მაგიტუსი 100მლ სიროფი

მაგიტუსი 100მლ სიროფი

მაგიტუსი
(MUGGITUSE)




ზოგადი დახასიათება:
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:
დექსტრომეტორფანი, ქლორფენამინი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ღია ყავისფერი ბლანტი სითხე მოტკბო გემოთი და არომატული სუნით.

შემადგენლობა:   
სიროფის 5 მლ შეიცავს:
დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდს – 10 მგ;
ქლორფენირამინის მალეატს – 2 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მენთოლი, საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, თხევადი გლუკოზა, გლიცერინი, თხევადი სორბიტოლი, ნატრიუმის საქარინი, პროპილენგლიკოლი, საღებავი ჩარამელ (E150), ვანილის ესენცია, მარწყვის ესენცია, თაფლის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.
  
გამოშვების ფორმა:
სიროფი პერორალური მიღებისათვის 100 მლ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ხველის საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალება. ათქ-კოდი: RO5DA20.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მაგიტუსი კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდს გააჩნია ხველის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ზრდის ხველის ცენტრის აგზნების ზღურბლს.
ქლორფენირამინის მალეატი წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორს, გააჩნია ანტიქოლინერგული და ამასთანავე სედატიური მოქმედება, იგი ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას, აქვეითებს სისხლძარღვების განვლადობას, ხსნის ცხვირის, ცხვირხახის და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ჰიპერემიას.
დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდისა და ქლორფენირამინის მალეატის კომბინაცია მოსახერხებელია გაციებისა და გრიპის დროს ხველის, რინიტის, ცემინების, ქავილისა და ცრემლდენის სიმპტომების მოხსნისათვის.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღების შემდეგ დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2.5 სთ-ის შემდეგ, მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდის მთავარი მეტაბოლიტის - დექსტრორფანის კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 1.6-1.7 სთ-ში. საწყისი ნივთიერების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-4 სთ-ს, ხოლო დექსტრორფანის – 3.4-5.6 სთ-ს. დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.

პერორალურად მიღების შემდეგ ქლორფენირამინის მალეატი ადვილად შეიწოვება. პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2 სთ-ის შემდეგ, მისი ბიოშეღწევადობა ქსოვილებში შეადგენს 25-50%-ს, მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. საწყისი ნივთიერების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 20 სთ-ს. ქლორფენირამინის მალეატისა და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა ორგანიზმიდან ძირითადად ხდება თირკმელების საშუალებით. 

ჩვენება:
 მშრალი ხველა, რომელიც გამოწვეულია სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებებით (მწვავე ბრონქიტი, გრიპი, ტონზილიტი, ლარინგიტი, ფარინგოტრაქეიტი);
 ალერგიული რინიტი, რინორეა, სინუსიტი, კონიუნქტივიტი.

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში 2-დან 6 წლამდე პრეპარატი ინიშნება 2.5 მლ სამჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე მიიღება 5 მლ სამჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ბავშვებში 12 წლის ასაკიდან და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება 10 მლ ოთხჯერ დღეში.    

გვერდითი მოვლენები:
დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდის თერაპიული დოზით მიღებისას გვერდითი მოვლენების განვითარება იშვიათია. ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

ქლორფენირამინის მალეატის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, აპათია, კოორდინაციის დარღვევა, გადაღლა, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია, ეიფორია, ინსომნია და ტრემორი;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაკარგვა, გულისრევა და ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
ასევე, შესაძლებელია, ადგილი ქონდეს პირის სიმშრალეს, შარდვის გახშირებასა და დიზურიას, თავის ტკივილს, ჰიპოტენზიას, ხელებში სიმძიმისა და სისუსტის შეგრძნებას.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
მაგიტუსი არ ინიშნება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებს (მაგ. ფლუოქსეტინს) და მაო-ს ინჰიბიტორებს. მაგიტუსი შეიძლება დაინიშნოს მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დამთავრებიდან 2 კვირის შემდეგ.
მაგიტუსის მიღების დროს არ შეიძლება ცნს-ის დეპრესანტებისა და ალკოჰოლის მიღება.
მაგიტუსი არ ინიშნება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, არითმია, ბრონქული ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, სისხლძარღვოვანი დარღვევები (არტერიოსკლეროზი, ანევრიზმა), შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერთირეოიდიზმი, გაძნელებული შარდვა. 
არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ბავშვებისათვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდის გამოყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად იწვევს მძიმე მოწამვლას. მაგიტუსით მკურნალობის დროს ალკოჰოლის, ფსიქოტროპული და სხვა დეპრესიული ეფექტის მქონე პრეპარატების მიღება აძლიერებს მათ დეპრესიულ ზემოქმედებას ცნს-ზე. 
ქლორფენირამინის მალეატი აძლიერებს ბარბიტურატების, ტრანქვილიზატორების, ნეიროლეპტიური საშუალებების, ასევე იმ პრეპარატების სედატიურ მოქმედებას ცნს-ზე, რომლებიც შეიცავენ ალკოჰოლს.
ერთდროული მიღებისას ქლორფენირამინის მალეატი აძლიერებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და ატროპინის მოქმედებას.

ჰიპერდოზირება:
დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდის დოზის გადაჭარბება იწვევს სუნთქვის დათრგუნვას. ამ დროს გამოიყენება მისი ანტიდოტი _ ნალოქსონი.
ქლორფენირამინის მალეატის დოზის გადაჭარბება იწვევს სხვადასხვა სახის გამოვლინებებს ცნს-ის მხრივ, როგორც დეპრესიას, ასევე მის სტიმულაციას. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ატაქსია, მხედველობის დაბინდვა და ჰიპოტენზია. ბავშვებში ვლინდება შემდეგი სიმპტომები: პირის სიმშრალე, მიდრიაზი (გუგების გაფართოება), ტემპერატურის მომატება და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. 
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გამწმენდი ოყნა, გააქტივებული ნახშირის მიღება, სიმპტომური მკურნალობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.

გამოყენების თავისებურებები:
მაგიტუსი არ გამოიყენება ქრონიკული ხველისას (მაგ. მწეველებში), ასევე ასთმის მქონე პაციენტებში.
სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის პათოლოგიის მქონე პაციენტებსა და ალერგიულ ბავშვებში.
მაგიტუსი სიფრთხილით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის მქონე და ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში.
მაგიტუსი სიფრთხილით ინიშნება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის მქონე და ასაკოვან პაციენტებში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

შეფუთვა:
100 მლ სიროფი ნარინჯისფერ პოლიმერულ ფლაკონში, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.                                                                                                    

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ სიროფი ვარგისია გამოყენებისათვის 1 თვის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198,
თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.