(MYFUNGAR)
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: ოქსიკონაზოლი
ქიმიური დასახელება: (Z) – 1 – (2,4-დიქლორფენილ) – 2 (1H-იმიდაზოლ-1-ილ) O-(2,4-დიქლორბენზილ) – ეთანონ ოქსიმ ნიტრატი
სამკურნალო ფორმა: გარეგანი გამოყენების კრემი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
კრემის 1 გრ-ში ოქსიკონაზოლ ნიტრატი 11,47 მგ (ოქსიკონაზოლ 10 მგ)
დამხმარე ნივთიერებები: სტეარილის ალკოჰოლი, ცეტილის ალკოჰოლი, თეთრი ვაზელინი, პოლისორბატ 6, პროპილენგლიკოლი, ბენზოის მჟავა, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა
თეთრი ან მოთეთრო, ერთგვაროვანი კრემი, თითქმის უსუნო.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
კოდი ATX [D01AC11]
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედი ნივთიერება არის ოქსიკონაზოლი – იმიდაზოლის სინთეზური დერივატი, გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო, ასევე ანტიმიკრობული მოქმედება. თრგუნავს პათოგენური სოკოების უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ერგოსტეროლის ბიოსინთეზს. აქტიურია დერმატოფიტების, საფუარა და Trichophyton, Epidermophyton, Microsporum, Candida, Pityrosporum, Aspergillus ჯგუფის სოკოების მიმართ. აქტიურია ასევე Streptococcus, Staphylococcus, Corynebacterium სახეობის მიკროორგანიზმების წინააღმდეგ.
ფარმაკოკინეტიკა
გარეგანი გამოყენებისას აღინიშნება კანის მიერ ოქსიკონაზოლის უმნიშვნელო შეწოვა, გამოყენებული აქტიური ნივთიერების უდიდესი ნაწილი კანის გარქოვანებულ შრეში გროვდება. 2,5 მგ/სმ2 დოზის კრემის კანზე დადებიდან 5 საათის შემდეგ ოქსიკონაზოლის კონცენტრაცია ეპიდერმისში 16,2 მკმოლ-ს შეადგენს (ზედაპირულ გარქოვანებულ შრეში – 3, 64 მკმოლ, უფრო ღრმა შრეებში – 1,29 მკმოლ). კრემის გარეგანი გამოყენების შემდეგ დოზით 150 მგ მთელი რაოდენობის 1%-ზე ნაკლები შეიწოვება, ოქსიკონაზოლი სისხლის შრატში არ ვლინდება.
ჩვენებები
კანისა და თმის საფარის სოკოვანი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით.
უკუჩვენებები
იმიდაზოლის წარმოებულების, პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა; ბავშვთა ასაკი (8 წლამდე).
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს: პრეპარატ მიფუნგარის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.
გამოყენების მეთოდები და დოზირება
გარეგანი გამოყენების.
იდება დაზიანებულ ადგილზე თხელი ფენით დღეში ერთხელ, უმჯობესია ძილის წინ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა: კანის მიკოზების დროს – 2 კვირა, ტერფების მიკოზების დროს – 1 თვე. დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია პრეპარატით მკურნალობის გაგრძელება სრული გამოჯანმრთელების ნიშნების შემდეგ 1-2 კვირის განმავლობაში. პრეპარატით მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 6 თვეზე მეტ ხანს რეკომენდებული არ არის.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული დერმატიტი, ტკივილი, შეწითლება, კანის ქავილი, კანზე გამონაყარი, ნახეთქები, კანის მაცერაცია, ფოლიკულიტი, წვის შეგრძნება.
ჰიპერმგრძნობელობის ან კანის საფარის გაღიზიანების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა მივმართოთ ექიმს.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის. პრეპარატის შემთხვევით პერორალურად მიღების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა და ღებინება. აუცილებელია გამოვირეცხოთ კუჭი და მივმართოთ ექიმს, საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომატური მკურნალობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატ მიფუნგარის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არის.
განსაკუთრებული მითითებანი
ექიმთან კონსულტაციის გარეშე ადგილობრივი გამოყენების სხვა პრეპარატებთან ერთად ნუ გამოიყენებთ.
გარეთა სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადებების მკურნალობისას, რომლებიც პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით არის გამოწვეული, აუცილებელია სქესობრივი პარტნიორების მკურნალობაც. თავი მოარიდეთ პრეპარატის თვალში მოხვედრას.
გამოშვების ფორმა
გარეგანი გამოყენების კრემის 30 გრ 1%-იანი, ალუმინის ტუბში. ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
100C-დან 250C-მდე ტემპერატურის პირობებში, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი
ზენტივა ა.ს.
ჩეხეთის რესპუბლიკა