ქსარელტო 10მგ #10ტ

ქსარელტო 10მგ #10ტ

სავაჭრო დასახელება: ქსარელტო/Xarelto

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: რივაროქსაბანი

სამკურნალწამლო ფორმა:  აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა:  1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: მიკრონიზებული რივაროქსაბანი - 10მგ

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა 5ცP, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი; გარსი: რკინის წითელი ოქსიდი E172, ჰიპრომელოზა 15ცP, მაკროგოლი 3350, ტიტანის დიოქსიდი E171.

აღწერა
მრგვალი, ვარდისფერი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით ერთ მხარეს – სამკუთხედი, დოზირების აღნიშვნით (10), მეორე მხარეს - ბაიერის საფირმო ჯვარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორი
ათქ კოდი: В01AF01

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
რივაროქსაბანი - Xa ფაქტორის მაღალსელექციური პირდაპირი ინჰიბიტორია, რომელსაც პერორალური მიღებისას ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა.

X ფაქტორის აქტივაცია Xa (FXa)  ფაქტორის წარმოქმნით, შინაგანი და გარეგანი გზებით თამაშობს ცენტრალურ როლს კოაგულაციურ კასკადში. FXa პირდაპირი გზით გარდაქმნის პროთრომბინს თრომბინში, პროთრომბინული კომპლექსის საშუალებით და საბოლოო ჯამში ეს რეაქცია იწვევს ფიბრინული კოლტის წარმოქმნას და თრომბოციტების აქტივაციას თრომბინის საშუალებით. კოაგულაციური ფაქტორის ამპლიფიკაციურ ბუნებასთან დაკავშირებით, FXa-ს ერთ მოლეკულას შეუძლია წარმოქმნას თრომბინის 1000 მოლეკულაზე მეტი. ამის გარდა FXa ფაქტორის პროთრომბინაზასთან დაკავშირებული რეაქციის სიჩქარე იზრდება 300000-ჯერ, თავისუფალი FXa-ს იგივე მაჩვენებელთან შედარებით, რაც იწვევს თრომბინის წარმოქმნის აფეთქების მსგავს ზრდას. FXa-ს სელექციურ ინჰიბიტორებს შეუძლიათ შეწყვიტონ თრომბინის გაძლიერებული წარმოქმნა. როგორც შედეგი, რივაროქსაბანი გავლენას ახდენს ზოგიერთ სპეციფიკურ და ზოგად კოაგულაციურ ტესტებზე. ადამიანებში შეიმჩნევა Xa ფაქტორის აქტივობის დოზადამოკიდებული ინჰიბირება.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ადამიანებში ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა Xa ფაქტორის დოზადამოკიდებული დათრგუნვა. ქსარელტო ავლენს დოზადამოკიდეულ გავლენას პროთრომბინის დროზე და ახლოს კორელირებს პლაზმურ კონცენტრაციებთან (ჰ=0,98), თუ ანალიზისთვის გამოიყენება Neoplastin ნაკრები. სხვა რეაქტივების გამოყენებისას შედეგები იქნება განსხვავებული. ნაკრების ჩვენებები უნდა გაიზომოს წამებში, რადგან სნშ (საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება დახარისხებულია და ვალიდირებულია მხოლოდ კუმარინებისთვის და არ შეიძლება გამოიყენებოდეს სხვა ანტიკოაგულაციური საშუალებებისთვის. პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ფართემასშტაბიანი ორთოპედიული ოპერაციები, 5/95 პროცენტი ან/და პროთრომბინისვის (Neoplastin) 2-4 საათის შემდეგ ტაბლეტების მიღებიდან (ე. ი. მაქსიმალური ეფექტის მიღწევის დროისთვის) ვარირებს 13-25 წამამდე.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიურ კვლევაში ფასდებოდა რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკის შექცევადობა ორი სხვადასხვა ტიპის პროთრომბინული კომპლექსის კონცენტრატის (პკკ) გავლენით. ჯანმრთელ მოზრდილ სუბიექტებში (n=22), ფასდებოდა ერთჯერადი დოზების ეფექტები (50მე/კგ) პროთრომბინული კომპლექსის კონცენტრატის (პკკ) 2 სხვადასხვა ტიპისთვის, 3-ფაქტორიანი პკკ-სთვის (ფაქტორები II, IX და X) და 4-ფაქტორიანი პკკ-სთვის (ფაქტორები II, VII, IX და X). 3-ფაქტორიანმა პკკ-მ Neoplastin-ის პროთრომბინის დროის საშუალო მაჩვენებელი 30 წუთის განმავლობაში შეამცირა დაახლოებით 1,0 წამით, დაახლოებით 3,5 წამიან მაჩვენებელთან შედარებით, რაც შეიმჩნევა 4-ფაქტორიანი პკკ-ს შემთხვევაში. და პირიქით, 3-ფაქტორიანმა პკკ-მ გამოავლინა უფრო მნიშვნელოვანი და უფრო სწრაფი ზოგადი ზემოქმედება თრომბინის ენდოგენური გენერაციის ცვლილებებზე, ვიდრე 4-ფაქტორიანმა პკკ-მ (იხილეთ განყოფილება <<ჭარბი დოზირება>> - *****).
რივაროქსაბანი ასევე დოზადამოკიდებულად ზრდის აქტივირებულ ნაწილობრივ თრომბოპლასტინის დროს (ანთდ) და HepTest შედეგს; მიუხედავად ამისა ამ პარამეტრების გამოყენება რივაოროქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტების შესაფასებლად რეკომენდებული არ არის.

რივაროქსაბანი აგრეთვე მოქმედებს Xa ანტი-ფაქტორის აქტივობაზე, თუმცა კალიბრაციის სტანდარტები არ არსებობს.
ქსარელტოთი სტანდარტული კლინიკური მკურნალობისას სისხლის შედედების ფაქტორების პარამეტრების მონიტორინგი საჭირო არ არის.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) შემთხვევების პოფილაქტიკა, პაციენტებში, რომლებსაც უტარდებად ვრცელი ორთოპედიული ქირურგიული ოპერაცია, ქვედა კიდეურებზე.

რივაროქსაბანის კლინიკური კვლევების პროგრამა შემუშავდა ქსარელტოს ეფექტურობის სადემონსტრაციოდ, ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) შემთხვევების, პრევენციასთან ანუ ღრმა ვენების პროქსიმალურ და დისტალურ თრომბოზთან (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბიოლიასთან (ფათე) მიმართებაში, პაციენტებში, რომლებსაც უტარდებად ვრცელი ორთოპედიული ქირურგიული ოპერაცია, ქვედა კიდეურებზე. კონტროლირებად, რანდომიზებულ, ორმაგ, ბრმა, კლინიკურ, III ფაზის კვლევაში, RECORD ჩარჩოებში, მონაწილეობა მიიღო 9500-ზე მეტმა პაციენტმა (7050 – მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროტეზირება, 2531 – მუხლის სახსრის ტოტალური ენდოპროტეზირება).
ტარდებოდა ქსარელტო 10მგ დღეში ერხელ (რომლის მიღებაც იწყებოდა ოპერაციიდან არაუადრეს 6 საათში) და ენოქსიპარინი 40მგ დღეში ერთხელ (რომლის მიღებაც იწყებოდა ოპერაციემდე 12 საათით ადრე) შედარება.
III ფაზის სამ კვლევაში (იხ. ცხრილი 1) რივაროქსაბანმა მნიშვნელოვნად შეამცირა ვთე-ს ყველა შემთხვევის განვითარების (ნებისმიერის, გამოვლენილის ვენოგრაფიულად, სიმპტომური ღვთ-ს, არაფატალური ფათე-ს ან სიკვდილის სახით) და ვთე-ს მნიშვნელოვანი შემთხვევების (პროქსიმალური ღვთ, არაფატალური ფათე და ღვთ-ს შემთხვევებთან დაავშირებული სიკვდილი) (რომლებიც წარმოადგენენ წინასწარ განსაზღვრულ პირველად და მეორად ძირითად ეფექტურობის წერტილებს) სიხშირე. ამის გარდა სამივე კვლევაში ვთე-ს სიმპტომური შემთხვევების (სიმპტომური ღვთ, არაფატალური ფათე, ვთე-ს შემთხვევებთან დაკავშირებული სიკვდილი) განვითაარების სიხშირე იყო უფრო დაბალი იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ქსარელტოს, ვიდრე მათში რომლებიც იყენებდნენ ენოქსიპარინს.

მასიური სისხლდენის უსაფრტხოების ძირითადმა საბოლოო წერტილმა აჩვენა 10მგ ქსარელტოს და 40მგ ენოქსიპაინის მიმღებ პაციენტებში სიხშირის მაჩვებებლების მსგავსება.

ცხრილი 1: ეფექტურობის და უსაფრთხოებს შედეგები, მიღებული III ფაზის კლინიკურ კვლევებში

 

RECORD 1

RECORD 2

RECORD 3

გამოკვლეული პოპულაცია

4541 პაციენტი, რომლბსაც ჩაუტარდათ მენჯ-ბარძაყის  სახსრისტოტალური ენდოპროტეზუირება

2509,  პაციენტი, რომლბსაც ჩაუტარდათ მენჯ-ბარძაყისსახსრისტოტალური ენდოპროტეზირება

2531 პაციენტი, რომლბსაც ჩაუტარდათ მუხლის სახსრისტოტალური ენდოპროტეზუირება

 

დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა

რივაროქსაბანი 10მგ, დღეში 1-ჯერ

35 ± 4 დღე

ენოქსიპარინი 40მგ,დღეში 1-ჯერ

35 ± 4 დღე

P

რივაროქსაბანი 10მგ, დღეში 1-ჯერ

35 ± 4 დღე

ენოქსიპარინი 40მგ,დღეში 1-ჯერ

35 ± 4 დღე

P

რივაროქსაბანი 10მგ, დღეში 1-ჯერ

35 ± 4 დღე

ენოქსიპარინი 40მგ,დღეში 1-ჯერ

35 ± 4 დღე

P

ვთე-ს შემთხვევები

ჯამი

18

(1,1%)

58

(3,7%)

<0,001

17

(2,0%)

81

(9,3%)

<0,001

79

(9,6%)

166

(18,9%)

<0,001

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვთე-ს მნიშვნელოვანი შემთხვევები

4

(0,2%)

33

(2,0%)

<0,001

6

(0,6%)

49

(5,1%)

<0,001

9

(1,0%)

24

(2,6%)

0,01

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვთე-ს სიმპტომური შემთხვევები

6

(0,4%)

11

(0,7%)

 

3

(0,4%)

15

(1,7%)

 

8

(1,0%)

24

(2,7%)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასიური სისხლდენები

6

(0,3%)

2

(0,1%)

 

1

(0,1%)

1

(0,1%)

 

7

(0,6%)

6

(0,5%)

 

III ფაზის კვლევის დაჯგუფებული შედეგების ანალიზი ამყარებს მონაცემებს, მიღებულს ცალკეულ კვლევებში, ქსარელტო 10მგ-ს დღეში ეთხელ მიღების, ენოქსიპარინი 40მგ დღეში ერხელ მიღებასთან შედარებით, ვთე-ს შემთხვევების მნიშვნელოვანი ვთე-ს შემთხვევების რიცხვის და ვთე-ს სიმპტომური შემთხვევების სერთო რაოდენობის შემცირებასთან მიმართებაში.
III ფაზის RECORD პროგრამაზე დამატების სახით, რეალური პრაქტიკის პირობებში, რივაროქსაბანის თრობოზის სხვა ფარმაკოლოგიურ პროფილაქტიკასთან შედარების მიზნით, ჩატარდა პოსტრეგისტრაციული, არაინტერვენციული, ღია, კოჰორტული კვლევა (XAMOS), 17413 პაციენტის მონაწილეობით, რომლებსაც ჩატარებულიო ჰქონდათ ვრცელი ორთოპედიული ქირურგიული ოპერაცია მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსარზე. ვთე-ს სიმპტომური შემთხვევები შეინიშნებოდა 57 (0.6%) პაციენტში, რივაროქსაბანის ჯგუფში (ნ=8778) და 88 (1,0%) პაციენტში, სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში (ნ=8635; შრ 0,63; 95% სი 0,43-0,91); უსაფრთხოების შესასწავლი პოპულაცია). მასიური სისხლდენები შეიმჩნეოდა 35 (0.4%) და 29 (0.3%) პაციენტებში, რივაროქსაბანის და სტანდარტული მკურნალობის ჯგუფებში (შრ 1,10; 95% სი 0,67-1,80). ამ არაინტერვენციულმა კვლევამ დაადასტურა RECORD პროგრამაში გამოვლენილი ეფექტურობის და უსაფრთხოების მონაცემები.

პოსტრეგისტრაციული, არაინტერვენციული, ღია, კოჰორტული (XAMOშ) კვლევის აპოსტერიული სუბანალიზი მოიცავდა 790 პაციენტს, რომლებსაც ჩაუტარდათ ქირურგიული ოპერაცია ქვედა კიდურების მოტეხილობასთან დაკავშირებით და რომლებიც ღებულობდნენ რივაროქსაბანს ან თრომბოზის საპროფილაქტიკო სტანდარტულ ფარმაკოლოგიურ მკურნალობას. ვთე-ს სიმპტომური შემთხვევები გამოვლინდა 2 (0.6%) პაციენტში რივაროქსაბანის ჯგუფში (ნ=350) და 5 (1.1%) პაციენტში სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში (ნ=440; შრ 0,51; 95% სი 0,10-2,61; უსაფრთხოების პოპულაცია). მასიური სისხლდენები შეიმჩნეოდა 1 (0,3%) და 2 (0,5%) პაციენტში, რივაროქსაბანის და სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში (შრ 0,97; 95% სი 0,06-15,53). ამ სუბანალიზში ვთე-ს შემთხვევების და მასიური სისხლდენის სიხშირე, პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ოპერაცია ქვედა კიდურების მოტეხილობასთან დაკავშირებით, მსგავსია იმ სიხშირის, რომელიც გამოვლინდა RECORD პროგრამაში, პაციენტებში მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსსრის ელექტიური ენდოპროტეზირება.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა და ბიოშეღწევადობა
რივაროქსაბანი სწრაფად შეიწოვება; მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა ტაბლეტის მიღებიდან 2-4 საათში.
რივაროქსაბანის ბიოშეღწევადობა 10გ დოზის მიღების შემდეგ მაღალია (80-100%) და დამოკიდებული არ არის საკვების მიღებაზე.
ქსარელტო 10მგ დოზით შეიძლება დაინიშნოს ჭამის დროს ან საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკა ხასიათდება ზომიერი ცვალებადობით; ინდივიდუალური ცვალებადობა (ვარიაციის კოეფიციენტი) შეადგენს 30-40%-ს.
რივაროქსაბანის შეწოვა დამოკიდებულია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის განყოფოლებაზე, რომელშიც ხდება მისი გამოთავისუფლება. არის ცნობები, გრანულების მიღებისას AUC-ს და Cmax-ის ტაბლეტებთან შედარებით 29% და 56%-ით შემცირების შესახებ, იმ შემთხვევაში როდესაც რივაროქსავბანის გრანულების გამოთავისუფლება ხდება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ განყოფილებებში. შემდგომში, როდესაც პრეპარატი თავისუფლდება წვრილი ნაწვავის დისტალურ განყოფილებებში ან ასწვრივ ნაწლავში. საჭიროა რივაროქსაბანის კუჭის დისტალურად შეყვანისგან თავის შეკავება, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის შეწოვის და ამასთან დაკავშირებით, ზემოქმედების შემცირება.

20მგ რივაროქსაბანის (შეყვანილი პერორალურად, დაფხვნილი ტაბლეტის სახით, ვაშლის პიურესთან შერეული ან დაფხვნილი ტაბლეტის სახით წყალში გახსნილი კუჭის ზონდის საშუალებით, რის შემდეგაც მიიღებოდა თხევადი საკვები) ბიოშეღწევადობა (AUC და Cmax) ემთხვეოდა მთლიანი ტაბლეტის მიღების მონაცემებს.
რივაროქსაბანის დოზის პროპორციული ფარმაკოკინეტიკური სავარაუდო პროფილის გათვალისწინებით, ამ კვლევაში მიღებული ბიოშეღწევადობის მაჩვენებლები, უფრო მეტად მისაღებია რივაროქსაბანის უფრო დაბალ დოზებთან მიმართებაში.
განაწილება
ადამიანის ორგანიზმში რივაროქსაბანის დიდი ნაწილი (92-95%) დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან, ძირითად დამაკავშირებელ კომპონენტსს წარმოადგენს შრატის ალბუმინი. განაწილების მოცულობა - საშუალო, Vss შეადგენს დაახლეობით 50ლ-ს.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
რივაროქსაბანის დანიშნული დოზის დაახლოებით 2/3 ექვემდებარება მეტბოლურ დეგრადაციას და შემდგომში თანაბრად გამოიყოფა შარდით და განავლით. დარჩენილი დოზის მესამედი გამოიყოფა პირდაპირი თირკმლისმიერი ექსკრეციით, უცვლელი სახით, ძირითადად აქტიური თირკმლისმიერი სეკრეციის ხარჯზე.
რივაროქსაბანი მეტაბოლიზდება CYP3A4, CYP2J2  იზოფერმენტებით, ასევე ციტოქრომ P450 სისტემისგან დამოუკიდებელი მექანიზმებით. მორფოლინის ჯგუფის და ჰიდროლიზამიდური ჯგუფების ჟანგვითი დეგრადაცია და წარმოადგენს ბიოტრანსფორმაციის ძირითად მონაკეთებს.
ინ ვიტრო მიღებული მონაცემების მიხედვით როვაროქსაბანი წარმოადგენს სუბსტრატს ცილების-გადამტანებისთვის P-gp (P გლიკოპროტეინი) და Bcrp (სარძევე ჯირკვლის კიბოს გამძლე ცილა).
უცვლელი რივაროქსაბანი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაერთს ადამიანის პლაზმაში. პლაზმაში მნიშვნელოვანი ან აქტიური მოცირკულირე მეტაბოლიტები აღმოჩენილი არ არის. რივაროქსაბანი, რომლის სისტემური კლირენსიც შეადგენს დაახლოებით 10ლ/სთ-ს, შეიძლება მიეკუთვნოს დაბალი კლირენსის სამკურნალო საშუალებებს. რივაროქსაბანის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი შეადგენს 5-9 საათს, ახალგაზრდა პაციენტებში და 11-13 საათს ხანდაზმულ პაციენტებში.

სქესი/ხანდაზმული ასაკი
ხანდაზმულ პაცეინტებში რივაროქსაბანის კონცენტრაცია პლაზმაში უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდა პაცინტებში, AUC-ს საშუალო მნიშვნელობა დაახლოებით 1,5-ჯერ აჭარბებს შესაბამის მნიშვნელობას ახალგაზრდა პაციენტებში, ძირითადად დაქვეითებული (მოჩვენებითი) საერთო და თირკმლისმიერი კლირენსის შედეგად.
მამაკაცებში და ქალებში ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვავნი განსხვავება არ აღინიშნება.

სხეულის მასა
სხეულის ძალიან დაბალი ან მაღალი წონა (50კგ-ზე ნაკლები და 120კგ-ზე მეტი) მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას ახდენს პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციაზე (განსხვავება შეადგენს 25%-ზე ნაკლებს).

ბავშვთა ასაკი
ამ ასაკობრივ კატეგოირაზე მონაცემები არ არსებობს.

ეთნიკური განსხვავებები
ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ევროპეიდული, აფრო-ამერიკული, ლათინო-ამერიკული, იაპონური ან ჩინური რასის ადამიანებში არ აღინიშნება.

ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობის გავლენა რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკაზე შეისწავლებოდა პაციენტებში, რომლებიც დაჯგუფებული იყვნენ ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით (სტანდარტული პროცედურების შესაბამისად კლინიკური გამოკვლევებისას). ჩაილდ-პიუს კლასიფიკაცია საშუალებას იძლევა გაკეთდეს ღვიძლის დაავადების პროგნოზი, უმეტესად ღვიძლის ციროზის. პაციენტებში, რომლებშიც იგეგმება ანტიკოაგულაციური თერაპია, ღვიძლის ფუნქციის კრიტიკული დარღვევის მომენტს წარმოადგენს სისხლის შედედების ფაქტორების სინთეზის შემცირება. რადგან ეს მაჩვენებელი შეესაბამება ხუთი კლინიკური/ბიოქიმიური კრიტერიუმიდან მხოლოდ ერთს, რომლებიც შეესაბამება ჩაიდ-პიუს კლასიფიკაციას, სისხლდენის განვითარების რისკი არც ისე მკვეთრად კორელირებს კლასიფიკაციის სტრუქტურასთან. შემდგომში ამგვარი პაციენტების ანტიკოაგულაციური საშუალებებით მკურნალობის საკითხი შეიძლება გადაწყდეს ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციისგან დამოუკიდებლად.
ქსარელტო უკუნაჩვენებია ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში, რაც დაკავშირებულია კოაგულოპათიასთან, რომელიც იწვევს სისხლდენის კლინიკურად მნიშვნელოვან რისკს.
ღვიძლის ციროზით დაავადებულ ავადმყოფებში ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით (კლასი A ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკა მხოლოდ უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა შესაბამისი მაჩვენებლებისგან (საშუალოდ აღინიშნშბოდა რივაროქსაბანის AUC-ს ზრდა 1,2-ჯერ) ჯანმრთელი ადამიანების კონტროლირებად ჯგუფში. ჯგუფებს შორის ფარმაკოდინამიკური მახასიათებლების რელევანტური განსხვავება არ აღინიშნა.
ღვიძლის ციროზით დაავადებულებში ღვიძლის საშუალო უკმარისობით (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) რივაროქსაბანის საშუალო AUC მნიშვნელოვნად მომატებული იყო (2,3-ჯერ) ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით სამკურნალწამლო ნივთირების კლირენსის მნიშვნელოვანი დაქვეითების შედეგად, რაც მიუთითებს ღვიძლის მნიშვნელოვან დაავადებაზე.
Xა ფაქტორის აქტივობის დათრგუნვა გამოხატული იყო უფრო ძლიერად (2,6-ჯერ) ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. ასევე, პროთრომბინის დრო 2,1-ჯერ აჭარბებდა ჯანმრთელი მოხალისეების მონაცემებს. პროთრომბინის დროის შეფასებით შედედებაზე სინჯების ჩატარებისას, ფასდებოდა გარეგანი გზა VII, X, V, II და I შედედების ფაქტორის ჩათვლით, რომლებიც სინთეზირდება ღვიძლში. ღვიძლის საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაცეინტები უფრო მგრძნობიარენი არიან რივაროქსაბანის მიმრთ, რაც წარმოადგენს უფრო მჭიდრო ურთიერთკავშირის შედეგს ფარმაკოდინამიკურ ეფექტებსა და ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს შორის, განსაკუთრებით კონცენტრაციას და პროთრომბინის დროს შორის.
ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით ღვიძლის C კლასის უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნა რივაროქსაბანის მოქმედების დონის ზრდა, თირკმლის ფუნქციის უკუპროპორციული დაქვეითება, რომელსაც საზღვრავდნენ კრეატინინის კლირენსით.
თირკმლის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 80-50მლ/წთ), საშუალო სიმძიმის (კრეატინინის კლირენსი 30-49მლ/წთ) ან მძიმე (კრეატინინის კლირენსი 15-29მლ/წთ) უკმარისობით დაავადებულებში აღინიშნა პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციის (AUჩ) 1,4- 1,5- და 1,6-ჯერადი ხანმოკლე მომატება, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.
ფარმაკოდინამიკური ეფექტების შესაბამისი ზრდა იყო უფრო გამოხატული.
ღვიძლის მსუბუქი, საშუალო და მძიმე უკმარისობით დაავადებულებში Xა ფაქტორის აქტივობის საერთო დათრგუნვა 1,5, 1,9, და 2-ჯერ გაიზარდა, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით; პროთრომბინის დროის შესაბამისი გაზრდით 1,3, 2,2 და 2,4-ჯერ.
რივაროქსაბანის იმ პაციენტებში გამოყენების მონაცემები, რომლებშიც კრეატინინის კლირენსი არის <15მლ/წთ, არ არსებობს.
რივაროქსაბანის დანიშნვა პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი <15მლ/წთ რეკომენდებული არ არის.
ქსარელტო სიფრთხილით უნდა მიიღონ თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი 15-29მლ/წთ), სისხლდენისა და თრომბოზის რისკის გაზრდის გამო ძირითადი დაავადების შედეგად.

CYP 3A4-ის ძლიერი ინდუქტორების ერთობლივი შეყვანა
I ფაზის კვლევაში ქსარელტოს ერთობლივმა შეყვანამ CYP3A4-ის და P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინდუქტორთან, რიფამპიცინთან, გამოიწვია რივაროქსაბანის AUC-ს მაჩვენებლის დაახლოებით 50%-იანი შემცირება, მისი ფარმაკოდინამიკური ეფექტების ერთობლივი შემცირებით (იხ. განყოფილება <<ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები>>).
IIა ფაზის კვლევაში რივაროქსაბანის დოზირების ადაპტირებული რეჟიმის (30მგ დღეში ორჯერ მკურნალობის პირველი 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ 20მგ დღეში ორჯერ) ფარმაკოკინეტიკა/ფარმაკოდინამიკა, შეისწავლებოდა 19 პაციენტში, რომლებსაც მკურნალობდნენ ღვთ-სთან ან ფათე-სთან დაკავშირებით და რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ CYP 3A4-ის და P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინდუქტორს (რიფამპიცინს ან ფენიტოინს). ამ პაციენტების დოზირების ადაპტირებულმა რეჟიმმა გამოავლინა ზემოქმედების და ფარმაკოდინამიკის იგივე მაჩვენებელი რაც პაციენტებში, რომლემბსაც ღვთ-თან დაკავშირებით მკურნალობდნენ (15მგ დღეში ორჯერ, პირველი 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ 20მგ დღეში ერთხელ), CYP 3A4-ის ძლიერი ინდუქტორის თანმხლები შეყვანის გარეშე.

მიღების ჩვენება
• ვენური თორმბოემბოლიის (ვთე) პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ ორთოპედიული ოპერაციები მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსარზე.

უკუჩვენება
• ჰიპერმგრძნობელობა ქსარელტოზე ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
• კლინიკურად მნიშვნელოვანი აქტიური სისხლდენები (მაგალითად, ქალასშიდა სისხლდენა, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა).
• ღვიძლის დაავადებები კოაგულოპათიის თანხლებით, რომელიც განაპირობებს სისხლდენის კლინიკურად რელევანტურ რისკს.
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

გამოყენების მეთოდი და დოზები
თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დიდი ორთოპედიული ოპერაციის ტიპზე
ვთე-ს პროფილაქტიკის მიზნით, დიდი ორთოპედული ოპერაციებისას რემომენდებულია ერთი 10მგ-იანი ტაბლეტის დანიშვნა, დღეში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
- 5 კვირა მენჯ-ბარძაყის სახსარზე დიდი ოპერაციის შემდეგ;
- 2 კვირა დიდი ოპერაციის შემდეგ მუხლის სახსარზე.
ქსარელტოს მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
პირველი დოზის მიღება საჭიროა ოპერაციიდან 6-10 საათის შემდეგ, მიღწეული ჰემოსტაზის პირობებში.
პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა, უშუალოდ მიღების წინ შეიძლება ქსარელტოს ტაბლეტის დაფხვნა, წყალთან ან ისეთ მსუბუქ საკვებთან შერევა, როგორიც არის ვაშლის პიურე და პერორალურად მიწოდება.
ქსარელტოს დაფხვნილი ტაბლეტის შეყვანა შეიძლება კუჭის ზონდის საშუალებით. მიღების წინ საჭიროა ზონდის კუჭში ყოფნაში დარწმუნება. დაფხვნილი ტაბლეტის შეყვანა უნდა მოხდეს მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, ზონდის საშუალებით, რის შემდეგაც საჭიროა მისი წყლით ჩარეცხვა. (იხ. <<ფარმაკოკინეტიკა>>).
დოზის გამოტოვების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიიღოს ქსარელტო სასწრაფოდ და შემდეგ დღეს მკურნალობა გააგრძელოს 1 ტაბლეტით დღეში, ისევე როგორც დოზის გამოტოვებამდე.

პაციენტთა ცალკეული ჯგუფები
დოზის კორექცია ავადმყოფის ასაკის (65 წელზე უფროსი), სქესის, მასის ან ეთნიკური ჯგუფის მიხედვით საჭირო არ არის.
ბავშვები
ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში მიღების შესახებ კლინიკუირი მონაცემები არ არსებობს. (მოცემული ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებისთვის პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).
ამიტომ, ქსარელტო რეკომენდებული არ არის ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
ქსარელტო უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის დაავადებით, რომელსაც ახლავს კოაგულოპათია რომელიც იწვევს სისხლდენის კლინიკურად რელევანტურ რისკს.
ღვიძლის სხვა დაავადებების მქონე პაციენტებში დოზის ცვლილება საჭირო არ არის.
შეზღუდული კლინიკური მონაცემები, რომლებიც მიღებულია ღვიძლის საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) აჩვენებს ფარმაკოლოგიური აქტივობის მნიშვნელოვან მომატებას. ღვიძლის საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) სამკურნალო საშუალების ქსარელტო დანიშნვისას, საჭიროა სიფრთხილე.
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კლასი C ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით
ქსარელტოს დანიშვნისას თირკმლის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 80-50მლ/წთ) ან საშუალო სიმძიმის (კრეატინინის კლირენსი 49-30მლ/წთ) უკმარისობით დოზის დაქვეითება საჭირო არ არის.
შეზღუდული კლინიკური მონაცემები, რომლებიც მიღებულია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 29-15მლ/წთ) აჩვენებს ამ პაციენტეში რივაროქსაბანის მნიშვნელოვნად მომატებულ კონცენტრაციას. ამიტომ ამ კატეგორიის ავადმყოფების მკურნალობისას ქსარელტო უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.
რივაროქსაბანის გამოყენება რეკომენდებული არ რის პაციენტებში კრეატინინის კლირენსით <15მლ/წთ.

გვერდითი მოქმედება.
ქსარელტოს უსაფრთხოება შეფასდა მე-III ფაზის ოთხ კვლევაში, 6097 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ 10მგ ქსარელტოს და რომლებსაც ჩაუტარდათ ვრცელი ორთოპედული ოპერაციები ქვედა კიდურებზე (მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროთეზირება ან მუხლის სახსრის ტოტალური ენდოპროთეზირება), 3997 ჰოსპიტალიზებულ სომატურად დაავადებულ პაციენტში, რომლებსაც მკურნალობდბნენ 39 დღემდე პერიოდში და ასევე ვთე-ს მკურნალობის მე-III ფაზის სამ კვლევაში, 4556 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც ღებულობდნენ ან 15მგ ქსარელტოს დღეში ორჯერ სამი კვირის განმავლობაში, რომელსაც მოყვებოდა დოზა 20მგ დღეში ერხელ ან 20მგ-ს დღეში ერთხელ, 21 თვიანი მკურნალობის პერიოდით.

ამის გარდა ქსარელტოს უსაფრთხოება ფასდებოდა მე-III ფაზის ორ კვლევაში 7750 პაციენტში, რომლებსაც აღენიშნებოდათ წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაცია და იღებდნენ ქსარელტოს მინიმუმ ერთ დოზას მაინც, ასევე მკს-ის (მწვავე კორონარული სინდრომი) მქონე 10225 პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ქსარელტოს მინიმუმ ერთ დოზას მაინც 2.5მგ (დღეში ორჯერ) ან 5მგ (დღეში ორჯერ) ასმ-ზე (აცეტილსალიცილის მჟავა) ან ასმ პლიუს კლოპიდოგრელი ან ტიკლოპიდინი.

მთლიანობაში, მკურნალობის დაწყების შემდეგ გამოვლენილი არასასურველი მოვლენების განვითარების შესახებ შეტყობინებებს ადგილი ჰქონდა პაციენტების 67%-ში, რომლებმაც მიიღეს რივაროქსაბანის თუნდაც ერთი დოზა. პაციენტების დაახლოებით 22% განიცდიდნენ არასასურველ მოვლენებს, რომლებსაც მკვლევარების შეფასებით, კავშირი ჰქონდათ მკურნალობასთან. პაციენტებს შორის, რომლებიც ღებულობდნენ 10მგ ქსარელტოს და რომლებსაც ჩაუტარდათ მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ენდოპროტეზრება, ასევე სომატურად დაავადებულ პაციენტებს შორის სისხლდენის მოვლენები ვითარდებოდა პაციენტების 6,8% და 12,6%-ში, შესაბამისად, ხოლო ანემიას ადგილი ჰქონდა დაახლოებიტ პაციენტების 5,9 და 12.6%-ში შესაბამისად. ღვთ-ს და ფათე-ს სამკურანლოდ, 15მგ დღეში ორჯერ და შემდეგ 20მგ დღეში ერთხელ ან ღვთ-ს და ფათე-ს მოვლენების თავიდან აცილების მიზნით 20მგ დღეში ერთხელ ქსარელტოს მიმღებ პაციენტებს შორის, სისხლდენის მოვლენები ვითარდებოდა პაციენტების 22,7%-ში და ანემიას ადგილი ჰქონდა პაციენტების 2,2%-ში. პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობდნენ ინსულტის ან სისტემური ემბოლიის თავიდან აცილების მიზნით, ნებისმიერი ტიპის ან სიმძიმის ხარისხის სისხლდენის შესახებ შეტყობინებებს ადგილი ჰქონდა წელიწადში 100-დან 28 პაციენტში წელიწადში, ხოლო ანემიის შესახებ შეტყობინებებს 100-დან 2,5 პაციენტში წელიწადში. პაციენტებს შორის, რომლებსაც მკურნალობდნენ გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილიანობის და მიოკარდიუმის ინფარქტის თავიდან ასაცილებდლად მწვავე კორონარული სინდრომის შემდეგ, ნებისმიერი ტიპის ან სიმძიმის ხარისხის სისხლდენის შესახებ შეტყობინებებს 100-დან 22 პაციენტში წელიწადში. ანემიის შესახებ შეტყობინებებს 100-დან 1.4 პაციენტში წელიწადში

მოქმედების ფარმაკოლოგიური მექანიზმის გათვალისწინებით, ქსარელტოს მიღებას შეიძლება ახლდეს ნებისმიერი ორგანოს და ქსოვილის ფარული ან გამოხატული სისხლდენის მომატებული რისკი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პოსტჰემორაგიული ანემია. სისხლდენის რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტების გარკვეულ ჯგუფში, მაგ., პაციენტებში არაკონტროლირებადი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზიით ან/და პაციენტებში რომლებიც ერთდროულად ღებულობენ ჰემოსტაზზე მოქმედ პრეპარატებს (იხ. განყოფილება <<უსაფრთხოების ზომები>>). ნიშნები, სიმპტომები და სიმძიმის ხარისხები (მათ შორის ლეტალური შედეგი), ვარირებს ლოკალიზაციის და სიმძიმის ხარისხის ან/და ანემიის მიხედვით. (იხ. განყოფილება <<ჭარბი დოზირება/სისხლდენის შეჩერება>>).
ჰემორაგიული გართულებები შეიძლება გამოვლინდეს სისუსტით, სიფერმკრთალით, თავბრუსხვევით, თავის ტკივილით, აუხსნელი შეშუპებით, ქოშინით და უმიზეზო შოკით. ზოგიერთ შემთხვევაში ანემიის შედეგად აღინიშნა მიოკარდის იშემიის ნიშნები, როგორიც არის ტკივილი მკერდში ან სტენოკარდია.
ქსარელტოს მიღებისას არსებობს შეტყობინებები მწვავე სისხლდენასთან მიმართებაში ცნობილი მეორადი გართულებების შესახებ, როგორიც არის შებოჭვის სინდრომი და თირკმლის უკმარისობა, ჰიპოპერფუზიის გამო. ამასსთან დაკავშირებით, ნებისმიერი პაციენტის მდგომარეობის შეფასებისას, რომელიც ღებულობს ანტიკოაგულაციურ საშუაელებებს, უნდა მოხდეს სისხლდენის შესაძლებლობის განხილვა.
ქსარელტოს მიღებისას დარეგისტრირებული წამლისმიერი არასასურველი რეაქციები მოყვანილია ქვედა ცხრილში. სიხშირის ყოველ ჯგუფში არასასურველი ეფექტები მოყვანილია სერიოზულობის კლების მიხედვით, გამოვლინების სიხშირე ისაზღვრება როგორც:
ძალიან გავრცელებული (≥1/10)
გავრცელებული: (≥1/100-დან <1/10-მდე)
არახშირი: (≥1/1000-დან <1/100-მდე)
იშვიათი: (≥1/10000-დან <1/1000-მდე)

ცხრილი 2. ყველა არასასურველი წამლისმიერი რეაქციები დარეგისტრირებული III-ფაზიან კვლევაში (გაერთიანებული RECORD 1-4,Einstein-DVT, Einstein Extension, ROCKET, J‑ROCKET) და (ღვთ/ფათე/გაფართოებული)

სისტემურ-ორგანული კლასი მარეგულირებელი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონი

(MedDRA)

 

გავრცელებული

არახშირი

 

იშვიათი

 

დარღვევები სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ

ანემია (შესაბამისი ლაბორატორიული პარამეტრების ჩათვლით)

თრომბოციტემია (თორმბოციტების შემცველობის მომატებით)A

 

დარღვევები გულის მხრივ

 

ტაქიკარდია

 

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

სისხლჩაქცევა თვალის ქსოვილში (მათ შორის კონიუნქტივაში სისხლჩაქცევა)

 

 

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

სისხლდენა ღრძილებიდან

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მათ შორის რექტალური სისხლდენა) ტკივილი მუცლის არეში და ტკივილი დაკავშირებული კუჭთან და ნაწლავთან

დისპეფსია

გულისრევა

ყაბზობა A

დიარეა

ღებინება A

პირის სიმშრალე

 

 

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილზე რეაქციები

ცხელება A

პერიფერიული შეშუპება

ფიზიკური ძალის შემცირება და მოდუნება (საერთო სისუსტის და ასთენიის ჩათვლით)

ცუდი თვითშეგრძნება  (მათ შორის შეუძლოდ ყოფნა)

 

ადგილობრივი შეშუპებები A

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

 

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

სიყვითლე

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

 

ალერგიული რეაქციები

კანის ალერგია

 

ტრავმები, მოწამვლები და პროცედურის შემდგომი გართულებები

პროცედურის შემდგომი სისხლდენა (მათ შორის ოპერაციის შემდგომი ანემია და ჭრილობიდან სისხლდენა)

კონტუზია

სეკრეცია ჭრილობიდა A

 

ლაბორატორიული გამოკვლევები

ტრანსამინაზების მომატებული დონე

ბილირუბინის დონის მომატება

სისხლში

ტუტე- ფოსფატაზას დონის მომატება

ლდჰA დონის მომატება

ლიპაზასA დონის მომატება

ამილაზასA დონის მომატება

სისხლის

გამა გტფA დონის მომატება

პირდაპირი ბილირუბინის დონის  მომატება (ალტ-ს თანმხლები მომატებით ან მის გარეშე)

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთღებელი ქსოვილის მხრივ

ტკივილი კიდურებშიA

ჰემართროზი

კუნთებში სისხლჩაქცევა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

 

ქალასშიდა სისხლჩაქცევა და ტვინში სისხლჩაქცევა

გულის წასვლა

 

დარღვევები თირკმლის და საშარდე  სისტემის მხრივ

სისხლდენა დაკავშირებული უროგენიტალურ ტრაქტთან (მათ შორის ჰემატურია და მენორაგიები)B

თირკმლის უკმარისობა (მათ შორის სისხლში კრეატინინის, შარდოვანას დონის  მომატება)A

 

დარღვევები სასუნთქი გზების მხრივ

ცხვირიდან სისხლდენა სისხლიანი ხველა

 

 

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ქავილი (გენერალიზებული ქავილის იშვიათი შემთხვევების ჩათვლით)

გამონაყარი

ეკქიმოზი

კანის და კანქვეშა სისხლჩაქცევა

ჭინჭრის ციება

 

 

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ჰიპოტენზია

ჰემატომა

 

 

 

1. A - აღინიშნშნა ფართო ორთოპედული ოპერაციების შემდეგ
2. B -აღინიშნშნა ვთე-ს მკურნალობის დროს (ძალიან გავრცელებული) ქალებში <ტერმინების დასახელება აწრ (არასასურველი წამლისმიერი რეაქციები) აღებულია MedDRA 13,0>-დან

პოსტრეგისტრაციული დაკვირვებები
ქვემოჩამოთვლილი არასასურველ რეაქციებს, რომელთა შესახებ არსებობს შეტყობინებები პოსტრეგისტრაციულ პერიოდში, ჰქონდათ დროებითი კავშირი ქსარელტოს მიღებასთან. ამ არასასურველი რეაქციების სიხშირე, რომელთა შესახებ შეტყობინებებს ადგილი ჰქონდა პოსტრეგისტრაციული პერიოდის ჩარჩოებში, ვერ ფასდება.
დარღვევები იმუნური სისტემის მსრივ: ანგიონევროზული შეშუპება და ალერგიული შეშუპება. III ფაზის დაჯგუფებულ კვლევებში, მოვლენები აღინიშნებოდა არახშირად (≥ 1/1 000 – <1/100).
დარღევევბი ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ქოლესტაზი, ჰეპატიტი, (ჰეპატოცელულური დარღვევის ჩათვლით) (III ფაზის დაჯგუფებულ კვლევებში ეს მოვლებნები იყო იშვიათი (≥ 1/10 000 – < 1/1 000)).
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია (III ფაზის გაერთიანებულ კვლევებში, მოვლებნები შეიმჩნეოდა არახშირად: (≥ 1/1 000 – < 1/100).

ჭარბი დოზირება
დარეგისტრირებულია ჭარბი დოზირების იშვიათი შემთხვევები (600მგ-მდე - სისხლდენის და სხვა გვერდითი რეაქციების განვითარების გარეშე). თერაპიულზე მაღალი დოზის მიღებისას (50მგ-ზე მეტი) აღინინიშნება “ჭერის” ეფექტი, როდესაც შეზღუდული გაწოვითი უნარის გამო არ ხდება პლაზმაში პრეპარატის საშუალო ექსპოზიციის შემდგომი ზრდა დოზის გაზრდასთან ერთად.
სპეციფიკური ანტიდოტი, რომელიც ბლოკავს რივაროქსაბანის ფარმაკოდინამიურ მოქმედებას არ არსებობს. ქსარელტოს დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოიყენონ აქტივირებული ნახშირი. პლაზმის ცილებთან მაღალი კავშირის გამო, რივაროქსაბანი ცუდად დიალიზდება.

სისხლდენის შეჩერება
თუ პაციენტს, რომელიც იღებს რივაროქსაბანს, აღენიშნება გართულებები სისხლდენის სახით, პრეპარატის მომდევნო მიღება უნდა გადაიდოს ან აუცილებლობის შემთხვევაში შეწყდეს მკურნალობა. რივაროქსაბანის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგნს დაახლოებით 5-დან 13 საათამდე.

სისხლდენის სიმძიმის და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, აუცილებელია მკურნალობის ინდივიდუალური მიდგომის არჩევა. აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება შესაბამისი სიმპტომური მკურნალობის ჩატარება, როგორიც არის მექანიკური კომპრესია (მაგალითად, ცხვირიდან ძლიერი სისხლდენისას), ქირურგიული ჰემოსტაზი, სისხლდენის შეჩერების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, ორგანიზმში სითხის აღდგენა და ჰემოდინამიკური მხარდაჭერა, სისხლის ან სისხლის კომპონენტების (ერითროციტული მასა ან ახალგაყინული პლაზმა, ანემიის კლინიკური გამოვლინების და კოაგულოპათიის მიხედვით) ან თრომბოციტების გადასხმა.

თუ ჩამოთვლილი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ სისხლდენა არ ჩერდება, შეიძლება დაისვას სპეციფიკური პროკოაგულანტების (როგორიც არის პროთრომბინული კომპლექსის კონცენტრატი (პკკ), აქტივირებული პროთრომბინული კომპლექსის კონცენტრატი (აპკკ) ან რეკომბინანტული ფაქტორის VIIa (r-FVIIa) დანიშნვის საკითხი.
თუმცა ამ დროისთვის ამ პროდუქტების გამოყენების გამოცდილება პაციენტების მკურნალობაში, რომლებიც იღებენ ქსარელტოს, არასაკმარისია.
პროტამინის სულფატი და ვიტამინი K გავლენას არ მოახდენს რივაროქსაბანის შედედების საწინააღმდეგო მოქმედებაზე.
ანტიფიბრინოლიზური სამკურნალო საშუალებების (ტრანეკსამის მჟავა, ამინოკაპრონმჟავა) გამოყენების გამოცდილება, იმ პირებში, რომლებიც ღებულობენ ქსარელტოს არ არსებობს. ასევე არ არსებობს მეცნიერული საფუძველი სისტემური ჰემოსტაზური საშუალებების დესმოპრესინის და აპროტინის გამოყენების გამოცდილება პირებში, რომლებიც იღებენ ქსარელტოს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთრიერთქმედების სხვა ფორმები
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
რივაროქსაბანის გამოყოფა ხორციელდება უმთავრესად ღვიძლში მეტაბოლიზმის გზით, რაც გაპირობებულია ციტოქრომ P450 სისტემით (CYP3A4, CYP2ჟ2) და თირკმლის ექსკრეციის გზით, სამკურნალო ნივთიერების უცვლელი გამოყოფით გადამტანების სისტემების P-gp/Bcrp  (P გლიკოპროტეინი/სარძევე ჯირკვლის კიბოსადმი გამძლე ცილა).
სიფრთხილეა საჭირო ქსარელტოს CYP3A4-ის ძლიერ ინდუქტორებთან ერთდროული დანიშნვისას.
რივაროქსაბანი არ თრგუნავს და არ აინდუცირებს იზოფერმენტს ჩYP3A4 და ციტოქრომის სხვა მნიშვნელოვან იზოფერმენტებს.
ქსარელტოს და CYP3A4-ის და P გლიკოპროტეინის ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის და ღვიძლის კლირენსის დაქვეითება და ამგვარად, მნიშვნელოვნად გააძლიეროს სისტემური ზემოქმედება.
რივაროქსაბანი არ თრგუნავს და არ აინდუცირებს იზოფერმენტ ჩYP3A4-ს და ციტოქრომის სხვა მნიშვნელოვან იზოფორმებს.
ქსარელტოს ერთდროულმა გამოყენებამ ჩYP3A4-ის და P გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის და ღვიძლის კლირენსის შემცირება და ამგვარად სისტემური ზემოქმედბეის მნიშვნელოვნად გაზრდა.
ქსარელტოს და აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატის, კენოტოკანოლის ერთდროული გამოყენება, (400მგ ერთხელ დღეში), რომელიც წარმოადგენს CYP3A4-ის და P გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორს, იწვევდა რივაროქსაბანის საშუალო წონასწორული AUC-ს მომატებას 2,6-ჯერ და ზრდიდა რივაროქსაბანის საშუალო Cmax-ს 1,7-ჯერ, პრეპარატის ფარმაკოდინამიკური ეფექტების თანმხლები მნიშვნელოვანი გაძლიერებით.
ქსარელტოს და აივ პროტეაზას ინჰიბიტორის რიტონავირის (600მგ 2-ჯერ დღეში) ერთდროული დანიშვნისას, რომელიც წარმოადგენს CYP3A4-ის და P გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორს, იწვევდა რივაროქსაბანის საშუალო წონასწორობის AUC-ს მომატებას 2,5-ჯერ და ზრდიდა რივაროქსაბანის საშუალო Cmax-ს 1,6-ჯერ, პრეპარატის ფარმაკოდინამიკური ეფექტების მნიშვნელოვანი თანმხლები გაძლიერებით. ამასთან დაკავშირებით რივაროქსაბანი რეკომენდებული არ არის იმ პაცინტებში, რომლებიც იტარებენ სისტემურ მკურნალობას აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით ან აივ პროტეაზას ინჰიბიტორებით.
მოსალოდნელია, რომ სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ძლიერად თრგუნავს რივაროქსაბანის გამოყოფის მხოლოდ ერთ გზას - CYP3A4-ის ან P გლიკოპროტეინის მონაწილეობით - ზრდიან რივაროქსაბანის პლაზმურ კონცენტრაციას უფრო ნაკლები მნიშვნელობის მაჩვენებლებამდე.
კლარითრომიცინი (500მგ 2-ჯერ დღეში), იზოფერმენტ CYP3A4-ის ძლიერი და P-GP ზომიერი ინჰიბიტორი, იწვევს რიავროქსაბანის AUC-ს მნიშვნელობის მომატებას 1,5-ჯერ და საშუალო ჩმახ-ის მომატებას 1,6 ჯერ. მითითებული მაჩვენებლები ახლოს არის AUC-ს და Cmax-ის მერყეობის ნორმალურ საზღვრებთან და ითვლება კლინიკურად უმნიშვნელოდ.
ერითრომიცინი (500მგ 3-ჯერ დღეში), იზოფერმენტ CYP3A4-ის და P-GP ზომიერი ინჰიბიტორი, იწვევს რიავროქსაბანის AUC-ს და Cmax-ის საშუალო მაჩვენებლის მომატებას 1,3-ჯერ. მითითებული მაჩვენებლები ახლოს არის AUC-ს და Cmax-ის მერყეობის ნორმალურ საზღვრებთან და არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად.
სუბიექტებში, თირკმლის მსუბუქი ფორმის უკმარისობით, ერითრომიცინი (500მგ დღეში სამჯერ) იწვევს რივაროქსაბანის საშუალო AUჩ-ს მაჩვენებლის 1.8-ჯერ და ჩმახ-ის საშუალო მაჩვენებლის 1.6-ჯერ გაზრდას, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით, რომლებიც არ ღებულობენ თანმხლებ პრეპარატებს. სუბიექტებში, თირკმლის საშუალო ფორმის უკმარისობით, ერითრომიცინი იწვევს რივაროქსაბანის საშუალო AUC-ს მაჩვენებლის 20-ჯერ და Cmax-ის საშუალო მაჩვენებლის 1.6-ჯერ გაზრდას, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით, რომლებიც არ ღებულობენ თანმხლებ პრეპარატებს (იხილეთ განყოფილება<<უსაფრთხოების ზომები>>).
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი ფლუკონაზოლი, რომელიც წარმოადგენს CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორს, ნაკლებ ზეგავლენას ახდენს რივაროქსაბანის ექსპოზიციაზე და მისი დანიშნვა შესაძლებელია ერთობლივად.
ფლუკონაზოლმა (400მგ დრეში ერთხელ), რომელიც ზომიერად აინჰიბირებს CYP3A4-ს, გამოიწვია რივაროქსაბანის AUჩ-ს საშუალო მაჩვენებლის 1,4-ჯერ და CMAX-ის საშუალო მაჩვენებლის 1,3-ჯერ ზრდა. მითითებული მაჩვენებლები ახლოს არის AUC-ს და Cmax-ის მერყეობის ნორმალურ საზღვრებთან და ითვლება კლინიკურად უმნიშვნელოდ.
ქსარელტოს და რიფამპიცინის ერთდროულად დანიშვნა, რომელიც წარმოადგენს CYP3A4-ის და P-GP ძლიერ ინდუქტორს, იწვევს რივაროქსაბანის საშუალო AUC-ს დაქვეითებას დაახლოებით 50%-ით და მისი ფარმაკოდინამიკური ეფექტების პარალელურ შემცირებას.
ქსარელტოს და CYP3A4-ის სხვა ძლიერი ინდუქტორების (მაგალითად, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი და კრაზანას შემცველი მცენარეული პრეპარატები) ერთდროულმა დანიშვნამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციის დაქვეითება. პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციის დაქვეითება პლაზმაში არ ითვლება კლინიკურად უმნიშვნელოვნად იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ თერაპის ქსარელტოს გამოყენებით 10მგ დღეში ერთხელ, ვთე-ს თავიდან აცილების მიზნით, ქვედა კიდურებზე ვრცელი ორთოპედიული ოპერაციის ჩატარების შემდეგ.

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები
ენოქსაპარინის (ერთჯერადი დოზა 40მგ) და ქსარელტოს (ერთჯერადი დოზა 10მგ) კომბინირებული დანიშვნის შემდეგ აღინიშნებოდა ადიტიური ეფექტი ანტიფაქტორ Xა-სთან მიმართებაში, რასაც არ ახლდა დამატებითი ეფექტები სისხლის შედედების სინჯებზე (პროთრომბინის დრო, (ანთდ). ენოქსაპარინი არ ცვლიდა რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკას.
ქსარელტოს და ნაპროქსენის (დოზით 500მგ) ერთდროული დანიშვნის შემდეგ სისხლდენის დროის კლინიკურად რელევანტური გახანგრძლივება არ აღინიშნა. მიუხედავად ამისა, ცალკეულ პირებში შესაძლებელია უფრო გამოხატული ფარმაკოდინამიკური პასუხი.
არ არის აღმოჩენილი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება რივაროქსაბანს და კლოპიდოგრელს (დამრტყმითი დოზა 300მგ, შემდგომი დამხმარე დოზების დანიშვნისას - 75მგ) შორის, მაგრამ პაციენტების ქვეჯგუფში აღმოჩენილია სისხლდენის დროის რელევანტური გაზრდა, რაც არ კორელირებს თრომბოციტების აგრეგაციასთან და პ-სელექტინის შემცველობასთან ან GPIIბ/IIIა-რეცეპტორთან.
პაციენტების გადაყვანისას ვარფარინიდან (სნშ 2,0-3,0) ქსარელტოზე (20მგ) ან ქსარელტოდან (20მგ) ვარფარინზე (სნშ 2,0-3,0) პროთრომბინის დრო/სნშ (ნეოპლასტინი®) იზრდებოდა უფრო მეტად, ვიდრე სუმარული ეფექტი (ცალკეულ პაციენტებში სნშ მნიშვნელობა იზრდებოდა 12-მდე), როდესაც ანთდ-ზე გავლენა, Ха ფაქტორის აქტივობის შეფერხება და თრომბინის ენდოგენური პოტენციალი ატარებდა ადიტიურ ხასიათს.
თუ აუცილებელია ქსარელტოს ფარმაკოდინამიკური მოქმედრების განსაზღვრა გარდამავალ პერიოდში, შეიძლება გამოიყენონ შემდეგი ტესტები: ანტიფაქტორი Ха, Pich და HepTest აქტივობა, რადგან ვარფარინის მიღება გავლენას არ ახდენს აღნიშნულ ტესტებზე. ვარფარინის მიღების შეწყვეტიდან 4 დღის შემდეგ ყველა ტესტის შედეგი (მათ შორის პროთრომბინის დროის, ანპდ, Ха ფაქტორის, თრომბინის ენდოგენური პოტენციალის) ასახავს მხოლოდ ქსარელტოს მოქმედებას (იხ. განყოფილება <<დოზირება და მიღების მეთოდი>>).
ვარფარინის ფარმაკოდინამიკური მოქმედების შეფასება გარდამავალ პერიოდში შეიძლება სნშ-ს ტესტით განსაზღვრით, რივაროქსაბანის Cmin დროს (რივაროქსაბანის წინა მიღებიდან 24 საათის შემდეგ), რადგან რივაროქსაბანის გავლენა აღნიშნულ ტესტზე ამ დროისთვის მინიმალურია.
ვარფარინს და ქსარელტოს შორის არავითარი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება აღნიშუნლი არ არის.

სხვა პრეპარატების თამხლები მიღება
არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება რივაროქსაბანის და მიდაზოლამის (CYP3A4-ის სუბსტრატი), დიგოქსინის (P გლიკოპროტეინის სუბსტრატი) ან ატორვასტატინის (CYP3A4-ის და P-GP სუბსტრატი) ერთდროული მიღებისას.
კლინიკურეად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება საკვებთან არ აღინიშნა.

გავლენა ლაბორატორიულ პარამეტრებზე
გავლენა შედედების პარამეტრების სინჯებზე (პროთრომბინის დრო, (ანთდ), Hep Test) შეესაბამება მოსალოდნელს, რივაროქსაბანის მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით.

К ვიტამინის ანტაგონისტებიდან ქსარელტოზე გადასვლა
სნშ ლაბორატორიული განსაზღვრისას, პაციენტებში, რომლებიც გადადიან К ვიტამინის ანტაგონისტებიდან ქსარელტოზე, ადგილი აქვს სისტემატური შეცდომას მნიშვნელობების მომატების მიმართულებით. სნშ-ს განსაზღვრის ტესტი გამოსადეგი არ არის ქსარელტოს ანტიკოაგულაციური ეფექტის გასაზომად და ამიტომ არ გამოიყენება ამ მიზნებისთვის.

ქსარელტოს მიღებიდან გადასვლა К ვიტამინის ანტაგონისტებზე
ქსარელტოდან К ვიტამინის ანტაგონისტებზე გადასვლის პერიოდში არსებობს ჭარბი კოაგულაციის სინდრომის განვითარების ალბათობა. ნებისმიერი გადასვლისას ალტერნატიულ ანტიკოაგულანტებზე აუცილებელია განუწყვეტელი ადექვატური ზომების მიღება, რომლებიც მიმართულია სისხლის შემადედებელი ფუნქციის ოპტიმიზაციისკენ. უნდა აღინიშნოს, რომ ქსარელტო შეიძლება ხელს უწყობდეს სნშ-ს მომატებას.
ქსარელტოდან К ვიტამინის ანტაგონისტებზე გადასვლისას, პაციენტებმა აღნიშნული პრეპარატები უნდა მიიღონ სანამ სნშ არ მიაღწევს ≥2.0-ს. გარდამავალი პერიოდის პირველი ორი დღის განმავლობაში უნდა მიიღონ К ვიტამინის ანტაგონისტების სტანდარტული დოზა, შემდეგ კიდევ ერთი დოზა სნშ-ს მიხედვით. იმ შემთხვევაში, როცა პაციენტები იღებენ როგორც ქსარელტოს, ისე К ვიტამინის ანტაგონისტებს, სნშ ისაზღვრება არაუადრეს 24 საათის შემდეგ ქსარელტოს წინა გამოყენებიდან, მაგრამ პრეპარატის შემდეგ მიღებამდე. სნშ-ს საიმედო განსაზღვრისთვის ქსარელტოს კურსის დასრულებისას ის უნდა მოხდეს პრეპარატის უკანასკნელი მიღებიდან 24 საათის შემდეგ.

ანტიკოაგულაციური საშუალებების პარენტერული შეყვანიდან ქსარელტოზე გადასვლა
პაციენტებს, რომლებიც ანტიკოაგულაციურ საშუალებებს იღებენ პარენტერულად, ქსარელტო უნდა დაენიშნოთ პრეპარატის (მაგალითად, დაბალმოლეკულური ჰეპარინის (დმჰ)) რიგითი დანიშნულების დრომდე 0-2 საათით ადრე, ან პრეპარატის (მაგალითად, არაფრაქცირებული ჰეპარინის (აფჰ)) ინტრავენური შეყვანა) განუწყვეტელი პარენტერული შეყვანის შეყვეტის მომენტში.

ქსარელტოდან გადასვლა პარენტერულ ანტიკოაგულაციურ საშუალებებზე
ქსარელტოს კურსის დამთავრების შემდეგ, პარენტერული ანტიკოაგულაციური საშუალების პირველი დოზის შეყვანა უნდა მოხდეს ქსარელტოს მომდევნო დოზის მიღების ნაცვლად.

უსაფრთხოების ზომები
სისხლდენის განვითარების რისკი
პაციენტთა ქვემოთ მოყვანილი ზოგიერთი ქვეჯგუფისთვის, არსებობს სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი. მკურნალობის დაწყების შემდეგ ასეთი პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, ჰემორაგიული გართულებების, ანემიის ნიშნების და სიმპტომების გამოვლენის მიზნით (იხილეთ განყოფილება <<გვერდითი მოქმედება>>). შესაძლო ზომებს შეიძლება მივაკუთვნოთ პაციენტთა რეგულარული სამედიცინო დათვალიერება, ქირურგიული ჭრილობის დრენირების ყურადღებიანი მეთვალყურეობა და ჰემოგლობინის დონის პერიოდული კონტროლი. ჰემოგლობინის დონის და წნევის აუხსნელი ვარდნის შემთხვევაში საჭიროა სისხლდენის წყაროს ძებნის დაწყება.
იმის მიუხედავად, რომ რივაროქსაბანით მკურნალობის დროს პრეაპარატის ზემოქმედებაზე რეგულარული კონტროლი საჭირო არ არის, რივაროქსაბანის დონის მაჩვებნებლები, გაზომილი ანტი-Xა ფაქტორის კალიბრირებული რაოდენობრივი ანალიზის საშუალებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება აღმოჩნეს სასარგებლო, როდესაც ინფორმაციამ რივაროქსაბანის ექსპოზიციის შესახებ შეიძლება დახმარება გაუწიოს კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, მაგალითად, ჭარბ დოზირებასთან და გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევასთან მიმართებაში (იხილეთ განყოფილებები <<ფარმაკოდინამიკა>> და << ფარმაკოკინეტიკა>>).

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
პაციენტებში თირკმლის მწვავე ხარისხის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ) შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაცია (დაახლოებით 1.6-ჯერ), რამაც თავის მხრივ შეიძლება განაპირობოს სისხლდენის განვითარების რისკი. ქსარელტო სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთა კრეატინინის კლირენსი შეადგენს 15-29მლ/წთ-ს. ამ პრეპარატის დანიშნვა რეკომენდებული არ არის პაციენტებში, რომელთა კრატინინის კლირენსი შეადგენს <15მლ/წთ-ს (იხ. განყოფილება <<ფარმაკოდინამიკა>> და << ფარმაკოკინეტიკა>>).
ქსარელტო სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, თირკლმის საშუალო ხარისხის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 30-49მლ/წთ), რომლებიც ერთდროულად ღებულობენ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდიან პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციას (იხ. განყოფილება <<ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები>>).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ქსარელტოს დანიშნვა, პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ მკურნალობას, აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღდმეგო პრეპარატებით (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოზაკონაზოლი) ან აივ-პროტეაზას ინჰიბიტორებით (მაგალითად, რიტონავირი) რეკომენდებული არ არის. აღნიშნული მოქმედი ნივთიერებები წარმოადგენენ CYP3A4-ს და P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორებს, ამიტომ მათ შეუძლიათ გაზარდონ პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტაცია, კლინიკურად მნიშვნელოვან დონემდე (დაახლოებით 2.6-ჯერ), რამაც შეიძლება მიგვიყვანოს სისხლდენის განვითაების რისკის გაზრდამდე (იხ. განყოფილება ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები>>).
საჭიროა სიფრთხილის დაცვა იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტები იმავდროულად მკურნალობენ ჰემოსტაზზე მოქმედი პრეპარატების საშუალებით, ისეთებით, როგორიც არის ანთების სააწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ), აცეტილსალიცილის მჟავა (ასმ) და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები. ამის გარდა, აუცილებელია შესაბამისი საპროფილაქტიკო ჩატარების აუცუილებლობის განხილვა, პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულის განვითარების რისკი (იხ. განყოფილება ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები>>).

სისხლდენის განვითარების სხვა რისკ-ფაქტორები
ისევე როგორც სხვა ანტითრომბოზული პრეპარატების შემთხვევაში, რივაროქსაბანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებისთვისაც არსებობს სისხლედენის განვითარების მომატებული რისკი, კერძოდ:
• სისხლის შედედების თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევები
• არაკონტროლირებადი მძიმე არტერიული ჰიპერტენზია
• საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა დაავადება, აქტიური დაწყლულების გარეშე, რომელმაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს ჰემორაგიული გართულებები (მაგალითად, ნაწლავთა ანთებითი დაავადებები, ეზოფაგიტი, გასტრიტი, და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება)
• სისხლძაღვთა რეტინოპათია
• ბრონქოექტაზია ან ფილტვებიდან სისხლდენა ანამნეზში


ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ქირურგიული ოპერაცია
რივაროქსაბანის შესწავლა, ინტერვენციული კლინიკური კვლევების ჩარჩოებში, პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ქირურგიული ოპერაცია ბარძაყის ძვლის მოტეხილობასთან დაკავშირებით, არ განხორციელებულა.


სპინალური/ეპიდურული ანესთეზია ან პუნქცია
ნეიროაქსიალური (სპინალური/ეპიდურული) ანესთეზიის ჩატარებისას ან სპინალური/ეპიდურული პუნქციისას, პაციენტებში, რომლებიც თრომბოემბოლური გართულებების თავიდან აცილების მიზნით ღებულობენ ანტითრომოზურ პრეპარატებს, არსებობს ეპიდურული ან სპინალური ჰემატომების განვითარების რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი ან სამუდამო დამბლა. აღნიშნული მოვლენების განვითარების რისკი შემდგომში შეიძლება გაიზარდოს ოპერაციის შემდეგ მუდმივი ეპიდურული კათეტერების ან ჰემოსტაზზე მოქმედი თანმხლები პრეპარატების გამოყენებისას. რისკი ასევე შეიძლება გაიზარდოს ტრავმული ან მრავალჯერადი ეპიდურული ან სპინალური პუნქციის დროს. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი დაკვირვების ქვეშ, ნევროლოგიური დარღვევების ნიშნების და სიმპტომების გამოვლენის მიზნით (მაგალითად, ფეხების დაბუჟება ან სისუსტე, ნაწლავთა ან შარდის ბუშტისA დისფუნქცია). ნევროლოგიური დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ნეიროაქსიალური ანესთეზიის წინ, ექიმმა, იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულანტებს ან პაციენტებში რომლებშიც თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით იგეგმება ანტიკოაგულაციური საშუალებების დანიშნვა, უნდა შეაფასოს პოტენციური სარგებლის და რისკის შეფარდება.
სისხლდენის განვითარების პოტენციური რისკის შესამცირებლად, რომელიც დაკავშირებულია რივაროქსაბანის ერთდროულ მიღებასთან და ნეიროაქსიალური (სპინალური/ეპიდურული) ანესთეზიის ან სპინალური პუნქციის ჩატარებასთან, ყურადღება უნდა მიექცეს რივარქსაბანის ფარმაკოკინეტიკურ პროფილს. ეპიდურული კათეტერის დაყენება ან ამოღება ან ლუმბური პუნქცია უმჯობესია ჩატარდეს მაშინ, როდესაც რივაროქსაბანის შედედების საწინააღმდეგო მოქმედება ფასდება როგორც დაბალი (იხ. გაყოფილება <<ფარმაკოკინეტიკა>>).
ეპიდურული კათეტერის ამოღება შეიძლება რივარიოქსაბანის ბოლო შეყვანიდან არაუადრეს 18 საათში. რივარიოქსაბანის შემდეგი დოზა უნდა დაინიშნოს კათეტერის ამოღებიდან არაუადრეს 6 საათში.
ტრავმული პუნქციის შემთხვევაში, რივარიოქსაბანის დანიშნვა უნდა გადაიდოს 24 საათით.

დოზირების რეკომენდაციები ინვაზიური პრცედურების და ქირურგიული ჩარევის ჩატარებამდე და შემდეგ (მენჯ-ბარძაყის სახსრის გეგმიური ენდოპროტეზირების გარდა).
იმ შემთხვევაში თუ საჭიროა ინვაზიური პროცედურა ან ქირურგიული ჩარევა, ქსარელტო 10მგ-ს მიღება უნდა შეწყდეს ჩარევამდე მინიმუმ 24 საათით ადრე (შეძლებისდაგვარად), ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს ექიმის მიერ ჩატარებულ კლინიკურ შეფასებას.
თუ პროცედურის გადავადება შეუძლებელია, საჭიროა სისხლდენის მომატებული რისკის შეფასება, ჩარევის გადაუდებლობის გათვალისწინებით.
ქსარელტოს მიღება უნდა განახლდეს ინვაზიური პროცედურიდან ან ქირურგიული ჩარევიდან რაც შეიძლება სწრაფად, კლინიკური მაჩვენებლების შესაბამის მონაცემების შემთხვევაში და დამაკმაყოფილებელი ჰემოსტაზის მიღწევის პირობებში, რაც დამოწმებული უნდა იყოს მკურნალი ექიმის მიერ (იხ. გაყოფილება <<ფარმაკოკინეტიკა>>).

ხანდაზმული პაციენტების პოპულაცია
ასაკთან ერთად შესაძლებელია სისხლდენის რისკის გახანგრძლივება (იხ. გაყოფილება <<ფარმაკოკინეტიკა>>).

ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ
იმის გამო, რომ სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას, ქსარელტოს მიღება არ შეიძლება იმ პაციენტებისთვის, ლაქტოზის ან გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული დარღვეევბით (მაგალითად, ლაპ ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზო-გალაქტოზური მალასორბცია).

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა
ორსულობის დროს ქსარელტოს გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
ვირთაგვებზე და ბოცვრებზე ექსპერიმენტებში გამოვლინდა რივაროქსაბანის გამოხატული ტოქსიკურობა მდედრებზე, პლაცენტაში ცვლილებებით, რაც გაპირობებულია პრეპარატის ფარმაკოლოგიური მექანიზმებით (მათ შორის, ჰემორაგიული გართულებები), რაც იწვევს რეპროდუქციული ტოქსიკურობის განვითარებას. არავითარი პირველადი ტერატოგენური ეფექტი გამოვლენილი არ არის. სისხლდენის განვითარების რისკის შედეგად და პლაცენტაში შეღწევის უნარის გამო, ქსარელტო ორსულობისას უკუნაჩვენებია (იხ. განყოფილება <<უკუჩვენებები>>)
ლაქტაცია
მეძუძურ დედებში ქსარელტოს გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ვირთაგვებში რივაროქსაბანი გამოიყოფა ლაქტაში.
ამიტომ ქსარელტოს გამოყენება შეიძლება მხოლოდ ძუძუთი კვების შეწყვეტის შემდეგ (იხ. განყოფილება <<უკუჩვენებები>>)
ფერტილობა
200მგ/კგ-მდე დოზებში, რივაროქსაბანი არ ახდენს გავლენას მამაკაცის ან ქალის ფერტილობაზე.

უსაფრთხოების მონაცემები მიღებული პრეკლინიკურ კვლევებში
ფარმაკოლოგიური ეფექტების გაძლიერებასთან დაკავშირებული ეფექტების (სისხლდენები) გამოკლებით, წინაკლინიკური მონაცემების ანალიზისას, რომლებიც მიღებულია ფარმაკოლოგიის უსაფრთხოების კვლევებში, ადამაინისთვის სპეციფიკური საფრთხე აღმოჩენილი არ არის.

გავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე
ქსარელტოს გააჩნია გარკვეული გავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე. გვერდითი რეაქციები, როგორიც არის გულის წასვლა და თავბრუსხვევა, აღწერილია განყოფილებაში <<გვერდითი მოქმედება>>. პაციენტებმა, ასეთი გვერდითი რეაქციებით არ უნდა მართონ ავტომობილი და მექანიზმები.

შეუთავსებლობა
უცნობია.

ვარგისობის ვადა
3 წელი
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები
არა უმეტეს 30°C  ტემპერატურაზე
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი ალ/პპ ან ალ/პვქ ბლისტერში.
1 ან 3 ბლისტერი 10 ტაბლეტით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
ბაიერ ფარმა აგ, დ-51368, ლევერკუზენი, გერმანია;

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მისამართზე:
220073, მინსკი, ძერჟინსკის გამზ, 57, შენ. 54, მე-14 სართული.
ტელეფონი: +375 (17) 2395420 (30), ფაქსი: +375 (17) 2395439.

www.bayerpharma.ru