ნაზივინი 0.05% ცხვირის აეროზ.

ნაზივინი 0.05% ცხვირის აეროზ.
ნაზივინი
ნაზალური სპრეი

NAZIVIN
 
 
საერთაშორისო დასახელება - oximetazolin
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - R01AA05

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - სისიხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის



შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
10 მლ-იანი სპრეი-ფლაკონები

ხსნარის 1 მლ შეიცავს აქტიურ კომპონენტს: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდის 0,500 მგ-ს. დამხმარე კომპონენტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ედეტინის მჟავას დინატრიუმის მარილი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი, ნატრიუმის მონოჰიდროფოსფატი.

აღწერილობა
პრაქტიკულად გამჭვირვალე, თითქმის უფერო ან ოდნავ მოყვითალო ხსნარი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნაზივინი მიეკუთვნება ადგილობრივ სისხლძარღვთა შემავიწროვებელ ჯგუფს (დეკონგენსტატებს). იგი ავლენს ალფა­ადრენომიმეტურ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა

წარმოადგენს რა იმიდაზოლინის წარმოებულს, მცირე კონცენტრაციებით ახდენს ძირითადად ალფა2 - ადრენომიმეტურ მოქმედებას, ხოლო მაღალი კონცენტრაციით მოქმედებს ალფა1 - ადრენორეცეპტორებზე.
ავიწროვებს სისხლძარღვებს მოქმედების ადგილას, ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის, ზედა სასუნთქი გზების შეშუპებას. თერაპიული კონცენტრაციით ადგილობრივად ნაზალური გამოყენებისას არ აღიზიანებს ლორწოვანს და არ იწვევს ჰიპერემიას.
ოქსიმეტაზოლინზე მონიშნული რადიოაქტიური იზოტოპით კვლევებმა აჩვენა, რომ ცხვირიდან შეშვებულ რინოლოგიურ საშუალებას არ გააჩნია სისტემური მოქმედება.

ჩვენებები

მწვავე რინიტი (მათ შორის ალერგიული), ვაზომოტორული რინიტი, პარანაზალური სინუსიტი, ევსტაქიტი, შუა ოტიტი. ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროვება (ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ).

მიღების წესები და დოზები

0.05% - იანი ნაზივინის სპრეი განკუთვნილია ცხვირში შესასხურებლად მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით.
1 შესხურება ორივე ნესტოში 2-3 - ჯერ დღეში. 0,05% -იანი ნაზივინის ნაზალური სპრეის გამოყენება რეკომენდირებულია 3-5 დღის განმავლობაში. რეკომენდებული დოზების გაზრდისას გამოყენება უნდა ხდებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გვერდითი მოვლენები

შესაძლოა აღინიშნოს მსუბუქი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა წვა, ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე, ცემინება. იშვიათ შემთხვევაში - მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. - გაჭედილი ცხვირის უფრო ძლიერი შეგრძნება (რეაქტიული ჰიპერემია). ადგილობრივი ნაზალური გამოყენების დროს, დოზის მრავალჯერადი გადაჭარბება ხანდახან იწვევს ისეთ სისტემურ სიმპათომიმეტურ ეფექტს, როგორიცაა პულსის გახშირება (ტაქიკარდია) და არტერიული წნევის მომატება. ძალიან იშვიათად აღინიშნება მოუსვენრობა, უძილობა, დაღლილობა, თავის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება.

უკუჩვენება

პრეპარატის კომპონენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობა, ატროფიული რინიტი. დახურულკუთხოვანი გლაუკომა. 6 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია

დაუშვებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. პრეპარატის გამოყენება უნდა ხდებოდეს დედისა და ბავშვისთვის რისკისა და სარგებლის შეფარდების გათვალისწინებით.

განსაკუთრებული მითითებები

შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივმა ჩაწვეთებამ ცხვირის ღრუში შეიძლება შეასუსტოს მათი მოქმედება. ამ საშუალებების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის ატროფია და რეაქტიული ჰიპერემია მედიკამენტოზური რინიტით, ასევე ლორწოვანის ეპითელიუმის დაზიანება და ეპითელიუმის აქტივობის ინჰიბირება. არ შეიძლება ხანგრძლივად გამოყენება და დოზის გადაჭარბება.

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: არტერიული ჰიპერტენზია, გამოხატული ათეროსკლეროზი, ტაქიკარდია, მომატებული თვალშიდა წნევა, ჰიპერთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი, ფე­ოქრომოციტომა, მაო­ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება და 10 დღიანი პერიოდი მათი მიღების წინ და შემდეგ.

ჭარბი დოზირება

დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბებისას ან შემთხვევით პერორალური მიღებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: გუგების შევიწროვება, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ტემპერატურის მომატება, ტაქიკარდია, არითმია, სისხლძარღვოვანი უკმარისობა, არტერიული ჰიპერ­ ტენზია, სუნთქვის დარღვევა, ფილტვების შეშუპება, გულის გაჩერება.
ამას გარდა, შეიძლება განვითარდეს ფსიქიკური დარღვევები, აგრეთვე ცნს­ის ფუნქციათა დათრგუნვა ძილიანობის, სხეულის ტემპერატურის დაწევის, ბრადიკარდიის, არტერიული ჰიპოტენზიის, სუნთქვის გაჩერებისა და კომის შესაძლო განვითარების თანხლებით. დოზის გადაჭარბებისას თერაპიული ღონისძიებები: კუჭის გამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირის მიღება და სასწრაფოდ ექიმის კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

რეკომენდებული დოზებით 0,05% -იანი ნაზივინის ნაზალური სპრეის გამოყენებისას არ არის აღნიშნული მათი ურთიერთქმედება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ან მაო­ს ინჰიბიტორებთან. 0,05% -იანი ნაზივინის ნაზალური სპრეის დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ან პერორალური გამოყენება და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ან მაო­ს ინჰიბიტორების ერთდროული ან უშუალოდ ნაზივინის გამოყენების წინ მიღება იწვევს არტერიული წნევის მომატებას.
ამაჯამად სამკურნალო საშუალებების შეუთავსებლობა არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება არა უმეტეს 25°C, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვადა 3 წელი. არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალების გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
მერკ KGaA ნიკომედისთვის, გერმანია

გერმანია