ნეობილი
NEOBILI
NEOBILI
შემადგენლობა:
უკვდავას ყვავილებისგან მიღებული ფლავონოიდების ჯამი; პიტნის ზეთი; ასკილის ნაყოფების მშრალი ექსტრატი;
პრეპარატი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს, ფლავონოიდებს: ნარინგენინი, აპიგენინი, ქვერცეტინი, რუტინი, კემპფეროლი. მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს (K, C, P, B ჯგუფი), მიკროელემენტებს;
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატს აქვს ნაღველმდენი, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აქვეითებს კაპილარების განვლადობას და სიმყიფეს; არეგულირებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, ნახშირწყლების ცვლას. ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, ამცირებს დიპეფსიურ მოვლენებს. ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს მავნე ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების მიმართ.
ჩვენება:
• ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
• სანაღვლე გზების დისკინეზია;
• ჰეპატიტი;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა;
უკუჩვენება:
ოქსალატურია;
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: პერორულად 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ბავშვებში: 4-დან 6 წლამდე 1/4 კაფსულა, 6-დან 10 წლამდე 1/2 კაფსულა, 10-დან 14 წლამდე 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 10-დან 20 დღემდე;
გამოშვების ფორმა:
10 კაფსულა ბლისტერზე. ორი ბლისტერი თავსდება კოლოფში.
ვარგისობის ვადა:
3 წელი;
შენახვა:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.