადC.albicans) და ზოგიერთი დიმორფული სოკოების (Pityrosporum orbiculare) მიმართ. აქტივობა საფუარის სოკოების მიმართ, მათი სახეობიდან გამომდინარე, შესაძლოა იყოს ფუნგიციდური ან ფუნგისტატიკური.
სოკოებში მოსახდენ ერგოსტეროლის სინთეზს ტერბინაფინი არღვევს ადრეულ სტადიებში. ამას მივყავართ ერგოსტეროლის დეფიციტსა და სკვალენის უჯრედის შიგნით დაგროვებამდე, რაც იწვევს სოკოს უჯრედის სიკვდილს. ტერბინაფინის მოქმედება ხორციელდება სოკოს უჯრედოვან მემბრანაზე განლაგებული სკვალენეპოქსიდაზის ფერმენტის ინჰიბირების გზით.
ტერბინაფინი არ ახდენს გავლენას ადამიანში სისტემის ციტოქრომზე P450 და შესაბამისად ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.

ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას აბსორბცია – არანაკლებ 5%, ახდენს უმნიშვნელო სისტემურ მოქმედებას.

მიღების ჩვენებები
კანის სოკოვანი ინფექციების, მათ შორის ტერფის მიკოზების (ტერფის «სოკო») საზარდულის ეპიდერმოფიტების (tinea cruris), სხეულის გლუვი კანის სოკოვანი დაზიანებების (tinea corporis), გამოწვეული დერმატოფიტებით, ისეთებით, როგორიც არის Trichophyton (მათ შორის T. rubrum, T. mentagrophytes, T. verrucosum, T. violaceum), Microsporum canis da Epidermophyton floccosum პროფილაქტიკა და მკურნალობა.
სხვადასხვა ფერის პიტირიაზი Pityriasis versicolor, გამოწვეული Pityrosporum orbiculare (ასევე ცნობილი სახელწოდებით Malassezia furfur).

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ტერბინაფინის ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში.

სიფრთხილით
ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის დათრგუნვა, სიმსივნეები, ნივთიერებათა ცვლის დაავადებები, კიდურების სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებები, ბავშვთა ასაკი (საკამარისი კლინიკური გამოცდილების არ არსებობის გამო). ორსულობა და ლაქტაცია. ექსპერიმენტულ გამოკვლევებში ტერბინაფინის ტერატოგენული თვისებები გამოვლენილი არ არის. ამჟამად არანაირი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ ლამიზილის გამოყენებისას ცნობები არ არსებობს. მაგრამ, ვინაიდან ორსულ ქალებში ლამიზილის გამოყენების გამოცდილება ძალიან შეზღუდულია, იგი გამოიყენება მხოლოდ მკაცრი ჩვენებების შემთხვევაში.
ცნობილია, რომ ტერბინაფინი გადადის დედის რძეში. მაგრამ, ძუძუთი მკვებავი დედის მიერ ლამიზილის სპრეის ან ხსნარის გამოყენებისას ჩვილზე უარყოფითი გავლენა ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან კანიდან სისტემური შეწოვა ძალიან მცირეა.

მიღების წესი და დოზები
გარეგანად.
მოზრდილები: ლამიზილის სპრეი ან ხსნარი გამოიყენება ერთხელ ან ორჯერ დღეში, ჩვენების მიხედვით. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა დაზიანებული მონაკვეთების გასუფთავება და გაშრობა. პრეპარატს ასხამენ (სპრეი) ან ისმევენ (სხნარი) დაზიანებულ ადგილებზე რაოდენობით, რომელიც საჭიროა მათი კარგად გაჟღენთვისათვის, და, გარდა ამისა, წაისმევა როგორც დაზიანებული, ასევე ინტაქტური კანის მიმდებარე მონაკვეთებზე. სხეულის დიდი სოკოვანი დაზიანებებისას რეკომენდებულია სპრეის 30 მლ გამოყენება.

მკურნალობის ხანგრძლივობა და პრეპარატის გამოყენების ჯერადობა:
სხეულის, წვივების დერმატომიკოზი: 1 კვირა ერთხელ დღე-ღამეში
ტერფების დერმატომიკოზი: 1 კვირა ერთხელ დღე-ღამეში
სხვადასხვა ფერის პიტირიაზი: 1 კვირა ორჯერ დღე-ღამეში

ლამიზილის სპრეის ან ხსნარის დოზირების რეჟიმი ხანდაზმული ასაკის პირებში არ განსხვავდება ზემოაღნიშნულისაგან.

ლამიზილის სპრეის ან ხსნარის გამოყენება ბავშვებში. ლამიზილის სპრეის ან ხსნარის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში შეზღუდულია, რის გამოც პრეპარატის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.

გვერდითი ეფექტები
პრეპარატის წასმის ადგილებში შესაძლოა გამოვლინდეს სიწითლე, ქავილის ან წვის შეგრძნება. ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზა
პრეპარატის ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის. მაგრამ თუ შემთხვევით ლამიზილის სპრეი ან ხსნარი შინაგანად იქნა მიღებული, შესაძლებელია ისეთივე გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორიც ახლავს ლამიზილის ტაბლეტების ჭარბი დოზის მიღებას (თავის ტკივილი, ღებინება, ტკივილები ეპიგასტრიაში და თავბრუსხვევა). ასევე გასათვალისწინებელია პრეპარატში ეთილის სპირტის (23.5%) შემცველობა.
მკურნალობა: აქტივირებული ნახშირი, საჭიროების შემთხვევაში – სიმპტომატური შემანარჩუნებელი თერაპია.

ურთიერთქმედებები
ამჟამად წამალთა ურთიერთქმედებები ცნობილი არის.

განსაკუთრებული მითითებები
კლინიკური გამოვლინებების გამოხატულების შემცირება ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის პირველ დღეებში. არარეგულარული მკურნალობის ან მისი ნაადრევი შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის რეციდივის რისკი. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის ერთი კვირის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესების ნიშნები, უნდა მოხდეს დიაგნოზის ვერიფიცირება.
საჭიროა სიფრთხილე ლამიზილის წასმისას კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე, ვინაიდან სპირტმა შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს.
ლამიზილის სპრეი ან ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. არ შეიძლება მისი თვალებსი მოხვედრა, ვინაიდან ამან შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს. პრეპარატის შემთხვევით თვალებში მოხვედრისას საჭიროა სასწრაფოდ თვალების დაბანა, ხოლო გაღიზიანების მდგრადი მოვლენების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
თუ პრეპარატი შემთხვევით ინჰალაციისას მოხვდა სასუნთქ გზებში, მაშინ, რაიმე სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში და განსაკუთრებით მათი შენარჩუნებისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ალერგიული რეაქციების განვითარებისას აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

გამოშვების ფორმა. გარეგანი გამოყენების 1% სპრეი: 15 მლ ან 30 მლ მაღალი სიმკვრივის პოლიპროპილენის ცილინდრული ფორმის ფლაკონები გოფრირებული მეტალის ყელით, პოლიპროპილენის დაბოლოება-სასხურებლით, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (მსპე) თავსახურით. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გარეგანი გამოყენების 1% ხსნარი: 30 მლ ფლაკონები მათარას ფორმის მსპე ფლაკონი კონუსისებური დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (დსპე) ჩამოსაცმელ-საწვეთურით და მსპე სახრახნი თავსახურით, აღჭურვილით პირველი გახსნის კონტროლის სისტემით. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება 300C ნაკლები ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვადის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.

ფირმა-მწარმოებელი
ნოვარტის ფარმა შვარც აგ
წარმოებულია: ნოვარტის ფარმა სას, საფრანგეთი.