ლოდიგრელი 75მგ #14ტ

ლოდიგრელი
Lodigrel


საერთაშორისო დასახელება - clopidogrel



კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები
; ანტიაგრეგანტები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
75მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #14 და # 28

ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერება არის კლოპიდოგრელი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 75 მგ კლოპიდოგრელს (ჰიდროსულფატის სახით).
სხვა კომპონენტები: ტაბლეტის ბირთვი შეიცავს სილიკატურ მიკროკრისტალურ ცელულოზას (მიკროკრისტალური ცელულოზა კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდით), დაბალჩანაცვლებულ ჰიდროქსიპროპილცელულოზას და ჰიდროგენიზებულ აბუსალათინის ზეთს; გარსი შეიცავს: ოპადრი Y-1-7000 თეთრი (ჰიპრომელოზა E 464, ტიტანის დიოქსიდი E 171, მაკროგოლი 400).

როგორ გამოიყურება ლოდიგრელი და რა შედის შეფუთვის შემადგენლობაში
პრეპარატი ლოდიგრელი 75 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორივე მხრიდან ამობურცული, ერთ მხარეზე E 181 გრავირებით. 2x7 ან 4x7 შემოგარსული ტაბლეტის შემცველი ოპა/ალ/პვდქ/ალ ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ჩვენებები
ლოდიგრელი მიეკუთვნება ე.წ. თრომბოზის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. თრომბოციტები - არიან ერითროციტებზე და ლეიკოციტებზე მცირე ზომის სისხლის უჯრედები, რომლებიც ეწებებიან ერთმანეთს სისხლის შედედების დროს. ასეთი შეწებების დათრგუნვით, თრომბოზის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატები ამცირებენ სისხლის შედედების ალბათობას (ამ პროცესს ეწოდება თრომბოზი).
ლოდიგრელი გამოიყენება სისხლძარღვებში (არტერიებში) სისხლის შედედების თავიდან აცილების მიზნით (თრომბების წარმოშობა) ათეროთრომბოზის პროცესში, რომელიც იწვევს ათეროთრომბოლიზურ დარღვევებს (მაგალითად, ინსულტი, ინფარქტი ან სიკვდილი).
ლოდიგრელი ინიშნება თრომბების ფორმირებისა და მძიმე გართულებების განვითარების საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, რაც შეიძლება განვითარდეს შემდეგი მიზეზის გამო:
-თქვენი არტერიების მომატებული სიმკვრივის შემთხვევაში (ე.წ. ათეროსკლეროზი) და -თქვენ გადატანილი გაქვთ გულის შეტევა ან ინსულტი, ან თქვენ გაწუხებთ პერიფერიული არტერიების დაავადება, ან
-თქვენ გაწუხებდათ მკერდის არეში არსებული ტკივილით მიმდინარე მძიმე მდგომარეობა, ე.წ. არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა). ამ მდგომარეობის სამკურნალოდ, სისხლის მიმოქცევის აღდგენის მიზნით, ექიმმა შეიძლება შეიყვანოს სტენტი გადაკეტილ ან შევიწროებულ არტერიაში. ასევე, თქვენ შეიძლება დაგენიშნოთ აცეტილსალიცილის მჟავა (ნივთიერება, რომელიც ტკივილის შესუსტების, სხეულის ტემპერატურის შემცირების და სისხლის შედედების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება ბევრ სამკურნალო საშუალებაში).

მიღების წესები და დოზები

ყოველთვის გამოიყენეთ ლოდიგრელი ექიმის მკაცრი დანიშნულების შესაბამისად. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, აუცილებლად მიმართეთ რჩევისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ გაწუხებდათ ძლიერი ტკივილი მკერდის არეში (არასტაბილური სტენოკარდია ან გულის შეტევა), მკურნალობის კურსის დასაწყისში ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ 300 მგ პრეპარატი ლოდიგრელი (75 მგ-იანი 4 ტაბლეტი) ერთჯერადად. შემდეგ თქვენ მიიღებთ ჩვეულებრივ დოზას - დღეში ერთი ტაბლეტი 75 მგ საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად, ყოველ დღე ერთი და იგივე დროს.
ლოდიგრელი გამოიყენება ექიმის მიერ დანიშნული დროის განმავლობაში

გვერდითი მოვლენები

ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატმა, ლოდიგრელმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების განვითარება, თუმცა ისინი არ ვლინდებიან ყველა პაციენტში.
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
- ცხელება, ინფექციის ან უჩვეულო გადაღლის ნიშნები, რაც შეიძლება იყოს სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის იშვიათი შემცირების შედეგი;
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები, მაგალითად, კანქვეშა სისხლჩაქცევებით (წვრილი წითელი წერტილების სახით) და/ან დაბინდული გონებით მიმდინარე ან მათ გარეშე მიმდინარე კანის და/ან სკლერის გაყვითლება (სიყვითლე) (იხ. ნაწ. ,,პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს’’).
- პირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ცვლილებები კანის მხრიდან, მაგალითად, გამონაყარი და ქავილი, ბუშტუკების განვითარება კანზე; ეს ასევე შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები.
პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენებისას განვითარებული ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი არის სისხლდენა (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში). სისხლდენა შეიძლება გამოვლინდეს კუჭიდან ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის სახით, სილურჯეების განვითარებით, ჰემატომით (ჩვეულებრივ სისხლჩაქცევა ან კანქვეშა სილურჯე), სისხლდენა ცხვირიდან, შარდში სისხლის გაჩენით. იშვიათ შემთხვევაში აღწერილია სისხლჩაქცევა თვალში, ქალაშიდა სისხლჩაქცევა, სისხლდენა ფილტვში ან სახსრების მიმდებარე არეში.
თუ პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენებისას წარმოგექმნათ ხანგრძლივი სისხლდენა ჭრილობის ან დაზიანების არსებობისას სისხლის შესაჩერებლად საჭიროა უფრო ხანგრძლივი დრო, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს დაკავშირებულია თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის მოქმედების მექანიზმთან, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას. ჩვეულებრივ, უმნიშვნელო ჭრილობის ან დაზიანების დროს, მაგალითად, პარსვის დროს, ეს არ წარმოადგენს საშიშროებას. თუმცა, თუ თქვენ გაღელვებთ სისხლდენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს (იხ ნაწ. ,,პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს’’).
პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენებისას განვითარებული სხვა გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ.
ხშირად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში): დიარეა, მუცლის ტკივილი, მოუნელებლობა, გულძმარვა.
არახშირად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში): თავის ტკივილი, კუჭის წყლული, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, კუჭში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზების დაგროვება, გამონაყარი, ქავილი, თავბრუსხვევა, შეხების გრძნობის შეცვლა.
იშვიათად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10000-დან 1-10 პაციენტში): სისტემური თავბრუსხვევა.
ძალიან იშვიათად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): სიყვითლე, ზურგის ტკივილით ან მის გარეშე მიმდინარე მუცლის ძლიერი ტკივილი, ცხელება, ზოგჯერ, ხველებით მიმდინარე სუნთქვის გართულება, ზოგადი ალერგიული რეაქციები, პირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, კანზე ბუშტების განვითარება, ალერგია კანის მხრიდან, პირის ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი), არტერიული წნევის დაწევა, არეული გონება, ჰალუცინაციები, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, გემოვნების შეგრძნების დარღვევა.
გარდა ამისა, ანალიზების შედეგების მიხედვით, ექიმმა შეიძლება გამოავლინოს ცვლილებები სისხლში და შარდში.
მძიმე გვერდითი ეფექტების ან ისეთი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება

არ გამოიყენოთ ლოდიგრელი შემდეგ შემთხვევებში:
-თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) კლოპიდოგრელის ან პრეპარატი ლოდიგრელის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
-თუ თქვენ გაწუხებთ დაავადება, რომელიც ამჟამად იწვევს სისხლდენას, მაგალითად, კუჭის წყლული ან სისხლჩაქცევა თავის ტვინში;
-თუ თქვენ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გაწუხებთ რომელიმე ეს მდგომარეობა, ასევე სხვა ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის რჩევა.
პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს
პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენებამდე შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ გაწუხებთ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:
-თუ თქვენ მომატებული გაქვთ სისხლდენის განვითარების საშიშროება. მაგალითად:
-გაწუხებთ დაავადება, რომელსაც თან ახლავს შინაგანი სისხლდენის განვითარების საშიშროება (მაგალითად, კუჭის წყლული);
-სისხლის ცვლილება, რომლის დროსაც შესაძლებელია განვითარდეს შინაგანი სისხლდენა (სისხლდენა ორგანიზმის ნებისმიერ ქსოვილში, ორგანოში ან სახსარში);
-ახლო წარსულში გადატანილი მძიმე ტრავმა;
-ახლო წარსულში გადატანილი ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური);
-მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში დაგეგმილი ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური);
- თუ უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში თქვენ გქონდათ თავის ტვინის არტერიების თრომბოზი (იშემიური ინსულტი);
-თქვე იყენებთ სხვა ტიპის სამკურნალო პრეპარატს (იხ. ნაწილი ,,სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება’’);
-თქვენ გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმელების დაავადება.

პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენებისას
-შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ქირურგიული ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური).
-ცხელებით და წვრილი წითელი წერტილების ფორმის მქონე კანქვეშა სისხლჩაქცევით, თვალების ან კანის სიყვითლით, გონების დაბინდვით, გადაღლით თანმხლები ან მათ გარეშე მიმდინარე ნებისმიერი მდგომარეობის განვითარებისას მიმართეთ ექიმს.
-ჭრილობის ან დაზიანების შემთხვევაში სისხლის შესაჩერებლად საჭიროა უფრო ხანგრძლივი დრო, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს დაკავშირებულია თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის მოქმედების მექანიზმთან, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას. ჩვეულებრივ, უმნიშვნელო ჭრილობის ან დაზიანების შემთხვევაში, მაგალითად, პარსვის დროს, ეს არ წარმოადგენს საშიშროებას. თუმცა, თუ სისხლდენა გაღელვებთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს (იხ ნაწ. ,,შესაძლო გვერდითი მოქმედება’’).
-ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის ჩატარება.
-ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემული ინსტრუქციის ,,შესაძლო გვერდითი ეფექტები’’-ს ნაწილში, ან გვერდითი ეფექტის დამძიმებისას მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლოდიგრელის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის მიზანშეწონილი ლოდიგრელის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
თუ თქვენ ხართ ორსულად ან გაქვთ ეჭვი, რომ ხართ ორსულად, პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება. თუ თქვენ დაორსულდით პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენების დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ვინაიდან არ არის რეკომენდებული კლოპიდოგრელის გამოყენება ორსულობის დროს.
პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენების დროს ბავშვის ბუნებრივ კვებასთან დაკავშირებით არსებული საკითხი განიხილეთ ექიმთან.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.

განსაკუთრებული მითითებები

მნიშნველოვანი ინფორმაცია პრეპარატი ლოდიგრელის ზოგიერთ კომპონენტზე
ლოდიგრელი შეიცავს ჰიდროგენიზებულ აბუსალათინის ზეთს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აშლილობები კუჭის მხრიდან ან დიარეა.

ჭარბი დოზირება

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატი ლოდიგრელი ჭარბად
სისხლდენის მომატებული საშიშროების გამო დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელ სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ლოდიგრელის მიღება
თუ პრეპარატის მიღება გაგახსენდათ პრეპარატი ლოდიგრელის დოზის ჩვეულებრივი მიღების დროიდან 12 საათის განმავლობაში, დაუყოვნებლივ მიიღეთ ტაბლეტი. ხოლო შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.
თუ თქვენ გამოტოვეთ 12 საათზე მეტი დრო, დოზის კომპენსაციის მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა. გააგრძელეთ პრეპარატის გამოყენება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენება
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. პრეპარატის გამოყენების შეწყვეტამდე მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული დამატებითი კითხვების არსებობისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

სხვა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება იმოქმედოს პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენებაზე, ხოლო ლოდიგრელმა ასევე შეიძლება იმოქმედოს სხვა სამკურნალო საშუალების გამოყენებაზე.
თუ თქვენ იყენებთ ან იყენებდით ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, მათ შორის, ურეცეპტოდ გაცემულს, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არის რეკომენდებული პრეპარატი ლოდიგრელის და ანტიკოაგულანტების (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას) ერთდროული შიგნით გამოყენება.
ძირითადად, თქვენ უნდა შეატყობინოთ ექიმს, თუ იყენებთ ჰეპარინს ან სხვა სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებას, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება კუნთების ან სახსრების მტკივნეული და/ან ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.
თუ თქვენ გაწუხებდათ ძლიერი ტკივილი მკერდში (არასტაბილური სტენოკარდია ან გულის შეტევა), შესაძლოა ექიმმა დაგინიშნოთ ლოდიგრელისა და აცეტილსალიცილის მჟავას კომბინაცია; ეს უკანასკნელი შედის ბევრ ტკივილგამაყუჩებელ და სიცხისდამწევ სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში. ჩვეულებრივ, აცეტილსალიცილის მჟავის ერთჯერადი გამოყენება (არა უმეტეს 1000 მგ-ისა ნებისმიერი 24 საათიანი პერიოდის განმავლობაში) არ იწვევს დარღვევებს, მაგრამ, სხვა შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული მისი ხანგრძლივი გამოყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე.
ტაბლეტები ლოდიგრელის გამოყენება საკვებთან და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად
საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატზე. დასაშვებია ლოდიგრელის გამოყენება საკვებისაგან დამოუკიდებლად.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
ლოდიგრელმა არ უნდა იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მოცემული სამკურნალო პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის სპეციალური პირობების დაცვას.
ვარგისიანობის ვადა 3 წელი. ლოდიგრელი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის დასრულების თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალება საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან გამდინარე წყალში. თუ საჭიროა პრეპარატის, რომელიც აღარ არის საჭირო, ნარჩენებში მოთავსება, მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლიან გარემოს დაბინძურებას.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
სს ფარმაცევტული საწარმო ეგისი

უნგრეთი