ნატრიუმის ქლორ0.9% 500მლ(ლიქვ)

                                         ნატრიუმის ქლორიდი 0,9%-იანი
    
სავაჭრო დასახელება: ნატრიუმის ქლორიდი
სინონიმი: შოდიუმ ცჰლორიდუმ
სამკურნალო ფორმა: 0.9% საინფუზიო ხსნარი

შემადგენლობა:
100 მლ ხსნარი შეიცავს:
ნატრიუმის ქლორიდი  0,9გ

აღწერილობა:
მარილიანი უფერო გამჭვირვალე სითხე
  
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ორგანიზმის წყალ-მარილოვანი ბალანსის მარეგულირებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნატრიუმის ქლორიდი წარმოადგენს უჯრედგარე სითხის არაორგანულ კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის პლაზმის და უჯრედგარე სითხის შესაბამის ოსმოსურ წნევას. დეჰიდრატაციის დროს ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება აღადგენს ორგანიზმში სითხის დეფიციტს. ხსნარი სწრაფად გამოიყოფა სისხლძარღვოვანი სისტემიდან, ამიტომ სისხლდენების და შოკის დროს იგი არაეფექტურია; ამ შემთხვევაში საჭიროა ერთდროულად სისხლის, პლაზმის და პლაზმისშემცვლელების გადასხმა.

ჩვენებები
დეჰიდრატაცია, რომელიც ვითარდება ღებინების, დიარეის, სხვადასხვა ეტიოლოგიის შოკის  შედეგად, დიაბეტური კომის, დამწვრობების, ოპერაციის დროს და პოსტოპერაციულ პერიოდში პლაზმის მოცულობის შესანარჩუნებლად,  მწვავე ცირკულატორული დარღვევების დროს, როდესაც აღინიშნება დეჰიდრატაცია, ინტოქსიკაციის დროს და ასევე როგორც სხვა პრეპარატების გამხსნელი.

დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატი ინიშნება ინტრავენურად (3 ჯერ დღეში), უფრო ხშირად წვეთოვანი გადასხმის სახით. დოზირება ინდივიდუალურია, დამოკიდებულია წყლის და ელექტოლიტების დეფიციტზე.

უკუჩვენებები
პრეპარატი არ შეჰყავთ ჰიპერნატრიემიის დროს, ცირკულატორული დარღვევების დროს, როდესაც ვითარდება თავის ტვინის და ფილტვების შეშუპება, კორტიკოსტეროიდული საშუალებებით დიდი დოზებით მკურნალობის დროს.
ხსნარის დიდი მოცულობა სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში თირკმელების გამომყოფის ფუნქციის დარღვევით.
ხსნარის დიდი რაოდენობით შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერქლორემიული აციდოზი, ჰიპერჰიდრატაცია, კალიუმის გაძლიერებული გამოყოფა ორგანიზმიდან.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს საჭიროა პლაზმის ელექტროლიტების და წყლის ბალანსის მონიტორინგი. სიფრთხილეა საჭირო ჰიპოკალიემიის დროს. ნატრიუმის ქლორიდის დიდი დოზებით გამოყენების დროს შესაძლოა განვითარდეს მარილების მოლეკულური კონცენტრაციის და კოლოიდური დისპერსიის დარღვევა.

გამოშვების ფორმა
200მლ და 400მლ შუშის ფლაკონები; 100მლ, 250მლ, 500მლ, 1000მლ და 3000მლ პოლიეთილენის პაკეტები.

შენახვის ვადა:
2 წელი
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემა: ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი და მისი მისამართი:
Liqvor Pharmaceuticals
სომხეთი