შემადგენლობა
ჩაის ხის ზეთი 0,01 მლ;
ქაცვის ზეთი 0,1 მლ;
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ჩაის ხის ზეთი - ავსტრალიური ჩაის ხის ესენცია, რომელიც მიიღება Melaleuca Altemifolia მცენარის ფოთლების გამოხდით. ჩაის ხის სუფთა ესენცია - უფერო სითხე სპეციფიური სასიამოვნო სუნით. ეს - განსაკუთრებით რთული სუბსტანციაა 48 და მეტი ორგანული კომპონენტების შემადგენლობით.
ჩაის ხის სასარგებლო თვისებები მათ შორის განპირობებულია ზეთის უსაფრთხო ქიმიური შემადგენლობით. მას შეუძლია პრედენდეტობა პირველობაზე სხვა ეთერზეთებს შორის. გარდა იმისა, რომ ის შეიცავს 48 სასარგებლო ორგანულ კომპონენტებს (მონოტერპენებს 50%-მდე), დიტერპენებს (40%-მდე) და ცინეოლს (15%-მდე), ასევე ჩაის ხის ზეთის შემადგენლობაში შედის რამდენიმე შენაერთი, რომლებიც ბუნებაში პრაქტიკულად არ გვხვდება: ვირიდიფლორენი (1%-მდე), B-ტერპინეოლი (0,24%), L-ტერნინეოლი (კვალი) და ალიჰექსანოატი (კვალი). ჩაის ხის ზეთი ძალიან ძლიერი ანტისეპტიკია (კარბოლის მჟავაზე 8-ჯერ და ფენოლზე 12-ჯერ ძლიერია), აგრეთვე აშკარად გამოხატული ბაქტრიციდული, სოკოს საწინააღმდეგო, ვირუსების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება გააჩნია. ჩაის ხის ზეთი წარმატებით გამოიყენება ისეთ პათოგენურ მიკროორგანიზმებთან ბრძოლაში, როგორიცაა: Staphylococcus (ექვს სახეობაზე მეტი, aureus, eridermidis, pneumoniae, faecalis ჩათვლით და სხვ.), Propionibacteriumacnes, Betahaemolyticstreptococcus, Klebsiellapneumoniae, Citrobacterspp., Shigella sonnei, Proteus mirabilis, Legionella spp., Pseudomonasaeruginosa, Candidaalbicans და სხვ. ბაქტერიების და სოკოების განადგურებით, ჩაის ხის ზეთი აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. ჩაის ხის ეთერზეთი რეგისტრირებულია ავსტრალიის სამედიცინო კვლევების ეროვნულ საბჭოში, ამერიკულ და ევროპულ ფარამაკოპეებში როგორც სოკოს საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული საშუალება. ეს - ერთ-ერთი საუკეთესო ანტისეპტიკია, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო ძლიერმოქმედი საშუალებაა. დაბლა სწევს სხეულის ტემპერატურას ციებ-ცხელების დროს.
ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და შემახორცებელი თვისებებიდან გამომდინარე ის უფრო ფასეულია გარეგანი გამოყენებისათვის კანის სხვადასხვა დაზიანებების დროს, მათ შორის: დამწვრობის, ნაკაწრების, ნაჟღენთების და ა.შ.
ჩაის ხის ზეთი წარმოადგენს ძლიერ ინსეკციდს და ანტიპარაზიტულ საშუალებას, კოღოების, ტილების, მუნის ტკიპების საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას. ის ხელს უწყობს ოფლის გამოყოფას, რის საშუალებითაც აძლიერებს ორგანიზმის რეაქციას საზიანო ინფექციების მიმართ.
ქაცვის ზეთი - გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მოჭიმვის და ანტიოქსიდანტური თვისებები. არბილებს და კვებავს კანის და ლორწოვანი გარსის უჯრედებს და ხელს უწყობს მათ აღდგენას. ახდენს სისხლის შედედების ნორმალიზებას და აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. ქაცვი წარმოადგენს იმუნური სისტემის გაძლიერების ეფექტურ საშუალებას, ამიტომაც ამ მცენარის სასარგებლო თვისებები გამოიყენება გაციებისა და ინფექციური დაავადების პროფილაქტიკისთვის.
ოლიბრეის უპირატესობები:
ეფექტურია დაავადების პირველივე სიმპტომების გაჩენისას, სრულად გამოჯანმრთელებამდე;
ზუსტად ხვდება ხორხის დაზიანებულ ზედაპირზე, მთლიანად ფარავს მის ლორწოვან გარსს;
კაროტინოიდების ოპტიმალური შემადგენლობა;
არ შეიცავს გაზს, ამიტომ ვარგისია ბავშვებისათვის გამოსაყენებლად;
სპეციალურად შემუშავებული ბუნიკები – ეფექტური, მოხერხებული და უსაფრთხო გამოყენებისთვის;
ვარგისია გამოსაყენებლად ხმის იოგებზე მაღალი დატვირთვის დროს.
ჩვენება:
- სასუნთქი სისტემის ყველა სახის დაავადებების დროს (გაციება, მწვავე რესპირატორული დაავადება, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ანგინა, ლარინგიტი, ტონზილიტები, ფარინგიტები);
- პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებებისას (გინგივიტი, პარადონტოზი), კბილის ტკივილისას;
- ცხვირის წიაღის, ცხვირის ღრუს და ცხვირ-ხახის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს;
- რინოპლასტიკის შემდგომ;
- რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკისთვის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში და ეპიდემიების დროს (მათ შორის, ფეხმძიმეებში და ბავშვებში);
- სასუნთქი გზების ზედა ნაწილის ლორწოვანი გარსის დაცვისათვის მუდმივი ზემოქმედებისგან მწეველებში; ავტოტრანსპორტის მძღოლებს შორის; ცხელ და დამტვერიანებულ შენობებში მომუშავე, აგრეთვე მკაცრ კლიმატურ პირობებში მცხოვრებ ადამიანებს შორის;
- ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური თვისებების შესანარჩუნებლად მისი სიმშრალისას (ცვალებადი მიკროკლიმატისას, კონდიცირებულ და ცენტრალური გათბობის მქონე შენობებში);
- ლაქტაციისას სარძევე ჯირკვლის დვრილების ნახეთქებისას;
- ქირურგიული ჩარევების შემდგომ ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად (მათ შორის საკეისრო კვეთის შემდგომ) და ეროზიების სამკურნალოდ;
- კანის სხვადასხვა დაავადებებისას (ეკზემა, ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი), ჭრილობებისას, ნაკაწრებისას, კანის დაზიანებისას (დამწვრობა, ნაკბენები, ნაჩხვლეტებისას). მშვენივრად ხსნის ტკივილს, ადეზინფიცირებს დაზიანებულ ადგილს და ხელს უწყობს შეხორცებას, განსაკუთრებით ჩირქოვანი ჭრილობების შემთხვევაში. ეფექტურია მაშინაც კი, როდესაც კანი დაზიანებულია სხვადასხვა პარაზიტებით (ტილებით, მუნის ტკიპით).
- ეფექტურად ებრძვის ქერტლს, აქრობს კანის კოსმეტოლოგიურ ნაკლოვანებებს (მეჭეჭებს, მაზოლებს, აკნეს)
გამოყენების წესი და დოზირება: 2-2 დოზა შევისხუროთ დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები: როგორც წესი, პრეპარატი კარგად გადაიტანება. იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება: ბავშვები 3-თვის ასაკამდე; ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტების მიმართ;
გამოშვების ფორმა: ოლიბრეი, 30 მლ ფლაკონში, 2 ბუნიკით (პირისა და ცხვირის ღრუებისათვის), გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიწვდომელ ადგილზე.
მწარმოებელი: FORTEX ნუტრასიუტიკალს ოოდ, ბულგარეთის რესპუბლიკა.