ტრიტაცე კომპ
TRITACE COMP
საერთაშორისო დასახელება - ramipril, hydrochlorothiazide
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - C09AA05
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
5მგ/25მგ #28 ტაბლეტი ბლისტერში; 2 ბლისტერი კოლოფში
ფარმაკოლოგიური თვისებები
ტრიტაცე კომპ-ი წარმოადგენს პრეპარატ რამიპრილის – ძლიერი და ხანგრძლივად მოქმედი აგფ- (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორისა და ჰიდროქლოროთიაზიდის – თიაზიდის ჯგუფის პრეპარატის, რომელიც ხელს უწყობს სითხის გამოყოფას (დიურეზული), კომბინაციას. არტერიული წნევის შესამცირებლად ტრიტაცე კომპ-ის გამოყენებამ უფრო მეტი ეფექტი გამოავლინა, ვიდრე რომელიმე შემადგენელი ნივთიერებით მონოთერაპიამ. ერთჯერადი დოზის მაქსიმალური ეფექტი თავს იჩენს პრეპარატის მიღებიდან 6 საათის შემდეგ.
ჩვენებები
პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის დროს, როდესაც ნაჩვენებია მკურნალობა პრეპარატებთან კომბინაციაში.
მიღების წესები და დოზები
ზედმიწევნით დაიცავით რეკომენდებული დოზა გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი სხვაგვარად დაგინიშნავთ.დოზის განსაზღვრა ხდება სასურველი ჰიპოტენზიური ეფექტისა და პრეპარატის მიმართ პაციენტის ტოლერანტობის მიხედვით. ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობა ჩვეულებრივ ხანგრძლივად მიმდინარეობს; ექიმი ყოველ პაციენტზე ინდივიდუალურად განსაზღვრავს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას. ჩვეულებრივ, საწყისი დოზაა დღეში 1/2 ტაბლეტი ტრიტაცე კომპ-ი. აუცილებლობის შემთხვევაში დოზის გაზრდა შესაძლებელია 2-3 კვირის ინტერვალით, 2 ტაბლეტ ტრიტაცე კომპ-ის მაქსიმალურ დოზამდე. პაციენტთა უმეტესობას აღენიშნება არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება დღეში 1/2–დან 1 ტაბლეტი ტრიტაცე კომპ-ის მიღების შედეგად. იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებოდათ მკურნალობა დიურეზულებით, გათვალისწინებული უნდა იქნას დიურეზულების მიღების შეწყვეტა სულ მცირე 2-3 დღით – ან დიურეზულების მოქმედების ხანგრძლივობის მიხედვით - ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, ან სულ მცირე, უნდა შემცირდეს დიურეზულების დოზა. ექიმი ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით განსაზღვრავს შესაძლებელია თუ არა პრეპარატის მიღების ამგვარი შეწყვეტა ან დოზის შემცირება და რამდენ ხანს გაგრძელდება იგი. თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტა არ არის აუცილებელი, მაშინ მკურნალობა იწყება რამიპრილის უმცირესი დოზით (1,25 მგ დღეში) თავისუფალ კომბინაციაში. შესაბამისად, შესაძლებელია გადასვლა ტრიტაცე კომპ-ის საწყის დოზაზე, რომელიც არ აჭარბებს 1/2 ტაბლეტს. დოზირება თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში: იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კრეატინინის კლირენსი 1,73 მ3 სხეულის ზედაპირზე 60-სა და 30მლ/წთ-ს შორის, მკურნალობის კურსი იწყება მხოლოდ რამიპრილის 1,25 მგ დღიური დოზით. რამიპრილის დოზის თანდათან ზრდის შემდეგ, ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობა იწყება 1/2 ტაბლეტის მიღებით დღეში ერთხელ. მაქსიმალურ დღიურ დოზას წარმოადგენს 1 ტაბლეტი ტრიტაცე კომპ-ი. როდესაც შეუძლებელია კრეატინინის კლირენსის განსაზღვრა, მისი გამოანგარიშება ხდება შრატის კრეატინინის დონის საფუძველზე შემდეგი ფორმულის გამოყენებით (კოკროფტის განტოლება): კაცებში: კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) =
სხეულის წონა კგ-ში X (140 – ასაკი წლებში) .
72 X შრატის კრეატინინი მგ/დლ-ში
ქალებში: ზემოაღნიშნული განტოლების პროდუქტის გამრავლება 0,85-ჯერ. პრეპარატის მიღება: ჩვეულებრივ, დადგენილი დოზის მიღება ხდება დილით ერთჯერადი დოზის სახით. ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად და საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (დაახლოებით ½ ჭიქა). მათი მიღება შესაძლებელია საუზმემდე, მის განმავლობაში ან შემდეგ
გვერდითი მოვლენები
გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს ტრიტაცე კომპ-ის მიღებისას. შემდეგი გვერდითი ეფექტები შესაძლებელია წარმოიშვას ტრიტაცე კომპ-ით, მისი შემადგენელი ნივთიერებებით – რამიპრილითა და ჰიდროქლოროთიაზიდით, სხვა აგფ-ინჰიბიტორებით თუ მსგავსი დიურეზულებით მკურნალობისას.
გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა
სისხლის წნევის მკვეთრი შემცირება აღინიშნება ტრიტაცე კომპ-ის საწყისი დოზის ან გაზრდილი დოზის მიღებისას (იხილეთ “განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების წესები”), რამაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს შოკი. ნაკლები სიხშირით აღინიშნება ისეთი ზომიერი სიმპტომები და რეაქციები, როგორიცაა თავის ტკივილი, წონასწორობის დარღვევა, გულის რიტმის აჩქარება (ტაქიკარდია), სისუსტე, ძილიანობა, თავბრუსხვევა – რასაც ზოგჯერ თან ახლავს კონცენტრაციის უნარის დარღვევა – ან თავს იჩენს დარღვეული რეაქციები. იშვიათად – სხვა ისეთი ზომიერი სიმპტომები და რეაქციები, როგორიცაა პერიფერიული შეშუპება, სიწითლე, მოთენთილობა, შუილი ყურებში, დაღლილობა, ნერვიულობა, დეპრესიულობა, კანკალი, მოუსვენრობა, მხედველობის მოშლა, ძილის დარღვევა, დაბნეულობა, შფოთვა, დროებითი იმპოტენცია, აჩქარებული გულისცემა, ოფლიანობა, სმენის დარღვევები, ჭარბი ძილიანობა, ან გულის წასვლა ფეხზე დგომისას ან წამოდგომის დროს (დარღვეული ორთოსტატული რეგულაცია), აგრეთვე ისეთი მწვავე რეაქციები, როგორიცაა სტენოკარდია, გულის არითმია, ცნობიერების დროებით დაკარგვა (სინკოპე), და მწვავე ჰიპოტენზია ან ისეთი სისხლის მიმოქცევის შეტევების გაძლიერებით, რომელიც ხასიათდება ხელის ან ფეხის თითების სიფერმკრთალით(რეინოს დაავადება). ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება სისხლის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდება გულის კუნთსა ან თავის ტვინისადმი (მიოკარდიული ან ცერებრული იშემია), მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიწოდების ხანმოკლე შემცირება (ხანმოკლე იშემიური შეტევა), იშემიური შეტევა, სისხლის მიმოქცევის დარღვევების გამწვავება სისხლძარღვოვანი სტენოზის მიზეზით ან პათოლოგიური შეგრძნებები (პარესთეზია).
თირკმელი და ელექტროლიტების ბალანსი
ნაკლები სიხშირით ვლინდება შრატის შარდოვანას და შრატის კრეატინინის ზრდა ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა – რაც, ცალკეულ შემთხვევებში, თირკმლის მწვავე დარღვევას იწვევს. ჰიპოქლოროთიაზიდით მკურნალობის დროს იზრდება შარდმჟავას კონცენტრაციები სისხლში და – განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც შარდმჟავას მომატებული დონე აღენიშნებათ, რასაც შეუძლია გამოიწვიოს პოდაგრის შეტევა. ცალკეულ შემთხევვებში, ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობისას, შესაძლებელია განვითარდეს ნეფრიტი. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება გაუარესდეს მანამდე არსებული, მკვეთრად გამოხატული პროტეინების შარდით გამოყოფა (პროტეინურია) (მიუხედავად იმისა, რომ აგფ-ინჰიბიტორები ჩვეულებრივ ამცირებს პროტეინურიას). ტრიტაცე კომპ-მა შეიძლება გამოიწვიოს ან გავლენა მოახდინოს შრატში ნატრიუმის კონცენტრაციების შემცირებაზე, განსაკუთრებით სუფრის მარილის შეზღუდულ მიღებასთან კავშირში. ჰიდროქლოროთიაზიდი ხელს უწყობს სხვა ელექტროლიტური დარღვევების განვითარებას, მაგ. ჰიპოქლორემია, ჰიპომაგნიემია – და თირკმლში კალციუმის რეაბსორბციის მასტიმულირებელი ეფექტის გამო – ჰიპერკალციემიას. ამასთანავე, ტრიტაცე კომპ-ს შეუძლია ხელი შეუწყოს მეტაბოლური აციდოზის განვითარებას ან გამწვავებას. რამიპრილი იწვევს და ხელს უწყობს შრატში კალიუმის შემცველობის ზრდას, მაშინ როდესაც ჰიდროქლოროთიაზიდი ამცირებს მას. ამგვარად, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს როგორც შემცირებას, ასევე გაზრდას, თუმცა ეს უკანასკნელი ძირითადად თავს იჩენს თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში (მაგ. დიაბეტური ნეფროპათიის მიზეზით) ან მათში, რომლებიც ამავდროულად ღებულობენ კალიუმშემნახველ დიურეზულებს ან კალიუმის მარილებს. ელექტროლიტების ბალანსის დარღვევის გამაფრთხილებელი სიმპტომებია წყურვილის მომატება, დაღლილობა, თავის ტკივილი, მოთენთილობა, ძილიანობა, დაბნეულობა, აპათია, კუნთების სპაზმი, ნერვებისა და კუნთების აღგზნებადობის მომატება, რასაც თან ახლავს, მაგ, სპაზმები ხელებსა და ფეხისგულებზე (ტეტანია), კუნთების სისუსტე და კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომები. განსაკუთრებით, მკურნალობის კურსის დაწყებისას შესაძლებელია ხანმოკლე დროით თავი იჩინოს სითხის ჭარბად გამოყოფამ, როგორც ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული ეფექტის, ასევე გულის მუშაობის გაუმჯობესების გამო. სითხის დეფიციტის შემთხვევაში – განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში – შესაძლებელია თავი იჩინოს სისხლის შედედების გაძლიერებამ(ჰემოკონცენტრაცია), ხოლო მწვავე შემთხვევებში, სისხლძარღვოვანმა თრომბოზმა.
სასუნთქი სისტემა, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური და კანის რეაქციები
იშვიათად თავს იჩენს მშრალი (არაპროდუქტიული) გამაღიზიანებელი ხველა, რომელიც უარესდება ღამით და წოლით მდგომარეობაში ყოფნისას (მაგ. წამოწოლის დროს) და განსაკუთრებული სიხშირით იჩენს თავს ქალებსა და არა-მწეველებში. შეიძლება აუცილებელი გახდეს აგფ-ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტა. იშვიათად – ცხვირის დაცობა, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება (სინუსიტი), ბრონქიტი, ბრონქების სპაზმური შევიწროება (ბრონქოსპაზმი) და სუნთქვის გაძნელება (დისპნოე). ჰიდროქლოროთიაზიდი – სავარაუდოდ ალერგიული რეაქციის შედეგად – იწვევს ფილტვების ანთებას (პნევმონიტი) და ფილტვებში სითხის დაგროვებას (ფილტვების შეშუპება). გთხოვთ მიმართოთ ექიმს გაძნელებული სუნთქვის (დისპნოე) განვითარების ან გამწვავების შემთხვევაში. ნაკლები სიხშირით – სასურველმა აგფ-ინჰიბიტორმა შეიძლება გამოიწვიოს სახის ზომიერი ანგიონევროზული შეშუპება. იშვიათად ვლინდება ანგიონევროზული შეშუპებისა და სხვა ანაფილაქსიური თუ ანაფილაქტოიდური რეაქციების ფორმები – რომლებიც არ განეკუთვნება სასურველ ეფექტს – რამიპრილის ან ნებისმიერი სხვა აქტიური შემადგენელი ნივთიერების მიმართ. სახის მიდამოების (მაგ. ტუჩების, ქუთუთოების) ან ენის, ყელისა თუ ხორხის (გამოხატულია მაგ. საჭმლის გადაყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით) შესიება შესაძლებელია წარმოადგენდეს ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომს. აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს და შეწყვიტოთ ტრიტაცე კომპ-ის შემდეგი დოზის მიღება. აგრეთვე, დაუშვებელია მსგავსი კომბინაციის პრეპარატების ან აგფ-ინჰიბიტორების მიღება. ანგიონევროზული შეშუპება აგფ-ინჰიბიტორებთან დაკავშირებით თავს იჩენს ძირითადად შავკანიან, აფრო-კარიბელ პაციენტებში, ვიდრე არა-შავკანიან პაციენტებში. შესაძლებელია ანაფილაქსიური რეაქციების გამომწვევი მიზეზი გახდეს ჰიდროქლოროთიაზიდიც. მწერის შხამის მიმართ ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების ალბათობა და სიმწვავე იზრდება აგფ-ინჰიბიტორებთან მიმართებაში. დადგენილია, რომ აღნიშნული ეფექტი, ასევე, თავს იჩენს სხვა ალერგენებთან დაკავშირებითაც. კანის ან ლორწოვანი გარსის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება, თავს იჩენენ ნაკლები სიხშირით. იშვიათად – მაკულოპაპულური გამონაყარი, სირსველისებრი ეგზანთემა ან ენანთემა, მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, თმის გამოხატული ცვენა(ალოპეცია), კანის მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ (ფოტოსენსიბილიზაცია) ან – ცალკეულ შემთხვევებში – პემფიგუსი, ფსორიაზის გამწვავება, ფსორიაზიფორმული ან პემფიგოიდური ეგზანთემა ან ენანთემა ან ფრჩხილების გაყოფა(ონიქოლიზი). დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ თავს იჩენს ქავილი ჭინჭრის ციებასთან ერთად.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
ნაკლები სიხშირით – გულისრევა, ღვიძლის ფერმენტების და/ან შრატში ბილირუბინის დონის მომატება, ნაღვლის ბუშტის პიგმენტების გამოყოფის დარღვევით გამოწვეული სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე). იშვიათად – პირის სიმშრალე, ენის (ხორხის) ანთება, პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი რეაქციები, უსიამოვნო შეგრძნება მუცლის ღრუში, კუჭის არეში(გულისხმობს გასტრიტისმაგვარსაც) ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, დიარეა და თავბრუსხვევა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი) ან ღვიძლის დაზიანება (რაც გულისხმობს ღვიძლის მწვავე უკმარისობასაც).
სისხლის საერთო ანალიზი
იშვიათად, ზომიერი – ხოლო ცალკეულ შემთხვევებში მწვავე –ჰემოგლობინის რაოდენობა შემცირება ან სისხლის საერთო ანალიზში ერითროციტების, ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება. შესაძლებელია განვითარდეს ლეიკოციტების გამოხატული შემცირება (აგრანულოციტოზი), სისხლის ყველა უჯრედის ჭარბი შემცირება (პანციტოპენია) და სისხლის უჯრედის ფორმირების დარღვევა (ძვლის ტვინის განვითარების უნარის დაკარგვა). აგრანულოციტოზის სავარაუდო სიმპტომებია ტემპერატურის მომატება, ლიმფური კვანძები გადიდება ან ყელის ტკივილი. სისხლში თრომბოციტების ჭარბი რაოდენობის შემცირების (თრომბოციტოპენია) მიზეზით გამოწვეული სისხლდენისადმი მიდრეკილება ვლინდება მოყავისფრო წითელი გამოხატული ლაქებით (პეტექია), აგრეთვე კანზე ან ლორწოვან გარსზე მოყავისფრო წითელი ფერისმჭამელებით (ხანდახან გამონაყარისმაგვარი) (პურპურა), ან სისხლდენით ღრძილებიდან, რომლის გაკონტროლებაც ძნელია. ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია განვითარდეს ერითროციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება მათი მზარდი განადგურების გამო (ჰემოლიზური ანემია).
სხვა არასასურველი ეფექტები
ნაკლები სიხშირით, თავს იჩენს კონიუნქტივიტი, აგრეთვე – იშვიათად – კუნთების სპაზმი, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, მადის დაკარგვა, სუნისა და გემოს შეგრძნების დარღვევები (მაგ. ლითონის გემო) ან გემოვნების ნაწილობრივი, ხანდახან სრული დაკარგვა. შეიძლება განვითარდეს სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), კუნთების ან სახსრების ტკივილი (მიალგია ან ართრალგია), ტემპერატურის მომატება, ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია) ან – ცალკეულ შემთხვევებში – ანტინუკლეალური ანტისხეულების ტიტრების ზრდა. წითელი მგლურას განვითარება (შემაერთებელი ქსოვილის დაავადება) აღინიშნება ჰიდროქლოროთიაზიდთან თანადროული მიღებისას. ჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია შეამციროს გლუკოზისადმი ტოლერანტობა. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში შეიძლება გამწვავდეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ან გამოვლინდეს ფარული შაქრიანი დიაბეტი. ჰიდროქლოროთიაზიდი იწვევს შრატში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდის შემცველობის ზრდას. ვინაიდან, ცალკეულ შემთხვევაში ზოგიერთი გვერდითი ეფექტი (მაგ. ანგიონევროზული შეშუპება, კანის მწვავე რეაქციები, სისხლის ანალიზის მკვეთრი ცვლილებები) შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს, აუცილებელია მოულოდნელი ან მწვავე რეაქციის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
უკუჩვენება
ტრიტაცე კომპ-ის მიღება დაუშვებელია იმ პაციენტთა მიერ, რომელთაც აღენიშნებათ:
- მომატებული მგძნობელობა რამიპრილის, სხვა აგფ-ინჰიბიტორების, ჰიდროქლოროთიაზიდის ან თიაზიდური ჯგუფის სხვა დიურეზულების, სულფანილამიდური პრეპარატების ან ზოგიერთი აქტიური ნივთიერების მიმართ (იხილეთ “შემადგენლობა”);
- გადატანილი აქვთ ანგიონევროზული შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპების დაჩქარების რისკი; იხილეთ აგრეთვე “არასასურველი ეფექტები”);
- თირკმლის მწვავე დისფუნქცია, რასაც თან ახლავს 30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი 1,73მ3 სხეულის ზედაპირზე ან დიალიზის მქონე პაციენტებში (არაეფექტური ჰიდროქლოროთიაზიდი);
- თირკმლის არტერიის სისხლის მიმოქცევის შემამცირებელი შევიწროვება (ჰემოდინამიურად შესაბამისი სტენოზი), თირკმლის არტერიის ორმხრივი და ცალმხრივი სტენოზი (სისხლის წნევის მკვეთრი დაცემისა და თირკმლის უკმარისობის რისკი);
- ორგანიზმში მარილის შემცველობის მნიშვნელოვანი დარღვევები (კლინიკურად შესაბამისი ელექტროლიტების დარღვევები, მაგ. ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია), რაც შეიძლება გამწვავდეს ტრიტაცე კომპ-ის შემდგომი მკურნალობით (სისხლის წნევის დაცემის, თირკმლის უკმარისობისა და მარილოვანი დისბალანსის რისკი);
- ღვიძლის მწვავე დისფუნქცია (წყალ-მარილოვანი დისბალანსის განვითარების რისკი). ვინაიდან შესაძლებელია განვითარდეს მწვავე, სწრაფი და ალერგიული (ანაფილაქსიური) ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, თავი უნდა ავარიდოთ აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობას (ან ისეთ შესაბამის პრეპარატებთან კომბინაციაში, როგორიცაა, მაგალითად, ტრიტაცე კომპ-ი) ექსტრაკორპორალურ მკურნალობასთან კავშირში, რაც იწვევს სისხლის შეხებას უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებთან. ეს უკანასკნელი გულისხმობს დიალიზს ან ჰემოფილტრაციის გარკვეულ მემბრანებს, რომელთაც ახასიათებთ მაღალი სიმკვრივე (მაგ. პოლიაკრილონიტრილური მემბრანები) და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზს დექსტრანის სულფატთან.
ორსულობა და ლაქტაცია
ტრიტაცე კომპ-ის მიღება არაა მიზანშეწონილი ორსულობის პერიოდში. შესაბამისად, ორსულობა უნდა გამოირიცხოს მკურნალობის დაწყებამდე. თავიდან უნდა ავიცილოთ ორსულობა იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია მკურნალობის ახალ კურსზე გადასვლა აგფ-ინჰიბიტორებისა და დიურეზულების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაყოფს დაზიანების საფრთხე ემუქრება. ლაქტაციის პერიოდში ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, რათა ბავშვის ორგანიზმში დედის რძესთან ერთად არ გადავიდეს მცირე რაოდენობით რამიპრილი და ქლოროთიაზიდი.
განსაკუთრებული მითითებები
ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობა რეგულარულ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს.
იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დროს თავს იჩენს ანგიონევროზული შეშუპება (იხილეთ “არასასურველი ეფექტები”), დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ტრიტაცე კომპ-ის მიღება და ენაზე, ყელზე ან ხორხზე შეშუპების გავრცელების შემთხვევაში გადაუდებელი ზომები უნდა იქნას მიღებული. განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერსტიმულირებული თირკმლის ანგიოტენზინის სისტემა. აგფ-ინჰიბიტორები ამგვარ პაციენტებში ხელს უწყობენ სისხლის წნევის მკვეთრად გამოხატულ დაცემას და თირკმლის ფუნქციის დარღვევის საფრთხეს, განსაკუთრებით აგფ-ინჰიბიტორის პირველად მიღების ან პირველი გაზრდილი დოზის მიღებისას. შესაბამისად, ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობის დასაწყისში და აგრეთვე ყოველი შემდგომი დოზის გაზრდისას, სისხლის წნევაზე ყურადღებით უნდა ჩატარდეს მონიტორინგი, სანამ სისხლის წნევის მკვეთრი დაცემის საფრთხე აღარ იქნება მოსალოდნელი. თირკმლის ანგიოტენზინის სისტემის მკვეთრი გააქტიურება მოსალოდნელია, მაგალითად, ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ:
- მწვავე და, განსაკუთრებით, ავთვისებიანი ჰიპერტენზია. მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობა;
- გულის თანმხლები უკმარისობა, განსაკუთრებით თუ იგი მწვავეა. გულის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში, მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობა.
- წყალ-მარილოვანი უკმარისობის არსებობა ან სავარაუდო განვითარება (სითხის ან მარილის არაადექვატური მიღების შედეგად, ან, მაგალითად, ფაღარათის, პირღებინების ან ჭარბი ოფლიანობის შედეგად ისეთ შემთხვევებში, როდესაც მარილისა და სითხის შენაცვლება არაადექვატურად მიმდინარეობს). ჩვეულებრივ, გაუწყლოების, სისხლის მიმოქცევის მოცულობის შემცირების (ჰიპოვოლემია) ან მარილოვანი ბალანსის უკმარისობის კორექცია უნდა მოხდეს მკურნალობის კურსის დაწყებამდე (პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თანმხლები გულის უკმარისობა, აღნიშნული ზომები უნდა შეესაბამებოდნენ მოცულობის გადატვირთვის რისკს). როდესაც ყოველივე ზემოაღნიშნული კლინიკურ პირობებს დაექვემდებარება, ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობა შესაძლებელია დაიწყოს ან გაგრძელდეს მხოლოდ ამავდროულად შესაბამისი ზომების მიღების შემთხვევაში, რათა მოხდეს სისხლის წნევის მკვეთრი დაცემისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის პრევენცია;
- ადრე ჩატარებული მკურნალობა დიურეზულებით;
- სისხლის დინების შემამცირებელი (ჰემოდინამიურად შესაბამისი), მარცხენა პარკუჭში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (მაგ. აორტის ან მიტრალური სარქველის შევიწროვება). მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია ჩატარდეს განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობა.
- სისხლის დინების შემამცირებელი შევიწროვება (ჰემოდინამიურად შესაბამისი სტენოზი) თირკმლის არტერიაში. მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობის ჩატარება. არტერიული წნევის მკვეთრად გამოხატული დაცემის განსაკუთრებული საფრთხის წინაშე იმყოფებიან, მაგალითად, ის პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ კორონარული არტერიისა თუ თავის ტვინის მკვებავ სისხლძარღვთა ჰემოდინამიურად შესაბამისი სტენოზი. ამგვარი პაციენტები საჭიროებენ განსაკუთრებულ სამედიცინო მეთვალყურეობას მკურნალობის საწყის საფეხურზე.
ზოგიერთი ხანდაზმული პაციენტი შეიძლება განსაკუთრებულად რეაგირებდეს აგფ-ინჰიბიტორებზე.
მკურნალობის დაწყებისას უნდა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია.
თირკმლის ფუნქციაზე უნდა განხორციელდეს მონიტორინგი, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირეებში. განსაკუთრებულ მონიტორინგს საჭიროებენ ის პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ გულის თანმხლები უკმარისობა, რენოვასკულური დაავადება (მოიცავს ჰემოდინამიურად შესაბამის თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზით დაავადებულებსაც, რომლებშიც შრატის კრეატინინის მცირე ზრდაც კი შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის ცალმხრივად დაკარგვის მაჩვენებელი იყოს), თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან რომელთაც გადაუნერგეს თირკმელი.
შრატის ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, შარდმჟავა და სისხლში შაქრის შემცველობა რეგულარულ მეთვალყურეობას საჭიროებს. შრატში კალიუმის შემცველობის უფრო ხშირი მონიტორინგი საჭიროა იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის დარღვეული ფუნქცია. მონიტორინგი ხშირად უნდა ჩატარდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად გადიან მკურნალობის კურსს კალიუმშემნახველი დიურეზულებით(მაგ. სპირონოლაქტონი) ან კალიუმის მარილებით. მონიტორინგი უნდა ჩატარდეს ლეიკოციტების ანალიზზე, რათა გამოვლენილი იქნას სავარაუდოდ ლეიკოციტების ჭარბი ოდენობით შემცირება (ლეიკოპენია). მონიტორინგს უნდა ჰქონდეს ხშირი ხასიათი მკურნალობის საწყის ეტაპზე და იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის დარღვეული ფუნქცია, თამხლები შემაერთებელი ქსოვილის დაავადება (კოლაგენოზი, როგორიცაა წითელი მგლურა და სკლეროდერმია) ან იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სხვა პრეპარატებს, რამაც შესაძლოა ცვლილებები შეიტანოს სისხლის საერთო ანალიზში (იხილეთ “ურთიერთქმედება”). სისხლის საერთო ანალიზი უნდა შემოწმდეს იმ შემთხვევაში, თუ თავს იჩენს ლეიკოციტების შემცირების ან თრომბოციტოპენიის სავარაუდო სიმპტომები. (იხილეთ “გვერდითი მოვლენები”). ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტმა (მაგ. არტერიული წნევის დაცემის ზოგიერთი სიმპტომი, როგორიცაა თავბრუსხვევა, მოთენთილობა) შეიძლება დაარღვიოს კონცენტრაციისა და რეაქციის უნარი და შესაბამისად, შექმნას საფრთხე ისეთ სიტუაციებში, როდესაც აღნიშნულ უნარებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (მაგ. სატრანსპორტო საშუალების ან მექანიკური ხელსაწყოს ექსპლუატაციისას). ბავშვებში ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობის გამოცდილება დადგენილი არ არის.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირება იწვევს ძლიერ დიურეზს, პერიფერიული სისხლძარღვების ჭარბ გაფართოებას (გამოხატულ ჰიპოტენზიასთან, შოკთან ერთად), ბრადიკარდიას, ელექტროლიტების ბალანსის დარღვევას, თირკმლის უკმარისობას, გულის არითმიას, ცნობიერების დარღვევას კომამდე, ცერებრულ კრუნჩხვებს, პარეზებს და ნაწლავების პარალიზურ გაუვალობას.
იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ დარღვევები შარდის გამოყოფასთან დაკავშირებით (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია), მოულოდნელმა დიურეზმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის მწვავე შეკავება შარდის ბუშტის ჭარბი დაჭიმულობით.
საწყისი დეტოქსიკაცია: მაგ. კუჭის ამორეცხვა, აბსორბენტების, ნატრიუმის სულფატის მიღება (შესაძლებლობის შემთხვევაში პირველი 30 წუთი). ჰიპოტენზიის შემთხვევაში, მიზანშეწონილია ალფა1-ადრენორეცეპტორების აგონისტების (მაგ. ნორეპინეფრინი, დოპამინი) და ანგიოტენზინ II-ის (ანგიოტენზინამიდი) მიღება სითხის მოცულობისა და მარილის შეცვლასთან ერთად.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სხვა მიმდინარე მკურნალობის კურსის შესახებ.
ექსტრაკორპორული მკურნალობა, რაც ითვალისწინებს სისხლის შეხებას უარყოფითად დამუხტული ზედაპირებთან, ხელს უწყობს ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების რისკს (იხილეთ “უკუჩვენება”).
როდესაც სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების ან სისხლის წნევის დამწევი პრეპარატების (მაგ. ნიტრატები, ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებები, საანესთეზიო საშუალებები) თანადროული მიღება ხდება, გათვალისწინებული უნდა იქნას ჰიპოტენზიური ეფექტის განვითარების შესაძლებლობა (ითვალისწინებს ადრე ჩატარებულ მკურნალობას დიურეზულებით, იხილეთ “დოზირება”).
დიეტური მარილის ჭარბი დოზით მიღებამ და ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო გარკვეული პრეპარატების (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) ერთდროულმა მიღებამ, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა ან ინდომეტაცინი, შესაძლებელია შეასუსტოს ჰიპოტენზიური ეფექტი. უფრო მეტიც, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების კომბინირებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა ან შრატში კალიუმის შემცველობის ზრდა.
სისხლძარღვთა შემავიწროვებელი სიმპატომიმეტური საშუალებები (მაგ. ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი) იწვევს ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირებას. შესაბამისად, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ჩატარდეს სისხლის წნევის მონიტორინგი. აღნიშნული პრეპარატის ეფექტი შეიძლება შეასუსტოს ჰიდროქლოროთიაზიდის შემადგენელმა ნივთიერებამ.
კორტიკოსტეროიდები, კარბონოქსოლონი, დიდი რაოდენობით ძირტკბილა, საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივი მიღება და სხვა კალიურეზული საშუალებები ხელს უწყობენ ჰიპოკალიემიის განვითარებას.
ვინაიდან შეიძლება ადგილი ჰქონდეს შრატში კალიუმის კონცენტრაციის ზრდას, როდესაც ხდება კალიუმის მარილებისა და კალიუმშემნახველი დიურეზულების (მაგ. სპირონოლაქტონი) ერთდროული მიღება, აღნიშნულ თანადროულ მკურნალობას თან უნდა ახლდეს შრატში კალიუმის შემცველობის ახლო მონიტოირინგი (იხილეთ “განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების წესები”).
დიგიტალისის პრეპარატების ტოქსიკურობა შეიძლება გაძლიერდეს ელექტროლიტების კონცენტრაციებში ცვლილების შედეგად (მაგ. ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია).
ტრიტაცე კომპ-ს შეუძლია გაზარდოს და გაახანგრძლივოს კურარეს ტიპის კუნთების მიორელაქსაციური ეფექტი.
ალოპურინოლი, იმუნოდეპრესიული საშუალებები, კორტიკოსტეროიდები, პროკაინამიდი, ციტოსტატურები და სისხლის ანალიზის შედეგის შემცვლელი სხვა პრეპარატები, ზრდიან ცვლილებების ალბათობას სისხლის ანალიზში (იხილეთ “განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების წესები”).
ტრიტაცე კომპ-ს შეუძლია შეამციროს ლითიუმის გამოყოფა, სავარაუდოდ ზრდის მის დონეს შრატში და მისი ტოქსიკური ეფექტის რისკს, შესაბამისად, მეთვალყურეობა უნდა განხორციელდეს ლითიუმის დონეზე.
მეთილდოფას ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზი).
აგფ-ინჰიბიტორები ასუსტებს სისხლში შაქრის შემცველობის დამწევი პრეპარატების ეფექტს (ანტიდიაბეტური საშუალებები, მაგ. ინსულინი ან სულფანილშარდოვანას წარმოებულები) და – ცალკეულ შემთხვევებში – იწვევს ჰიპოგლიკემიურ რეაქციებს. ანტიდიაბეტური საშუალებების ეფექტს, თავის მხრივ, ასუსტებს ჰიდროქლოროთიაზიდის შემადგენელი ნივთიერება. შესაბამისად, თანადროული მკურნალობის საწყის ეტაპზე საჭიროა სისხლში შაქრის შემცველობის რეგულარული მონიტორინგი.
იონიტების მიღება, როგორიცაა ქოლესტირამინი, ამცირებს ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბციას.
ჰეპარინის თანადროული მიღება იწვევს შრატში კალიუმის კონცენტრაციის ზრდას.
რამიპრილი აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას.
ჰიდროქლოროთიაზიდის შესაძლებლობა გამოიწვიოს ჰიპერკალციემია (იხილეთ “არასასურველი ეფექტები”) უნდა იქნას გათვალისწინებული, როდესაც ხორციელდება ფარისებრი ჯირკვილი ფუნქციის შესწავლა.
ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები მწერის შხამზე – და, სავარაუდოდ, სხვა ალერგენების მიმართ – იზრდება აგფ-ინჰიბიტორების მიღებისას (იხილეთ “არასასურველი ეფექტები”). დესენსიბილიზაციისას უნდა მოხდეს მზარდი რისკის გათვალისწინება.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება +25°C-მდე ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა 3 წელი. დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით!
მწარმოებელი ქვეყანა - იტალია