ქსარელტო 15მგ #28ტ

ქსარელტო 15მგ #28ტ

ქსარელტო®

Xarelto®

 

სავაჭრო დასახელება ქსარელტო®

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება რივაროქსაბანი

სამკურნალწამლო ფორმა აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 15 მგ და 20 მგ.

შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს
მოქმედი ნივთიერება - მიკრონიზებული რივაროქსაბანი 15 მგ ან 20 მგ,
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა 5cP (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა 2910), ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი,
გარსის შემადგენლობა: რკინის წითელი ოქსიდი (E 172), ჰიპრომელოზა 15cP (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა 2910), მაკროგოლი 3350 (პოლიეთილენგლიკოლი (3350)), ტიტანის დიოქსიდი (E 171).

აღწერილობა
15 მგ-იანი ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივამობურცული, მუქი ვარდისფერი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ამოტვიფრვის მეთოდით დატანილია გრავირება: ერთ მხარეს - სამკუთხედი, დოზირების აღნიშვნით <>, მეორე მხარეს - ბაიერის საფირმო ჯვარი. ტაბლეტის სახე განატეხზე: მუქი ვარდისფერი გარსით შემოფარგლული თეთრი ფერის ერთგვაროვანი მასა
20 მგ-იანი ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივამობურცული, მოწითალო-მოყავისფრო, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ამოტვიფრვის მეთოდით დატანილია გრავირება: ერთ მხარეს - სამკუთხედი, დოზირების აღნიშვნით <>, მეორე მხარეს - ბაიერის საფირმო ჯვარი. ტაბლეტის სახე განატეხზე: მოწითალო მოყავისფრო გარსით შემოფარგლული თეთრი ფერის ერთგვაროვანი მასა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალება. Xა ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორი.
ათქ კოდი: B01AF01


მიღების ჩვენებები
- ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფიოლაქტიკა მოზრდილ პაციენტებში, არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით, ერთი ან რამდენიმე რისკ-ფაქტორით, როგორიც არის გულის შეგუბებით უკამრისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ≥75 წელი ასაკი, შაქრიანი დიაბეტი, გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა.
- ღრმა ვენების (ღვთ) თრომბოზის და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) მკურნალობა და ღვთ-ს და ფათე-ს რეციდივის პროფილაქტიკა მოზრდილებში.

გამოყენების მეთოდი და დოზები
შიგნით მისაღებად.
ქსარელტო® 15 მგ და 20 მგ უნდა მიიღონ ჭამის დროს.

ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა პაციენტებში არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით.
რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს (1 ტაბლეტი) 1-ჯერ დღეში ყოველდღე. პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <50-30მლ/წთ), რეკომენდებული დოზა შეადგენს 15 მგ-ს 1-ჯერ დღეში ყოველდღე.
ქსარელტო® 15 მგ და ქსარელტო® 20 მგ ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს (იხ. განყოფილება <<ფარმაკოკინეტიკა>>).
პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა, უშუალოდ მიღების წინ შეიძლება ქსარელტოს ტაბლეტის დაფხვნა, წყალთან ან ისეთ მსუბუქ საკვებთან შერევა, უშუალოდ მიღების წინ, როგორიც არის ვაშლის პიურე და პერორალურად მიწოდება. ქსარელტო® 15 მგ და ქსარელტო® 20 მგ დაფხვნილი ტაბლეტების მიღების შემდეგ საჭიროა საკვების მიღება.
ქსარელტოს დაფხვნილი ტაბლეტის შეყვანა შეიძლება კუჭის ზონდის საშუალებით. ქსარელტოს მიღების წინ საჭიროა ზონდის კუჭში ყოფნაში დარწმუნება. დაფხვნილი ტაბლეტის შეყვანა უნდა მხდეს მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, ზონდის საშუალებით, რის შემდეგაც საჭიროა მისი წყლით ჩარეცხვა. (იხ. <<ფარმაკოკინეტიკა>>).
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ ნარჩუნდება ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის რისკ-ფაქტორები.

მოქმედება დოზის გამოტოვების შემთხვევაში
თუ რიგითი დოზის მიღება გამოტოვებულია, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ქსარელტო® და მომდევნო დღეს გააგრძელოს პრეპარატის მიღება რეკომენდებული რეჟიმით. არ შეიძლება დოზის გაორმაგება, გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

მაქსიმალური დღიური დოზა
პრეპარატის რეკომენდებული მაქსიმალური დოზა შეადგენს დღეში 20მგ-ს.

ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) მკურნალობა და განმეორებითი ღვთ-ს პროფილაქტიკა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) მკურნალობა და განმეორებითი ფათე-ს პროფილაქტიკა
პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ-ს 2-ჯერ დღეში პირველი 3 კვირის განმავლობაში, შემდგომში ქსარელტო® 20 მგ-ს დღეში ერთხელ ღრმა ვენების განმეორებითი თრომბოზის ან ფილტვის არტერიის განმეორებითი თრომბოზის ხანგრძლივი თერაპიის და პროფილაქტიკისთვის.
ქსარელტო® 15 მგ და ქსარელტო® 20 მგ ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს (იხ. განყოფილება <<ფარმაკოკინეტიკა>>).
პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა, უშუალოდ მიღების წინ შეიძლება ქსარელტოს ტაბლეტის დაფხვნა, წყალთან ან ისეთ, უშუალოდ მიღების წინ, მსუბუქ საკვებთან შერევა, როგორიც არის ვაშლის პიურე და პერორალურად მიწოდება. ქსარელტო® 15 მგ და ქსარელტო® 20 მგ დაფხვნილი ტაბლეტების მიღების შემდეგ საჭიროა საკვების მიღება.
ქსარელტოს დაფხვნილი ტაბლეტის შეყვანა შეიძლება კუჭის ზონდის საშუალებით. მიღების წინ საჭიროა ზონდის კუჭში ყოფნაში დარწმუნება. დაფხვნილი ტაბლეტის შეყვანა უნდა მოხდეს მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, ზონდის საშუალებით, რის შემდეგაც საჭიროა მისი წყლით ჩარეცხვა. (იხ. <<ფარმაკოკინეტიკა>>).
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ ნარჩუნდება ინსულტის და ვენური თრომბოემბოლიის რისკ-ფაქტორები.

მოქმედება დოზის გამოტოვებისას
რეკომენდებულია პრეპარატის რეგულარული მიღების რეჟიმის დაცვა.
თუ შემდეგი დოზა გამოტოვებულია დღეში ორჯერ 15მგ დოზისას, პაციენმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ქსარელტო®, რათა უზრუნველყოს დღიური 30 მგ. ამისთვის შეიძლება ერთდროულად მიიღოს 15 მგ-იანი ორი ტაბლეტი. შემდეგ დღეს უნდა გაგრძელდეს პრეპარატის რეგულარული მიღება 15 მგ 2-ჯერ დღეში, რეკომენდებული რეჟიმის შესაბამისად.
თუ პრეპარატის მიღება გამოტოვებულია დღეში 20 მგ დოზის მიღებისას, პაციენმა დაუყოვნებლი უნდა მიიღოს ქსარელტო®, რათა უზრუნველყოს დღიური 20მგ დოზა. შემდეგ დღეს უნდა გაგრძელდეს პრეპარატის რეგულარული მიღება დღეში 20მგ დოზით. რეკომენდებული რეჟიმის შესაბამისად.

მაქსიმალური დღიური დოზა
პრეპარატის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზა შეაგენს დღეში
30მგ-ს პირველი 3 კვირის განმავლობაში.
მკურნალობის შემდეგ ფაზაში პრეპარატის რეკომენდებული მაქსიმალური დოზა შეადგენს 20მგ-ს.

დამატებითი ინფორმაცია პაციენტების ცალკეული პოპულაციებისთვის
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ქსარელტო® უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით, რომლებსაც ახლავს კოაგულოპათია, რაც განაპირობებს სისხლდენის კლინიკურად მნიშვნელოვან რისკს (იხ. განყოფილება <<უკუჩვენება>>).
ავადმყოფებში ღვიძლის სხვა დაავადებებით, დოზის ცვლილება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი <<ფარმაკოლოგიური თვისებები/ფარმაკოკინეტიკა>>).
არსებული შეზღუდული მონაცემები, მიღებული პაციენტებიდან ღვიძლის საშუალო სიმძიმის უკმარისობით (კლასი B ჩაილდ-პიუს მიხედვით), მიუთითებს პრეპარატის ფარმაკოლოგიური აქტივობის მნიშვნელოვან გაძლიერებაზე. პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (კლასი ჩ ჩაიდ-პიუს მიხედვით) კლინიკური მონაცემები არ არსებობს (იხ. განყოფილება <<უკუჩვენებები>>).

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისას, პაციენტებში, არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულოვანი ფიბრილაციით
ქსარელტოს® დანიშვნისას პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <80-50მლ/წთ) დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <50-30მლ/წთ) რეკომენდებული დოზა შეადგენს 15მგ 1-ჯერ დღეში.
არსებული შეზღუდული მონაცემები პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30-15მლ/წთ), აჩვენებს რივაროქსაბანის კონცენტრაციის მნიშვნელოვან მომატებას ამ პაციენტებში. ამ კატეგორიის პაციენტებში ქსარელტო® 15მგ, უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.
ქსარელტოს® გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში კრეატინინის კლირენსით <15მლ/წთ O(იხ. პარაგრაფი <<უკუჩვენება>>, <<ფარმაკოლოგიური თვისებები / ფარმაკოკინეტიკა>>).

პაციენტებში ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) სამკურნალოდ და განმეორებითი ღვთ-ს პროფილაქტიკა და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის
ქსარელტოს® დანიშვნისას პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <80-50მლ/წთ) ან თირკმლის ზომიერი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <50-30მლ/წთ) დოზის კორექცია საჭირო არ არის.
არსებული შეზღუდული მონაცემები, მიღებული პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30-15მლ/წთ), აჩვენებს რივაროქსაბანის კონცენტრაციის მნიშვნელოვან მომატებას ასეთ პაციენტებში. ამ კატეგორიის პაციენტების მკურნალობისას, ქსარელტო® უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.
ქსარელტოს® გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში კრეატინინის კლირენსით <15მლ/წთ (იხ. პარაგრაფი <<უკუჩვენება>>, <<ფარმაკოლოგიური თვისებები / ფარმაკოკინეტიკა>>).

ვიტამინ K-ს ანტაგონისტებიდან გადასვლა ქსარელტოზე® ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის, პაციენტებში, არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით
სნშ-ს მაჩვენებლისას - ≤3,0, ვიტამინ K-ს ანტაგონისტებით მკურნალობა უდნა შეწყდეს და დაიწყოს ქსარელტოთი® მკურნალობა. ვიტამინ K-ს ანტაგონისტებიდან ქსარელტოზე® გადასვლისას, ქსარელტოს® მიღების შემდეგ სნშ-ს მაჩვენებლები იქნება შეცდომით გაზრდილი, სნშ არ გამოდგება ქსარელტოს® ანტიკოაგულაციური აქტივობის შესაფასებლად და ამიტომ არ გამოიყენება ამ მიზნისთვის (იხ. ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან’’).

ვიტამინ K-ს ანტაგონისტებიდან გადასვლა ქსარელტოზე® პაციენტებში ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) სამკურნალოდ და მისი განმეორების და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის
სნშ-ს მაჩვენებლისას - ≤2,5, ვიტამინ K-ს ანტაგონისტებით მკურნალობა უდნა შეწყდეს და დაიწყოს ქსარელტოთი® მკურნალობა. ვიტამინ K-ს ანტაგონისტებიდან ქსარელტოზე® გადასვლისას, ქსარელტოს® მიღების შემდეგ სნშ-ს მაჩვენებლები იქნება შეცდომით გაზრდილი, სნშ არ გამოდგება ქსარელტოს® აქტივობის შესაფასებლად, ამიტომ არ გამოიყენება ამ მიზნისთვის (იხ. ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან’’).

ქსარელტოდან® გადასვლა ვიტამინ K-ს ანტაგონისტებზე
არსებობს არასაკმარისი ანტიკოაგულაციური ეფექტის განვითარების შესაძლებლობა ქსარელტოდან® ვიტამინ K-ს ანტაგონისტებზე გადასვლისას. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია უწყვეტი საკმარისი ანტიკოაგულაციური ეფექტის უზრუნველყოფა, ამგვარი გადასვლისას ალტერნატიული ანტიკოაგულანტების საშუალებით. უნდა აღინიშნოს, რომ ქსარელტომ® შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების გაზრდა.
ქსარელტოდან® ვიტამინ K-ს ანტაგონისტებზე გადასვლისას უნდა მიიღონ ვიტამინ K-ს ანტაგონისტები სნშ-ს მაჩვენებელი არ მიაღწევს ≥2,0. გარდამავალი პერიოდის პირველი ორი დღის განმავლობაში უნდა მიიღონ ვიტამინ K-ს ანტაგონისტების სტანდარტული დოზა, შემდგომი მათი სნშ-ს განსაზღვრის მაჩვენებლის შედეგების მიხედვით დანიშვნით. ქსარელტოს® და ვიტამინ K-ს ანტაგონისტების მიღებისას სნშ უნდა გაიზომოს წინა დოზის მიღებიდან არანაკლებ 24 საათის შემდეგ, მაგრამ ქსარელტოს® შემდგომი დოზის დაწყებამდე.
სნშ-ს სარწმუნო განსაზღვრა შეიძლება მოხდეს 24 საათის შემდეგ ქსარელტოს® მიღების შეწყვეტიდან და პრეპარატის უკანასკნელი დოზის მიღებიდან.

პარენტერული ანტიკოაგულანტებიდან ქსარელტოზე® გადასვლა პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ პარენტერულ ანტიკოაგულანტებს ქსარელტოს® გამოყენება უნდა დაიწყოს 0-2 საათით ადრე პრეპარატის (მაგ., დაბალმოლეკულური ჰეპარინი) გეგმიურ პარენტერალურ მიღებამდე ან პრეპარატის (მაგ., არაფრაქცირებული ჰეპარინის ინტრავენური შეყვანა). უწყვეტი პარენტერული შეყვანის შეწყვეტის მომენტში.

ქსარელტოდან® გადასვლა პარენტერულ ანტიკოაგულანტებზე
ქსარელტო® უნდა მოიხსნას და პარენტერული ანტიკოაგულანტის პირველი დოზა შეიყვანონ იმ მომენტში, როდესაც საჭიროა ქსარელტოს® შემდგომი დოზის მიღება.

კარდიოვერსია
ქსარელტოთი მკურნალობის დაწყება ან გაგრძელება შეიძლება პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ კარდიოვერსია.
კარდიოვერსიის ჩატარების შემთხვევაში, საყლაპავიდან ექოკარდიოგრაფიით, პაციენტებში, რომლებიც ადრე არ იტარებდნენ ანტიკოაგულაციურ თერაპიას, ქსარელტოთი მკურბნალობის დაწყება, ანტიკოაგულაცირი ეფექტის უზრუნველსაყოფად, საჭიროა კარდიოვერსიამდე არა ნაკლებ 4 საათით ადრე (იხ. განყოფილება <<ფარმაკოდინამიკა>>, <<ფარმაკოკინეტიკა>>. კარდიოვერსიის ჩატარების დაწყებამდე ყოველი პაციენტისგან საჭიროა დასტურის მიღება, რომ მიიღო ქსარელტო დანიშნულების მიხედვით. კარდიოვერსიას დაქვემდებერებულ პაციენტებში გადაწყვეტილების მიღება მკურნალობის დაწყებაზე და გაგრძელებაზე უნდა მოხდეს ანტიკოაგულაციური მკურნალობის დადგენილი ოქმების გათვალისწინებით.

ბავშვთა ასაკი
ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადაგენილი არ არის.

ხანდაზმული პაციენტები, სქესის, სხეულის მასის ან ეთნიკური კუთვნილების მიხედვით
ამ კატეგორიის ავადმყოფებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გვერდითი მოქმედება
უსაფრთხოების პროფილის მონაცემები
რივაროქსაბანის უსაფრთხოება შეფასდა მე-III ფაზის თერთმეტ კვლევაში, 32625 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც ღებულობდნენ რივაროქსაბანს (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1. გამოკვლეული პაციიენტების რიცხვი, მაქსიმალური დღიური დოზა და თერაპიის ხანგრძლივობა III ფაზის კვლევებში

ჩვენება

პაციენტების რაოდენობა*

მაქსიმალური დღიური დოზა

თერაპიის მაქსიმალური ხანგრძლივობა

ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდა მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის სახსრის ელექტიური პროტეზირება

6 097

10 მგ

39 დღე

ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა, თერაპიულ პაციენტებში რომლებიც ავადმყოფობენ ხანგრძლივად

3 997

10 მგ

39 დღე

ღვთ, ფათე და მკურნალობა და რეციდივის პროფილაქტიკა

4 556

1 – 21 დღე: 30მგ

22-ე დღე და შემდეგ: 20 მგ

21 თვე

ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა, პაციენტებში, წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციით

7 750

20 მგ

41 თვე

ათეროსკლეროზული გართულებების პროფილაქტიკა პაციენტებში მწს-ს შემდეგ

10 225

5 მგ ან 10 მგშესაბამისად, ასმ-ს ან ასმ + კლოპიდოგრელი ან + ტიკლოპიდინის ერთდროული მიღებით

31 თვე

* პაციენტები, რომლებმაც მიიღეს რივაროქსაბანის მინიმუმ ერთი დოზა

რივაროქსაბანის მიმღებ პაციენტებში, არასასურველ რეაქციებზე ყველაზე ხშირ შეტყობინებებს წარმოადგენს სისხლდენები (იხ. განყოფილება 4.4. და <<შერჩევითი არასასურველი რეაქციების აღწერა>> ქვემოთ). ყველაზე ხშირად შეტყობინებული სისხლდენები (≥4 %) იყო ცხვირიდან სისხლენები (5,9 %) და სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან (4,2 %).
რივაროქსაბანის მინიმუმ ერთი დოზის მიმღებმა, სულ დაახლოებით 67%-მა გააკეთა შეტყობინება, არასასურველ მოვლენებზე, რომლებიც განვითარდა მკურნალობის დროს. პაციენტების 22% განიცდიდა არასასურველ მოვლენებს, რომელბიც მკვლევართა შეფასებით, ჩაითვალა თერაპიასთან დაკავშირებულად. ქსარელტო 10მგ-ის მიმღებ პაციენტებში მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის პროტეზირების ჩატარებისას, ასევე სომატური პათოლოგიის მქონე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, სისხლდენის ეპიზოდები შეიმჩნეოდა დაახლოებით 6,8% და 12.6% პაციენტებში, შესაბამისად, ანემია ვითარდებოდა დაახლოებით 5.9% და 2.1% პაციენტებში, შესაბამისად. პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ქსარელტოს 15მგ-ს დღეში ორჯერ, შემდეგ 20მგ-ს დღეში ერთხელ, ღვთ-ს ან ფათე-ს სამკურნალოდ, ან 20მგ-ს დღეში ერთხელ მორეციდივე ღვთ-ს ან ფათე-ს საპროფილაქტიკოდ. სისხლდენის ეპიზოდები ვითარდებოდა პაციენტების დაახლოებით 27.8%-ში, ხოლო ანემია ვითარდებოდა პაციენტების დაახლოებით 2.2%-ში. ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკის მიზნით მკურანლობის მიმღებ პაციენტებში, ნებისმიერი ტიპის ან სიმძიმის სისხლდენის შეტყობინებების სიხშირე იყო 28, 100 პაციენტი/წელი, ხოლო ანემია – სიხშირით 2,5, 100 პაციენტი/წელი. პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მკურნლობას გულ-სისხლძარღვთა მიზეზით, სიკვდილის და მიოკარდის ინფარქტის (მწვავე კორონარული სინდრომის შემდეგ) პროფილაქტიკის მიზნით, ნებისმიერი ტიპის და სიმძიმის სისხლედენების შესახებ შეტყობინებების სიხშირე იყო 22, 100 პაციენტი/წელი. ანემიის შესახებ შეტყობინებები იყო 1.4, 100 პაციენტი/წელი.

არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი
არასასურველი რეაქცუიების სიხშირე, ქსარელტოს მიღების დროს, ტარდება სისტემურ-ორგანოთა კლასების (MedDRA) და სიხშირის მიხედვით, ცხრილში 2.

ისაზღვრება სიხშირის შემდეგი კატეგორიები:
ძალიან ხშირი (≥1/10),
ხშირი (≥ 1/100, <1/10); არახშირი (≥ 1/1000, <1/100); იშვიათი (≥ 1/10 000, <1/1000);
ძალიან იშვიათი (<1/10 000);
უცნობია (არსებული მონაცემებით დადგენა შეუძლებელია).

ცხრილი 2. მკურნალობის დროს განვითარებული ყველა არასასურველი რეაქცია, რომლებზეც პაციენტებმა გააკეთეს შეტყობინება III ფაზის კვლევაში

ხშირი

არახშირი

იშვიათი

უცნობი

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მიხედვით

ანემია (შესაბამისი ლაბორატორიული პარამეტრების ჩათვლით)

თრომბოციტემია (თრომბოციტების მომატებული რიცხვის ჩათვლით) A

 

 

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

 

alergiuli reaqcia, alergiuli dermatiti

 

 

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

სისხლჩაქცევა ტვინში და ქალასშიდა სისხლჩაქცევა, სინკოპე

 

 

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

სისხლჩაქცევა თვალში (კონიუქტივაში სისხლდენის ჩათვლით)

 

 

 

დარღვევები გულის მხრივ

 

ტაქიკარდია

 

 

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ჰიპოტენზია, ჰემატომა

 

 

 

დარღვევევბი სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ღრუს ორგანოების და შუასაყრის მხრივ

სისხლდენა ცხვირიდან, სისხლიანი ხველა

 

 

 

დარღვევები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ

სისხლდენა ღრძილებიდან, სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან (მათ შორის რექტალური), ტკივილები სმტ-ში და მუცლის ღრუს მიდამოში, დისპეფსია, გულისრევა, ყაბზობაA, დიარეა, ღებინებაA

პირის ღრუს სიმშრალე

 

 

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

 

ღვიძლის ფუნქციებში გადახრა

სიყვითლე

 

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ქავილი (გენერალიზებული ქავილის არახშირი შემთთხვევების ჩატვლით), გამონაყარი, ეკქიმოზი, კანის და კანქვეშა სისხკლჩაქცევა

ჭინჭრის ციება,

 

 

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

კიდურების ტკივილიA

ჰემართროზი

კუნთებში სისხლჩაქცევა

 

კომპარტმენტ-სინდრომი, როგორც სისხლდენის გართულება

დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ

სისხლდენა შარდ-სასქესო გზებიდან (ჰემატურიის და მენორაგიისB ჩათვლით), თირკმლის უკმარისობა (სისხლში კრეატინინის, შარდოვანას მომატებით) A

 

 

თირკმლის უკმარისობა/თირკმლის მწვავე უკმარისობა, როგორც ჰიპოპერფუზიის გამომწვევი სისხლდენის გართულება

ზოგადი ხასიათის გართულებები  და რეაქციები შეყვანის ადგილზე

ცხელებაA, პერიფერიული შეშუპება, ზოგადი სისუსტე და ენერგიის დეფიციტი (სწრაფი დაღლის და ასთენიის ჩათვლით)

შეუძლოდ ყოფნა

ლოკალიზებული შეშუპებაA

 

lაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

ტრანსამინაზების მომატება

მომატებული ბილირუბინი, სიხლში მომატებული ტუტე-ფოსფატაზაA,ლდჰA, მომატებული ლიპაზაA, მომატებული ამილაზაA, მომატებული გგტA

კონიუგირებული ბილირუბინის მომატება (ალტ-ს თანმდევი მომატებით ან მის გარეშე)

 

ტრავმები, მოწამლვები და პროცედურების გართულებები

სისხლდენები პროცედურების შემდეგ (პოსტოპერაციული ანემიის და ჭრილობიდან სისხლედნის ჩათვლით), დაბეჟილობა, გამონადენი ჭრილობიდანA

 

სისხლძარღვოვანი ფსევდოანევრიზმაC

 

A: შეიმჩნეოდა ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) დროს, მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდა მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ელექტიური პროტეზირება
B: შეიმჩნეოდა ღვთ-ს, ფათე-ს მკურნალობისას და რეციდივის პროფილაქტიკისას, როგორც ძალიან ხშირი, ქალებში C: შეიმჩნეოდა როგორც არახშირი, ათეროთრომბული ეპიზოდების პროფილაქტიკისას, პაციენტებში, მკს-ს შემდეგ (კანიდან კორონარული ანგიოპლასტიკის შემდეგ).

არჩევითი არასასურველი რეაქციების აღწერა
ქსარელტოს ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმთან დაკავშირებით, მისი გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს ფარული ან გამოვლენილი სისხლდენის რისკის მომატებასთან, ნებისმიერი ქსოვილიდან ან ორგანოდან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოსჰემორაგიული ანემია. ნიშნები, სიმპტომები და სიმძიმე (ლეტალური შედეგის ჩათვლით) განსხვავდება სისხლდენის ადგილდებარეობიდან და ხარისხიდან ან მასშტაბიდან ან ანემიიდან გამომდინარე (იხ. განყოფილება 4.9 <<სისხლდენების მართვა>>). კლინიკურ კვლევებში ლორწოვანი გარსებიდან სისხლდენა (ანუ სისხლდენა ცხვირიდან, სისხლდენა ღრძილებიდან, სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, სისხლდენა შარდ-სასქესო ორგანოებიდან) და ანემია უფრო ხშირად შეიმჩნეოდა რივაროქსაბანით ხანგრძლივი თერაპიისას, ვიტამინ K-ს ანტაგონისტებით თერაპიასთან შედარებით. ამგვარად, შესაბამის კლინიკურ დაკვირვებაზე დამატების სახით, მიზანშეწონილად ითვლება ჰემოგლობინი/ჰემატიოკრიტის ლაბორატორიული კვლევები. სისხლდენის რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტების გარკვეულ ჯგუფებში, მაგალითად, პაციენტებში არაკონტროლირებადი მძიმე არტერიული ჰიპერტენზიით, ან/და ჰემოსტაზზე მოქმედი თანმხლები თერაპიით (იხ. განყოფილება <<ჰემორაგიული რისკი>> განყოფილებაში 4.4). შესაძლოა მენსტრუალური სისხლდენის გაძლიერება ან/და გახანგრძლივება. ჰემორაგიული გართულებები შეიძლება გამოვლინდეს სისუსტით, სიფერმკრთალით, თავბრუსხვევით ან აუხსნელი შეშუპებით, დისპნოეთი ან აუხსნელი შოკით. ზოგიერთ შემთხვევებში, როგორც ანემიის შედეგი შეიმჩნეოდა გულის იშემიის სიმპტომები, როგორიც არის ტკივილი გულმკერდის არეში ან სტენიოკარდია.
ქსარელტოს გამოყენებისას აღინიშნებოდა მძიმე სისხლდენის ცნობილი გართულებები, როგორიც არის კომპარტმენტ-სინდრომი და თირკმლის უკმარისობა, ჰიპოპერფუზიის მიზეზით. შესაბამისად, უნდა მოხდეს სისხლდენის ალბათობის გათვალისწინება, ანტიკოაგულაციური საშუალებების მიმღები ნებისმიერი პაციენტის მდგომარეობის შეფასებიას დროს.

პოსტრეგისტრაციული დაკვირვებები
პოსტრეგისტრაციულ პერიოდში გამოყენებისას, აღინიშნებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები, რომლებსაც ჰქონდათ დროში კავშირი ქსარელტოს მიღებასთან. ამ არასასურველი რეაქციების სიხშირე, რომელთა შესახებ შეტყობინებებს ადგილი ჰქონდა პოსტრეგისტრაციული პერიოდის ჩარჩოებში, ვერ ფასდება.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანგიონევროზული შეშუპება და ალერგიული შეშუპება (III ფაზის გაერთიანებულ კვლევებში, მოვლენები აღინიშნებოდა არახშირად (≥ 1/1000 – <1/100)).
დარღევევბი ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ქოლესტაზი, ჰეპატიტი, (ჰეპატოცელულური დარღვევის ჩათვლით) (III ფაზის გაერთრიანებულ კვლევებში ეს მოვლენები იყო იშვიათი (≥ 1/10000 – < 1/1000)).
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია (III ფაზის გაერთიანებულ კვლევებში, მოვლებნები შეიმჩნეოდა არახშირად: (≥ 1/1000 – < 1/100)).

შეტყობინებები საეჭვო არასასურველ რეაქციებზე
სამკურნალო საშუალების პოსტრეგისტრაციულ საეჭვო არასასურველ რეაქციებზე შეტყობინებებს გააჩნია დიდი მნიშვნელობა. ისინი იძლევა სამკურნალო საშუალების სარგებელი-რისკის ბალანსის განუწყვეტელი მონიტორინგის უზრუნველყოფის საშუალებას. ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სპეციალისტებს თხოვენ გააკეთონ შეტყობინებები ყველა საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ, არასასურველი რეაქციებზე შეტყობინების ნაციონალური სისტემის საშუალებით.

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიურ კომპონენტზე ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ დამხმარე ნივთიერებებზე.
- აქტიური, კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა
- პათოლოგიური ცვლილება ან მდგომარეობა თუ ის განიხილება როგორც მასიური სისხლდენის არსებითი რისკი. მათ მიეკუთვნება:
• საჭმლის მონელებელი ტრაქტის წყლული უახლოეს წარსულში ან საჭმლის მონელებელი ტრაქტის წყლულოვანი დაავადება აქტიურ ფაზაში
• ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, სისხლდენის მაღალი რისკით
• თავის ტვინის ტრავმა უახლოეს წარსულში ან ზურგის ტვინის დაზიანება
• ოპერაცია უახლოეს წარსულში თავის, ზურგის ტვინზე ან თვალებზე
• ქალასშიდა სისხლჩაქცევა უახლოეს წარსულში
• საყლაპავის ვენების დადგენილი ვარიკოზული გაფართოება ან წინასწარგანწყობა
• არტერიოვენური მალფორმაციები
• სისხლძარღვების ანევრიზმები ან ვრცელი ინტრასპინალური ან ინტრაცერებრული სისხლძარღვოვანი დარღვევები.
- ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულაციური საშუალებით, მაგალითად, არაფრაქცირებული ჰეპარინით (აფჰ), დაბალმოლეკულური ჰეპარინები (ენოქსიპარინი, დალტეპარინი და ა.შ.) ჰეპარინის წარმოებულები (ფონდაპარინუქსი და ა.შ.), ორალური ანტიკოაგულაციური საშუალებები (ვარფარინი, დაბიგატრანის ეტექსილატი, აპიქსაბანი და ა.შ.) ერთდროული მკურნალობა, განსაკუთრებული გარემოებების გამოკლებით, ან აფგ-ს დანიშნვის შემთხვევაში დოზებით, ღია ვენური ცენტრალური ან არტერიული კატეტერის შესანარჩუნებლად (იხ. განყოფილება <<ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან>>).
- ღვიძლის დაავადებები, დაკავშირებული კოაგულოპათიასთან და სისხლდენის კლინიკურად მნიშვნელოვან რისკთან, პაციენტების ჩათვლით ღვიძლის ციროზით კლასი B და C ჩაილდ-პიუს კლასიფიაკაციით (იხ. განყოფილება <<ფარმაკოკინეტიკა>>).
- ორსულობა და ლაქტაცია (იხ. განყოფილება <<ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი>>).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთნ
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები
რივაროქსაბანის გამოყოფა ხორციელდება უმთავრესად ღვიძლში მეტაბოლიზმის გზით, რაც განპირობებულია ციტოქრომ P450 სისტემით (CYP 3A4, CYP 2j2) და თირკმლის ექსკრეციის გზით სამკურნალო ნივთიერების შეუცვლელი გამოყოფით, გადამტანების სისტემების P-გპ/Bცრპ (P გლიკოპროტეინი/ძუძუს კიბოს მიმართ მდგრადი ცილა) გამოყენებით.
რივაროქსაბანი არ თრგუნავს და არ აინდუცირებს იზოფერმენტ CYP 3A4-ს და ციტოქრომის სხვა მნიშვნელოვან იზოფორმებს.
ქსაელტოს® და CYP3A4-ის და P გლიკოპროტეინის ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის და ღვიძლის კლირენსის დაქვეითება და ამგვარად, მნიშვნელოვნად გააძლიეროს სისტემური ზემოქმედება.
ქსაელტოს® და აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატის, კეტოკონაზოლის ერთდროული გამოყენება (400მგ ერთხელ დღეში), რომელიც წარმოადგენს CYP 3A4-ის და P გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორს, იწვევდა ქსაელტოს® საშუალო წონასწორული კონცენტრაციის AUC-ს მომატებას 2,6-ჯერ და ზრდიდა ქსაელტოს® საშუალო Cmax-ს 1,7-ჯერ, პრეპარატის ფარმაკოდინამიკური ეფექტების თანმხლები მნიშვნელოვანი გაძლიერებით.
ქსაელტოს® და აივ პროტეაზას ინჰიბიტორის რიტონავირის (600მგ 2-ჯერ დღეში) ერთდროული დანიშვნისას, რომელიც წარმოადგენს CYP 3A4-ის და P გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორს, იწვევდა ქსაელტოს® საშუალო წონასწორული კონცენტრაციის AUC-ს მომატებას 2,5-ჯერ და ზრდიდა ქსაელტოს® საშუალო Cmax-ს 1,6-ჯერ, პრეპარატის ფარმაკოდინამიკური ეფექტების თანმხლები მნიშვნელოვანი გაძლიერებით. ამასთან დაკავშირებით, ქსარელტო® რეკომენდებული არ არის იმ პაცინტებში, რომლებიც იტარებენ სისტემურ მკურნალობას აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით ან აივ პროტეაზას ინჰიბიტორებით (იხ. განყოფილება <<სიფრთილით>>).
კლარითრომიცინმა (500მგ 2-ჯერ დღეში), რომელიც ძლიერად თრგუნავს იზოფერმენტ CYP 3A4-ს და ზომიერად P გლიკოპროტეინს, გამოიწვია რიავროქსაბანის AUC-ს მნიშვნელობის მომატება 1,5-ჯერ და საშუალო Cmax-ის მომატება 1,4-ჯერ. ეს ზრდა მიეკუთვნება AUC-ს და Cmax-ის მერყეობის ნორმას და ითვლება კლინიკურად უმნიშვნელოდ.
ერითრომიცინი (500მგ 3-ჯერ დღეში), რომელიც ზომიერად თრგუნავს იზოფერმენტ CYP3A4-ს და P გლიკოპროტეინს, იწვევდა რიავროქსაბანის AUC-ს და Cmax-ის მომატებას 1,3-ჯერ. ეს ზრდა მიეკუთვნება AUC-ს და Cmax-ის მერყეობის ნორმას და ითვლება კლინიკურად უმნიშვნელოდ.
სუბიექტებში, თირკმლის მსუბუქი უკმარისობით, ერითრომიცინი (500მგ 3-ჯერ დღეში), იწვევდა რივაროქსაბანის საშუალო AUC-ს მომატებას 1.8-ჯერ და ჩმახ-ის მომატებას 1.6-ჯერ, თირკმლის ნორმალუირი ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით, თანმხლები პრეპარატების მიღების გარეშე. სუბიექტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით, ერითრომიცინი იწვევდა რივაროქსაბანის საშუალო AUC-ს მომატებას 2.0-ჯერ და Cmax-ის მომატებას 1.6-ჯერ, თირკმლის ნორმალუირი ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით, თანმხლები პრეპარატების მიღების გარეშე (იხ. განყოფილება <<უსაფრთხოების ზომები და გაფრთხილება>>).
ფლუკონაზოლი (400მგ დრეში ერთხელ), რომელიც არის CYP 3A4-ის, ზომიერი ინჰიბიტორი, იწვევდა რივაროქსაბანის საშუალო AUC-ს საშუალო მაჩვენებლის 1,4-ჯერ და Cmax-ის საშუალო მაჩვენებლის 1,3-ჯერ ზრდას. ეს ზრდა მიეკუთვნება AUC-ს და Cmax-ის მერყეობის ნორმას და ითვლება კლინიკურად უმნიშვნელოდ.
ქსარელტოს® და რიფამპიცინის ერთდროულად დანიშვნა, რომელიც წარმოადგენს CYP 3A4-ის და P გლიკოპროტეინის ძლიერ ინდუქტორს, იწვევს რივაროქსაბანის საშუალო AUC-ს დაქვეითებას დაახლოებით 50%-ით და მისი ფარმაკოდინამიკური ეფექტების პარალელურ შემცირებას. ქსარელტოს და CYP 3A4-ის სხვა ძლიერი ინდუქტორების (მაგალითად, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტონი და კრაზანა) ერთდროულმა დანიშვნამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციის დაქვეითება. CYP 3A4-ის ინდუქტორების გამოყენება საჭიროა სიფრხილით.

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები
ენოქსაპარინის (ერთჯერადი დოზა 40მგ) და ქსარელტოს® (ერთჯერადი დოზა 10მგ) კომბინირებული დანიშვნის შემდეგ, აღინიშნებოდა ადიტიური ეფექტი ანტიფაქტორ Xa-სთან მიმართებაში, რასაც არ ახლდა დამატებითი ეფექტები სისხლის შედედების სინჯზე (პროთრომბინის დრო, (ანთდ). ენოქსაპარინი არ ცვლიდა რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკას).
არ არის აღმოჩენილი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ქსარელტოს® და კლოპიდოგრელს (დარტყმითი დოზა 300მგ, შემდგომი შემანარჩუნებელი დოზების დანიშვნისას - 75მგ) შორის, მაგრამ პაციენტების ქვეჯგუფში აღმოჩენილია სისხლდენის დროის მნიშვნელოვანი გაზრდა, რაც არ კორელირებს თრომბოციტების აგრეგაციასთან და პ-სელექტინის შემცველობასთან ან GPIIბ/IIIა-რეცეპტორთან (იხ. განყოფილება <<უსაფრთხოების ზომები და გაფრთხილება>>).
ქსარელტოს® (15მგ) და ნაპროქსენის (დოზით 500მგ) ერთდროული დანიშვნის შემდეგ, სისხლდენის დროის კლინიკურად მნიშვნელოვანი გახანგრძლივება არ აღინიშნა. მიუხედავად ამისა, ცალკეულ პირებში შესაძლებელია უფრო გამოხატული ფარმაკოდინამიკური პასუხი.
პაციენტების გადასვლისას ვარფარინიდან (სნშ 2,0-3,0) ქსარელტოზე® (20მგ) ან ქსარელტოდან® (20მგ) ვარფარინზე, ზრდიდა პროთრომბინის დრო/სნშ-ს (ნეოპლასტინი) მეტი ხარისხით, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო ეფექტების მარტივი შეჯამებიას (სნშ-ს ცალკეულმა მნიშვნელობებმა შეიძლება მიაღწიოს 12-ს), მაშინ, როდესაც ანთდ-ზე გავლენა, Xa ფაქტორის დათრგუნვა და თრომბინის ენდოგენური პოტენციალი იყო ადიტიური.
გარდამავალ პერიოდში ქსარელტოს® ფარმაკოდინამიკური ეფექტების კვლევის აუცილებლობის შემთხვევაში, აუცილებელი ტესტების სახით, რომლებზეც გავლენას არ ადხენს ვარფარინი, შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტი-Xa, PiCT და HepTest® აქტივობის განსაზღვრა.
დაწყებული ვარფარინის მიღების შეწყვეტის მე-4 დღიდან, ანალიზების ყველა შედეგი (მათ შორის პროთრომბინის დრო პდ და ანთდ, Xa ფაქტორის აქტივობის ინჰიბირება თეპ-ზე (თრომბინის ენდოგენური პოტენციალი), ასახავს მოლოდ ქსარელტოს® გავლენას (იხ. განყოფილება ,,გამოყენების მეთოდი და დოზები’’).
გარდამავალ პერიოდში, ვარფარინის ფარმაკოდინამიკური ეფექტების გამოკვლევის აუცილებლობისას, აუცილებელი ტესტების სახით, რომლებზედაც მინიმალური ხარისხით გავლენას ახდენს ქსარელტო®, სნშ-ს განსაზღვრა შეიძლება გამოყენებულ იქნას რივაროქსაბანის Ctrough-ის მიხედვით (რივაროქსაბანის ბოლო მიღებიდან 24 სთ-ის შემდეგ.
ვარფარინს და ქსარელტოს® შორის არ დაფიქსირებულა არანაირი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.
ქსარელტოს® ტაბლეტები 15მგ და 20მგ მიიღება ჭამის დროს (იხ. განყოფილება <<ფარმაკოკინეტიკური თვისებები/ფარმაკოკინეტიკა>>).

უსაფრთხოების ზომები და გაფრთხილებები
ქსარელტოს® გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება პაციენტებში, გულის ხელოვნური სარქველებით შესწავლილი არ არის, შესაბამისად არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ ქსარელტოს® 20მგ გამოყენება (15მგ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით) უზრუნველყოფს საკმარის ანტიკოაგულაიცურ ეფექტს, პაციენტების მოცემულ კატეგორიაში.
ქსარელტოს® გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მკურნალობას აზოლის ჯგუფის სისტემური სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით (მაგალითად, კეტოკონაზოლი) ან აივ პროტეაზას ინჰიბიტორებით (მაგ., რიტონავირით). ეს სამკურნალწამლო საშუალებები წარმოადგენს იზოფერმენტ CYP 3A4 და P გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორებს. შედეგად, ამ სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გაზარდოს პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაცია, კლინიკურად მნიშვნელოვან დონემდე (საშუალოდ 2.6-ჯერ), რაც ზრდის სისხლდენის რისკს (იხ. განყოფილება <<ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან>>).
აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი ფლუკონაზოლი, CYP 3A4 ზომიერი ინჰიბიტორი, ახდენს ნაკლებად გამოხატულ გავლენას რივაროქსაბანის ექსპოზიციაზე და შეიძლება გამოყენებულ იქნას მასთან ერთად (იხ. განყოფილება <<ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან>>).

ვენური თრომბოემბოლიის მკურნალობა: თირკმელების ფუნქციის დარღვევა
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებში, თირკმლის ზომიერი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <50-30მლ/წთ), რომლებიც ერთდროულად იღებენ პრეპარატებს, რომლებიც პლაზმაში ზრდიან რივაროქსაბანის კონცენტრაციას.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ) რივაროქსაბანის კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს (საშუალოდ 1,6-ჯერ), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის რისკის ზრდა.
შეზღუდულ კლინიკური მონაცემებთან დაკავშირებით აუცილებელია ქსარელტოს® სიფრთხილით გამოყენება ავადმყოფებში, თირკმლის მძიმე უკმარისობით, კრეატინინის კლირენსით <15-30მლ/წთ.
ქსარელტოს® გამოყენება რეკომენდებული არ არის ავადმყოფებში თირკმლის მწვავე უკმარისობით, კრეატინინის კლირენსით <15მლ/წთ, კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო.
პაციენტები თირკმლის მწვავე უკმარისობით ან სისხლდენის მომატებული რისკით და პაციენტები, რომლებიც იღებენ აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო სისტემურ პრეპარატებს ან აივ პროტეაზას ინჰიბიტორებს, მკურნალობის დაწყების შემდეგ უნა იმყოფებოდნენ ექიმის ინტენსიური დაკვირვების ქვეშ, სისხლდენის ფორმით გარტულების ნიშნების დროულად აღმოჩენისთვის.

სისხლდენის რისკი
ქსარელტო®, ისევე როგორც სხვა ანტითრომბოზული პრეპარატები, უნდა გამოიყენონ სიფრთხილით სისხლდენის მომატებული რისკის მქონე პაციენტების მკურნალობისას, მათ შორის თუ აღინიშნება:
- თანდაყოლილი ან შეძენილი მიდრეკილება სისხლდენებისადმი
- არაკონტროლირებული მძიმე არტერიული ჰიპერტენზია
- სისხლძარღვოვანი რეტინოპათია
- თავისა და ზურგის ტვინის სისხლძარვოვანი დაავადებები
- ბრონქოექტაზია ან ფილტვიდან სისხლდენა ანამნეზში
- კუჭ-ნაწლავის დაავადებები აქტიური დაწყლულების გარეშე, რომლებმაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა (მაგალითად, ნაწლავების ანთებითი დაავადებები, ეზოფაგიტი, გასტრიტი, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავდება)
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ქსარელტოს® დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰემოსტაზზე მოქმედ პრეპარატებს (მაგ., ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ), ანტიაგრეგანტები ან სხვა ანტითრომბოზული საშუალებები (იხ. განყოფილება <<ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან>>).
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადების განვითარების რისკი, უნდა განიხილონ შესაბამისი პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარების საკითხი.
ჰემოგლობინის დონის ან არტერიული წნევის აუხსნელი დაქვეითებისას, აუცილებელია სისხლდენის ადგილის ძებნა.

ქირურგიული ჩარევები
თუ აუცილებელია ინვაზიური პროცედურის ჩატარება ან ქირურგიული ჩარევა, ქსარელტოს® მიღება უნდა შეწყდეს, ჩარევამდე მინიმუმ 24 საათით ადრე, ექიმის კლინიკური დანიშნულების საფუძველზე.
თუ პროცედურის გადადება არ შეიძლება, სისხლდენის მომატებული რისკი უნდა შეფასდეს სასწრაფო ჩარევის აუცილებლობასთან შედარებით.
ქსარელტოს® მიღება უნდა განახლდეს ინვაზიური პროცედურის ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ, შესაბამისი კლინიკური მაჩვენებლის მიხედვით და ადეკვატური ჰემოსტაზის პირობებში (იხ. განყოფილება “ფარმაკოლოგიური თვისებები / მეტაბოლიზმი და გამოყოფა”).

ნეიროაქსიალური (ეპიდურული/სპინალური) ანესთეზია
ნეიროაქსიალური (ეპიდურული/სპინალური) ანესთეზიის ჩატარებისას ან თავ-ზურგ-ტვინის პუნქციისას, პაციენტებში, რომლებიც თრომბოემბოლური გართულებების თავიდან აცილების მიზნით ღებულობენ ანტითრომბოზურ პრეპარატებს, არსებობს ეპიდურული ან თავ-ზურგ-ტვინის ჰემატომების განვითარების რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი დამბლა.
აღნიშნული მოვლენების განვითარების რისკი შემდგომში იზრდება მუდმივი ეპიდურული კათეტერების ან ჰემოსტაზზე მოქმედი თანმხლები პრეპარატების გამოყენებისას. რისკის ზრდას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს ტრავმამ ეპიდურული ან თავ-ზურგ-ტვინის პუნქცის დროს ან მრავალჯერადმა პუნქციამ.

ნევროლოგიური დარღვევის სიმპტომების (მაგალითად, ფეხების დაბუჟება ან სისუსტე, ნაწლავთა ან შარდის ბუშტისA დისფუნქცია) გამოვლენის მიზნით საჭიროა პაციენტებისთვის რეგულარული მონიტორინგის ჩატარება. ნევროლოგიური დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
თერაპევტმა ნეიროაქსიალური ანესთეზიის წინ, იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულაციურ საშუალებებს ან ემზადებიან ანტიკოაგულაციური საშუალებების მიღებისთვის, თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით უნდა შეაფასოს პოტენციური სარგებლის და რისკის შეფარდება.
თუმცა, რივაროქსაბანის 15მგ და 20მგ კლინიკური გამოცდილება ასეთ სიტუაციებში არ არსებობს.
ნეიროაქსიალურ (ეპიდურული/სპინალური) ანესთეზიასთან ან სპინალურ პუნქციასთან ერთად რივაროქსაბანის გამოყენებასთან დაკავშირებული სისხლდენის პოტენციური რისკის შესამცირებლად, აუცილებელი რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკური პროფილის გათვალისწინება. ეპიდურული კათეტერის დაყენება ან მოცილება ან ლუმბური პუნქცია, უმჯოჯობესია ჩატარდეს მაშინ, როდესაც რივაროქსაბანის შედედების საწინააღმდეგო მოქმედება ფასდება როგორც დაბალი. მიუხედავად ამისა, თითოეული პაციენტისთვის ზუსტი დრო, ანტიკოაგულაციური ეფექტის საკმარისად დაბალი მაჩვენებლის მისაღწევად, უცნობია
ეპიდურული კათეტერის ამოღებისთვის, ძირითადი ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, ქსარელტოს ბოლო მიღებიდან უნდა გავიდეს დრო, რომელიც უდრის ნახევარგამოყოფის პერიოდზე მინიმუმ 2-ჯერ მეტს, ან არა ნაკლებ 18 საათს, ახალგაზრდა პაციენტებისთვის და 26 საათს ხანდაზმული პაციენტებისთვის (იხ. განყოფილება <<ფარმაკოკინეტიკა>>).
ქსარელტო უნდა დაინიშნოს კათეტერის ამოღებიდან არა უადრეს 6 საათში.
ტრავმული პუნქციის შემთხვევაში, ქსარელტოს დანიშნვა უნდა გადაიდოს 24 საათით.

შეუთავსებლობა
უცნობია

გავლენა ლაბორატორიულ პარამეტრებზე
გავლენა შედედების პარამეტრების სინჯებზე (პროთრომბინის დრო, ანთდ, HepTest®) შეესაბამება მოსალოდნელს, ქსარელტოს® მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით.

ღვთ-ს და ფათე-ს მკურნალობა: ჰემოდინამიკურად არასტაბილური პაციენტები ან პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ თრომბოლიზი ან ფილტვის ემბოლექტომია
რეკომენდებული არ არის ქსარელტოს, როგორც არაფრაქცირებული ჰეპარინის ალტერნატივის სახით გამოყენაბა, პაციენტებში ფილტვის არტერიის ემბოლიით, რომლებიც არიან ჰემოდინამიკურად არასტაბილურნი ან შეიძლება გადიოდნენ თრომბოლიზს ან ფილტვის ემბოლექტომიას, რადგანაც ამ კლინიკური სუტუაციებისთვის ქსარელტოს უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ქსარელტოს® ეფექტურობა და უსაფრთხოება ქალებში, ორსულობის პერიოდში დადგენილი არ არის. ქსარელტოს® გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია.
ქსარელტოს® უსაფრთხოება და ეფექტურობა ქალებში ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის. ამის გათვალისწინებით ქსარელტო® შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ ძუძუთი კვების შეწყვეტის შემდეგ.

რეპროდუქციული ასაკის ქალები
ქსარელტოთი® მკურნალობის დროს, რეპროდუქციული ფუნქციის ქალებში უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები.

გამოყენება პედიატრიაში
ქსარელტოს® ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში დადგენილი არ არის.

სამკურნალო საშუალების გავლენის თავისებურებები ავტომობილის მართვის და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
არსებობს შეტყობინებები თავბრუსხვევის ან გონების დაკარგვის მგომარეობის შესახებ, რამაც შეიძლება გავლენ მოახდინოს ავტოტრანსპორტის მართვის ან პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნება მსგავსი რეაქციები, საჭიროა ავტოტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისგან თავის შეკავება.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: დარეგისტრირებული იყო ჭარბი დოზირების იშვიათი შემთხვევები 600მგ-მდე რივაროქსაბანის მიღებისას, სისხლდენის ან სხვა არასასურველი რეაქციების განვითარების გარეშე. შეზღუდულ შეწოვასთან დაკავშირებით მოსალოდნელია პრეპარატის კონცენტრაციის დაბალი პლატოს განვითარება შემდგომი ზრდის გარეშე თერაპიულზე მაღალი დოზების გამოყენებისას 50მგ და მეტი.
მკურნალობა: რივაროქსაბანის სპეციფიური ანტიდოტი უცნობია. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რივაროქსაბანის შეწოვის დაქვეითებისთვის შეიძლება აქტივირებული ნახშირის გამოყენება. პლაზმის ცილებთან ინტენსიური კავშირის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ რივაროქსაბანი არ გამოთავისუფლება დიალიზით.

სისხლდენების მკურნალობა
თუ პაციენტს, რომელიც იღებს რივაროქსაბანს, განუვითარდა გართულება სისხლდენის სახით, პრეპარატის მიღება უნდა გადაიდოს ან აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა უდნა მოიხსნას. რივაროქსაბანის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5-13 საათს. მკურნალობა უნდა იყოს ინდივიდუალური, სისხლდენის ლოკალიზაციის და სიმძიმის მიხედვით. აუცილებლობისას შეიძლება შესაბამისი სიმპტომური თერაპიის გამოყენება, როგორიც არის მექანიკური კომპრესია (მაგ., ცხვირიდან ძლიერი სისხლდენისს), ქირურგიული ჰემოსტაზი მისი ეფექტურობის შეფასებისთვის ინფუზური თერაპია და ჰემოდინამიკური მხარდაჭერა, სისხლის (ერითროციტული მასა ან ახალგაყინული პლაზმა იმის მიხედვით განვითარდა ანემია თუ კოაგულოპათია) ან თრომბოციტების პრეპარატების გამოყენება.
თუ ზემოჩამოთვლილი ღონისძიებები არ იწვევს სისხლდენის შეჩერებას, შეიძლება დაინიშნოს სპეციფიკური პროკოაგულაციური პრეპარატები უკუმოქმედებისთვის, როგორიც არის პროთრომბნის კომპლექსის კონცენტრატი, აქტივირებული პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატი ან VIIა რეკომბინანტული ფაქტორი (r-FVIIა). თუმცა ქსარელტოს® მიმღებ პაციენტებში, ამჟამად, მოცემული პრეპარატების გამოყენების გამოცდილება ერთობ შეზღუდულია.
სავარაუდოა, რომ პროტამინის სულფატი და ვიტამინი K გავლენას არ მოახდენს ქსარელტოს® შედედების საწინააღმდეგო მოქმედებაზე.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ქსარელტოს® შეზღუდულია ტრანექსამის მჟავას და ატროპინის გამოყენების გამოცდილება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა და ბიოშეღწევადობა
რივაროქსაბანი სწრაფად შეიწოვება; მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა ტაბლეტის მიღებიდან 2-4 საათში.
შიგნით მიღების შემდეგ რივაროქსაბანის აბსორბცია თითქმის სრულია და აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 10მგ დოზის მიღების შემდეგ, მაღალია და შეადგენს 80-100%-ს. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს 10მგ რივაროქსაბანის AUC-ზე (მრუდქვეშა ფართობის <<კონცენტრაცია-დრო>>) ან Cmax-ზე (მაქსიმალური კონცენტრაცია).
20მგ დოზით რივაროქსაბანის უზმოზე მიღების შემდეგ, აბსორბციის შემცირების შედეგად რივაროქსაბანის ბიოშეღწევადობა შეადგენს 66%-ს.
20მგ ქსარელტოს® მიღებისას საკვებთან ერთად შეიმჩნევა AUC-ს საშუალო მაჩვენებლის, უზმოზე მიღებულ მაჩვენებელთან შედარეებით 39%-ით ზრდა, რაც მიუთითებს შიგნით მიღებისას თითქმის სრულ აბსორბციაზე და მაღალ ბიოშეღწევადებაზე. 15მგ და 20მგ ქსარელტოს® მიღება უნდა მოხდეს კვების დროს (იხ. განყოფილება <<<გამოყენების მეთოდი და დოზები>>). საკვების მიღების პირობებში 10მგ, 15მგ, 20მგ ქსარელტო® ხასიათდება დოზების პროპორციულობით.
რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკა ხასიათდება ზომიერი ცვალებადობით; ინდივიდუალური ცვალებადობა (ვარიაციული კოეფიციენტი) შეადგენს 30-40%-ს.
რივაროქსაბანის შეწოვა დამოკიდებულია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის განყოფოლებაზე, რომელშიც ხდება მისი გამოთავისუფლება. არის ცნობები, გრანულების მიღებისას AUC-ს და Cmax-ის, ტაბლეტებთან შედარებით 29% და 56%-ით შემცირების შესახებ, იმ შემთხვევაში როდესაც შეწოვა ხდება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ განყოფილებებში. შემდგომში, როდესაც პრეპარატი თავისუფლდება წვრილი ნაწვავის დისტალურ განყოფილებებში ან ასწვრივ ნაწლავში. საჭიროა რივაროქსაბანის კუჭის დისტალურად შეყვანისგან თავის შეკავება, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის შეწოვის და ამასთან დაკავშირებით, ზემოქმედების შემცირება.
20მგ რივაროქსაბანის (შეყვანილი პერორალურად, დაფხვნილი ტაბლეტის სახით, ვაშლის პიურესთან შერეული ან დაფხვნილი ტაბლეტის სახით წყალში გახსნილი კუჭის ზონდის საშუალებით, რის შემდეგაც მიიღებოდა თხევადი საკვები) ბიოშეღწევადობა (AUC და Cmax) ემთხვეოდა მთლიანი ტაბლეტის მიღების მონაცემებს. რივაროქსაბანის დოზის პროპორციული ფარმაკოკინეტიკური სავარაუდო პროფილის გათვალისწინებით, ამ კვლევაში მიღებული ბიოშეღწევადობის მაჩვენებლები, უფრო მეტად მისაღებია რივაროქსაბანის უფრო დაბალ დოზებთან მიმართებაში.

განაწილება
ადამიანის ორგანიზმში რივაროქსაბანის დიდი ნაწილი (92-95%) დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან, ამასთან, ძირითად დამაკავშირებელ კომპონეტნს წარმოადგენს შრატის ალბუმინი. განაწილების მოცულობა - საშუალო, Vss შეადგენს დაახლეობით 50ლ-ს.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა
რივაროქსაბანი უპირატესად გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით (დანიშნული დოზის დაახლოებით 2/3) შარდით და განავლით თანაბარი შეფარდებით. დოზის ნარჩენი მესამედი ნაწილი გამოიყოფა თირკმლის პირდაპირი ექსკრეციით, უცვლელი სახით, ძირითადად აქტიური თირკმლისმიერი სეკრეციის ხარჯზე.
რივაროქსაბანის მეტაბოლიზმს ახორციელებენ ჩYP 3A4, ჩYP 2ჟ2 იზოფერმენტები, ასევე ციტოქრომ P450 სისტემისგან დამოუკიდებელი ფერმენტები. ბიოტრანსფორმაციის ძირითად მონაკვეთებს წარმოადგენენ მორფოლინური ჯგუფი, რომელიც ექვემდებარება ჯანგვით დეგრადაციას და ჰიდროლიზებადი ამიდური ჯგუფები.
ინ ვიტრო მიღებული მონაცემების მიხედვით როვაროქსაბანი წარმოადგენს სუბსტრატს ცილა-გადამტანებისთვის P-gp (P გლიკოპროტეინი) და Bcrp (ძუძუს კიბოსადმი მდგრადი ცილა).
შეუცვლელი რივაროქსაბანი წარმოადგენს ყველაზე მეტად მნიშვნელოვან ნაერთს ადამიანის პლაზმაში, პლაზმაში მნიშვნელოვანი ან აქტიური მოცირკულირე მეტაბოლიტები აღმოჩენილი არ არის. რივაროქსაბანი, რომლის სისტემური კლირენსიც შეადგენს დაახლოებით 10ლ/სთ-ს, შეიძლება მიეკუთვნოს დაბალი კლირენსის სამკურნალო საშუალებებს. რივაროქსაბანის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი შეადგენს 5-9 საათს ახალგაზრდა პაციენტებში და 11-13 საათს - ხანდაზმულ პაციენტებში.

სქესი/გერიატრიული პაციენტები
ხანდაზმულ პაცეინტებში რივაროქსაბანის კონცენტრაცია პლაზმაში უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდა პაცინტებში, AUC-ს საშუალო მნიშვნელობა დაახლოებით 1,5-ჯერ აჭარბებს შესაბამის მნიშვნელობას ახალგაზრდა პაციენტებში, ძირითადად საერთო და თირკმლის დაქვეითებული კლირენსის შედეგად.
მამაკაცებში და ქალებში ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვავნი განსხვავება არ აღინიშნება.

სხეულის წონა
სხეულის ძალიან დაბალი ან მაღალი მასა (50კგ-ზე ნაკლები და 120კგ-ზე მეტი) მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას ახდენს პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციაზე (განსხვავება შეადგენს 25%-ზე ნაკლებს).

ბავშვთა ასაკი
ბავშვებში და 18 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ეთნიკური განსხვავებები
ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ევროპეოიდული, აფრო-ამერიკული, ლათინოამერიკული, იაპონური ან ჩინური რასის პაციენტებში არ აღინიშნება.

ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობის გავლენა რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკაზე შეისწავლებოდა ავადმყოფებში, რომლებიც დაჯგუფებული იყვნენ ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით (სტანდარტული პროცედურების შესაბამისად კლინიკური გამოკვლევებისას). ჩაილდ-პიუს კლასიფიკაცია გამოიყენება ღვიძლის დაავადების, უპირატესად ღვიძლის ციროზის პროგნოზის შესაფასებლად. პაციენტებში, რომლებშიც იგეგმება ანტიკოაგულაციური თერაპია, ღვიძლის ფუნქციის პრაქტიკულ ასპექტს წარმოადგენს სისხლის შედედების ფაქტორების შემცირებული სინთეზი. ვინაიდან ეს ასპექტი ფასდება კლასიფიკაციის სისტემის შემადგენელი ხუთი კლინიკურ/ბიოქიმიური კვლევიდან მხოლოდ ერთში, პაციენტებში, სისხლდენის განვითარების რისკი შეიძლება არამკაფიოდ კორელირებდეს კლასიფიკაციის სქემასთან. ამასთან დაკავშირებით ანტიკოაგულაციური თერაპიის დანიშნვის გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს მითითებული კლასიფიკაციის მონაცემებისგან დამოუკიდებლად.
ქსარელტო® უკუნაჩვენებია სისხლდენის კლინიკურად მნიშვნელოვანი რისკის განმაპირობებელი კოაგულოპათიებით მიმდინარე ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში. ავადმყოფებში ღვიძლის ციროზით და ღვიძლის უკმარისობის მსუბუქი ხარისხით (კლასი A ჩაილდ-პიუ) რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკა მხოლოდ უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა ჯანმრთელი ადამიანების საკონტროლო ჯგუფის შესაბამისი მაჩვენებლებისგან (საშუალოდ აღინიშნებოდა რივაროქსაბანის AUC-ს ზრდა 1,2 - ჯერ). ჯგუფებს შორის ფარმაკოდინამიკური მახასიათებლების მნიშვნელოვანი განსხვავება არ აღინიშნებოდა.
ავადმყოფებში ღვიძლის ციროზით და ღვიძლის საშუალო უკმარისობით (კლასი B ჩაილდ-პიუ) რივაროქსაბანის საშუალო AUC მნიშვნელოვნად მომატებული იყო (2,3-ჯერ) ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით სამკურნალწამლო ნივთირების კლირენსის მნიშვნელოვანი დაქვეითების შედეგად, რაც მიუთითებს ღვიძლის სერიოზულ დაავადებაზე. Xa ფაქტორის აქტივობის დათრგუნვა გამოხატული იყო უფრო ძლიერად (2,6-ჯერ) ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. პროთრომბინის დრო ასევე, 2,1-ჯერ აჭარბებდა ჯანმრთელი მოხალისეების მონაცემებს. პროთრომბინის დროის გაზომვის საშუალებით ფასდებოდა კოაგულაციის გარეგანი გზა, რომელიც მოიცავს ღვიძლში სინთეზირებულ შედედების VII, X, V, II და I ფაქტორებს.
პაციენტები, ღვიძლის ზომიერი სიმძიმის უკმარისობით, უფრო მგრძნობიარენი იყვნენ რივაროქსაბანის მიმართ, რაც ვლინდებოდა რივაროქსაბანის პლაზმური კონცენტრაციის და პროთრომბინის დროის უფრო მჭიდრო ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური ურთიერთკავშირით.
ქსარელტო უკუნაჩვენებია პაციენტებში, ღვიძლის დაავადებებით, რომლებიც ასოცირებულია კიოაგულოპათიასთან და სისხლდენის განვიითარების კლინიკურად მნიშვნელოვან რისკთან, მათ შორის პაციენტებში, ღვიძლის ციროზით და ღვიძლის უკმარისობით, კლასი B და C ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით.

თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნება რივაროქსაბანის მოქმედების დონის, კრეატინინის კლირენსით განსაზღვრული თირკმლის ფუნქციის უკუპროპორციული ზრდა.
ავადმყოფებში, კრეატინინის კლირენსით 80-50 მლ/წთ, <50-30მლ/წთ ან <30-15მლ/წთ აღინიშნებოდა რივაროქსაბანის პლაზმური კონცენტრაციის (AUC) მომატება 1,4-, 1,5- და 1,6-ჯერ, შესაბამისად.
ფარმაკოდინამიკური ეფექტების შესაბამისი ზრდა იყო უფრო გამოხატული.
პაციენტებში, კრეატინინის კლირენსით 80-50 მლ/წთ, <50-30მლ/წთ ან <30-15მლ/წთ, სისხლის Xა ფაქტორის აქტივობის საერთო დათრგუნვა ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით გაიზარდა 1,5, 1,9, და 2-ჯერ; პროთრომბინის დროის შესაბამისი გაზრდით 1,3, 2,2 და 2,4-ჯერ.
ქსარელტოს® გამოყენების მონაცემები, პაციენტებში, კრეატინინის კლირენსით <15მლ/წთ, არ არსებობს, ამასთან დაკავშირებით ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ქსარელტოს® დანიშნვისას პაციენტებში, კრეატინინის კლირენსით 30-15მლ/წთ საჭიროა სიფრთხილე.
პაციენტებს, თირკმლის მძიმე უკმარისობით, ძირითად დაავადებასთან დაკავშირებით, გააჩნიათ სისხლდენის და თრომბოზის მაღალი რისკი.

CYP 3A4-ის ძლიერი ინდუქტორების ერთობლივი შეყვანა
I ფაზის კვლევაში ქსარელტოს ერთობლივმა შეყვანამ CYP 3A4-ის და P-გპ ძლიერ ინდუქტორთან, რიფამპიცინთან, გამოიწვია რივაროქსაბანის AUC-ს მაჩვენებლის დაახლოებით 50%-იანი შემცირება, მისი ფარმაკოდინამიკური ეფექტების თანმხლები შემცირებით (იხ. განყოფილება <<ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები>>)
IIბ ფაზის კვლევაში რივაროქსაბანის დოზირების ადაპტირებული რეჟიმის (30მგ დღეში ორჯერ მკურნალობის პირველი 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ 20მგ დღეში ორჯერ) ფარმაკოკინეტიკა/ფარმაკოდინამიკა, შეისწავლებოდა 19 პაციენტში, რომლებსაც მკურნალობდნენ ღვთ-სთან ან ფათე-სთან დაკავშირებით და რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ CYP 3A4-ის და P-gp-ს ძლიერ ინდუქტორს (რიფამპიცინს ან ფენიტოინს). ამ პაციენტების დოზირების ადაპტირებულმა რეჟიმმა გამოავლინა ზემოქმედების და ფარმაკოდინამიკის იგივე მაჩვენებელი რაც პაციენტებში, რომლემბსაც ღვთ-თან დაკავშირებით მკურნალობდნენ (15მგ დღეში ორჯერ პირველი 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ 20მგ დღეში ერთხელ), CYP 3A4-ის ძლიერი ინდუქტორის თანმხლები შეყვანის გარეშე.

ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ქსარელტო® - სისხლის Xa ფაქტორის მაღალსელექციური პირდაპირი ინჰიბიტორი, რომელსაც შიგნით მიღებისას ახასიათებს ბიოშეღწევადობა.
სისხლის X ფაქტორის აქტივაცია, Xa ფაქტორის წარმოქმნით გარეგანი და შინაგანი გზით, ცენტრალურ როლს თამაშობს კოაგულაციის კასკადში. სისხლის Xa ფაქტორი უშუალოდ გარდაქმნის პროთრომბინს თრომბინად პროთრომბინაზული კომპლექსით და ეს რეაქცია, საბოლოოდ იწვევს ფიბრინული კოლტის წარმოქნას და თრომბოციტების აქტივაციას თრომბინით. კოაგულაციური კასკადის მაამპლიფიცირებელი ბუნების გამო Xa ფაქტორის ერთი მოლეკულა იწვევს თრომბინის 1000 მოლეკულაზე მეტის წარმოქმნას. ამის გარდა, Xa ფაქტორით განპირობებული, პროთრომბინაზასთან დაკავშირებული რეაქციის სისწრაფე, თავისუფალი Xა ფაქტორით განპირობებულ რეაქციის სისწრაფესთან შედარებით იზრდება 300000-ჯერ და იწვევს თრომბინის <<აფეთქების მსგავს>> წარმოქმნას. Xა ფაქტორის სელექციურ ინჰიბიტორებს შეუძლიათ თრომბინის ამგვარი წარმოქმნის შეწყვეტა. ამის შედეგად, ქსარელტო® ცვლის სისხლის შედედების სხვადასხვა სპეციფიკური და ზოგადი სინჯების შედეგებს.
Xa ფაქტორის აქტივობის დათრგუნვა დოზადამოკიდებულია. ქსარელტო® ავლენს დოზადამოკიდებულ გავლენას პროთრომბინის დროზე და ახლოს კორელირებს პლაზმურ კონცენტრაციასთან (რ=0,98), თუ ანალიზისთვის გამოიყენება Nეოპლასტინ® ნაკრები. სხვა რეაქტივების გამოყენებისას შედეგები განსხვავებული იქნება. მოწყობილობის ჩვენება უნდა გაიზომოს წამებში, რადგან სნშ (საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება) დაკალიბრებულია და ვალიდირებულია მხოლოდ კუმარინებისთვის და არ შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა ანტიკოაგულანტებისთვის.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიურ კვლევაში ფასდებოდა რივაროქსაბანის ფარმაკოდინამიკის შექცევადობა პროთრომბინის კომპლექსის (პკკ) ორი სხვა კონცენტრატის გავლენით. ჯანმრთელ მოხალისეებში (ნ=22) იკვლევდნენ ერთჯერადი დოზების (50 მე/კგ) 3-ფაქტორიან პკკ-ს (ფაქტორები (II, IX და X) და 4-ფაქტორიან პკკ-ს (ფაქტორები II, VII, IX და X). სამფქტორიანი პკკ იწვევდა პთდ Neoplastin® საშუალო მაჩვენებლების შემცირებას, დაახლოებით 1.0 წამით, 30 წუთის განმავლობაში, 4-ფაქტორიანი პკკ-ს შემთხვევაში დაკვირვებად დახლოებით 3.5 წამიან შემცირებასთან შედარებით. ამავე დროს 3-ფაქტორიანი პკკ ავლენდა უფრო მნიშვნელოვან და უფრო სწრაფ ზოგად გავლენას ენდოგენური პროთრომბინის ცვლილებების მიმოქცევაზე, ვიდრე 4-ფაქტორიანი პკკ (იხ. განყოფილება <<ჭარბი დოზირება>>).
პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს იღებენ ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) სამკურნალოდ და განმეორებითი ღვთ-ს ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის, ტაბლეტის მიღებიდან (ანუ, მაქსიმალური ეფექტის მიღწევის დროს) 2-4 საათის შემდეგ პროთრომბინის დროის 5/95 პროცენტილი (Neoplastin®) ვარირებს 16-33 წამამდე 15მგ დღეში ორჯერ დოზისთვის და 15-30 წამამდე დღეში 20მგ დოზისთვის, შესაბამისად.
პაციენტებში, წინაგულების არასარქვლოვანი წარმოშობის ფიბრილაციით, რომლებიც პრეპარატს იღებენ ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის, ტაბლეტის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ (ანუ, მაქსიმალური ეფექტის მიღწევის დროს) პროთრომბინის დროის 5/95 პროცენტილი (Neoplastin®) ვარირებს 14-40 წამამდე ერთჯერადი მიღებისას დოზით 20მგ და 10-50 წამამდე პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით დღეში 15მგ მიღებისას.
ქსარელტო® აგრეთვე დოზადამოკიდებულად ზრდის აქტივირებულ ნაწილობრივ თრომპობლასტინის დროს და HepTest® შედეგს. თუმცა ამ პარამეტრების გამოყენება რეკომენდებული არ არის ქსარელტოს® ფარმაკოდინამიური ეფექტების შესაფასებლად. ქსარელტო® აგრეთვე გავლენას ახდენს სისხლის Xa ანტიფაქტორის აქტივობაზე, თუმცა კალიბრაციის სტანდარტები არ არსებობს.
ქსარელტოთი® მკურნალობის პერიოდში სისხლის შედედების პარამეტრების მონიტორინგი აუცილებელი არ არის.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ქსარელტოს კლინიკური კვლევების პროგრამა შემუშავდა იმისთვის, რომ დამტკიცებულიყო ქსარელტოს ეფექტურობა ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკასთან მიმართებაში, პაციენტებში წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციით (წფ).

ბაზისურ, ორმაგ, ბრმა კვლევაში ROCKET-AF 14 264 პაციენტი რანდომიზებული იყო 2 ჯგუფად. პირველი ჯგუფი ღებულობდა ქსარელტოს 20მგ პერორალურად, დღეში ერთხელ (15მგ პერორალურად, პაციენტებისთვის, თირკმლის საშუალო ხარისხის უკმარისობით (კკ: <50-30მლ/წთ)), მეორე – ღებულობდა ვარფარინს, დოზას რომელის ტიტრირება ხდებოდა სამიზნე სნშ-ს (2.5) მიიღებამდე (თერაპიული დიაპაზონი 2.0-3.0). მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 19 თვეს და მკურნალობის მაქსიმალურმა ხანგრძლივობამ შეადგინა 41 თვე. პაციენტების 34.9% იღებდა მკურნალობას ასმ-ის გამოყენებით, პაციენტების 11.4% იღებდა მკურნალობას ანტიარითმიული პრეპარატებით (კლასი III), ამიოდარონის ჩათვლით.
ამის გარდა, ძირითადი მეორეული საბოლოო წერტილების განვითარების სიხშირე (ინსულტის, ცნს-ის გარე სისტემური ემბოლიის და სისხლძარღვოვანი დაავდებით სიკვდილის შერწყმა, ასევე ინსულტის, ცნს-ის გარე სისტემური ემბოლიის, მიოკარდის ინფარქტის (მი) და სისხლძარღვოვანი დაავადებით სიკვდილის დამატება) ასევე მნიშვნელოვანი იყო (იხ. ცხრილი 3). უსაფრთხოების საბოლოო ძირითადი წერტილის განვითარების სიხშირე (მასიური და კლინიკურად მნიშვნელოვანი არამასიური სისხლდენები) იყო მსგავსი, მკურნალობის ორივე ჯგუფში (იხ. ცხრილი 4).

ცხრილი 3: III ფაზის კლინიკური კვლევის ROCKET - AF ეფექტურობის შედეგები

კვლევის პოპულაცია

პაციენტები წინაგულების არასარქვლოვაბნი ფიბრილაციითa)

მკურნალობის დოზირება

ქსარელტო 20მგ პერორალურად დღეში ერთხელ (15მგ პერორალურად დღეში ერთხელ პაციენტებისთვის კკ-ით

N=7 061

მოვლენათა სიხშირე

(100 პაციენტი-წელი)

ვარფარინი, შერჩეული დოზით სნშ-ს სამიზნე დონის (2.5) მიიღებამდე (თერაპიული დიაპაზონი 2.0-3.0).

N=7 082

მოვლენათა სიხშირე

(100 პაციენტი-წელი)

რისკების თანაფარდობა

(95% სი)

p-მნიშვნელობა

ინსულტი და სისტემური ემბოლია, ცნს-ის გარე*

269

(2,12)

306

(2,42)

0,88

(0,74-1,03)

0,117

ინსულტი და სისტემური ემბოლია, ცნს-ის გარე და სიკვდილი სიხლძარვოვანი დაავადებით*

572

(4,51)

609

(4,81)

0,94

(0,84-1,05)

0,265

ინსულტი და სისტემური ემბოლია, ცნს-ის გარე და სიკვდილისი სხლძარვოვანი დაავადებით  და მი*

659

(5,24)

709

(5,65)

0,93

(0,83-1,03)

0,158

ინსულტი

253
(1,99)

281
(2,22)

0,90
(0,76 – 1,07)
0.221

სისტემური ემბოლია, ცნს-ის გარე**

20
(0,16)

27
(0,21)

0,74
(0,42 – 1,32)
0.308

მიოკარდის ინფარქტი

130
 (1,02)

142
(1,11)

0,91
(0,72 – 1,16)
0,464

a) უსაფრთხოების შესასწავლი პოპულაცია, მკურნალობის პერიოდში

* სტატისტიკურად მეტი
** ნომინალური მაჩვენებელი

ცხრილი 4: III ფაზის კლინიკური კვლევის ROCKET - AF უსაფრთხოების შედეგები

კვლევის პოპულაცია

პაციენტები წინაგულების არასარქვლოვაბნი ფიბრილაციით a)

მკურნალობის დოზირება

ქსარელტო 20მგ პერორალურად დღეში ერთხელ (15მგ პერორალურად დღეში ერთხელ პაციენტებისთვის კკ-ით

N=7 111

მოვლენათა სიხშირე

(100 პაციენტი-წელი)

ვარფარინი, შერჩეული დოზით სნშ-ს სამიზნე დონის (2.5) მიიღებამდე (თერაპიული დიაპაზონი 2.0-3.0).

N=7 125

მოვლენათა სიხშირე

(100 პაციენტი-წელი)

რისკების თანაფარდობა

(95% სი)

p-მნიშვნელობა

მასიური და კლინიკურად მნიშვნელოვანი არამასიური სისხლდენები

1475

(14,91)

1449

(14,52)

1,03

(0,96-1,11)

0,442

მასიური სისხლდენები

395

(3,60)

386

(3,45)

1,04

(0,90-1,20)

0,576

სიკვდილი **

27

(0,24)

55

(0,48)

0,50

(0,31-0,79)

0,003

სისხლდენები სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებში **

91

(0,82)

133

(1,18)

0,69

(0,53-0,91)

0,007

ქალასშიდა სისხლჩაქცევები **

55

(0,49)

84

(0,74)

0,67

(0,47-0,93)

0,019

ჰემოგლობინის დონის ვარდნა **

305

(2,77)

254

(2,26)

1,22

(1,03-1,44)

0,019

ორი ან მეტი ერთეული

183

(1,65)

149

(1,32)

1,25

(1,01-1,55)

ერითროციტული მასის ან სისხლის გადასხმა **

   

0,044

კლინიკურად მნიშვნელოვანი არამასიური სისხლდენები

1185

(11,80)

1151

(11,37)

1,04

(0,96-1,13)

0,345

a) უსაფრთხოების შესასწავლი პოპულაცია, მკურნალობის პერიოდში

** ნომინალური მაჩვენებელი

კარდიოვერსია
ჩატარდა პროსპექტული, რანდომიზებული, ღია, მულტიცენტრული, დამკვირვებლობითი კვლევა საბოლოო წერტილების ბრმა შეფასებით (X-VERT).
ჩართულია 1504 პაციენტი (ისინი, რომლებსაც მკურნალობა დაენიშნათ პირველად, ასევე ისინი, რომლებიც უკვე იღებენ პერორალურ ანტიკოაგულაციურ საშუალებებს) წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციით, რომლებისთვისაც ნაჩვენებია კარდიოვერსია, რივაროქსაბანის და ვიტამინ K-ს ანტაგონისტების შედარების მიზნით, სნშ-ს მიხედვით დოზების შერჩევით (რანდომიზაცია შეფარდებით 2:1), რომლებიც გამოიყენება გულ-სისხლძარღვთაA მოვლენების საპროფილაქტიკოდ. კვლევის დიზაინი ვარაუდობდა კარდიოვერსიის ორი სტრატეგიის შესწავლას – ადრეულის და გადავადებულის. პირველ ვარიანტში ატარებდნენ საყაპავის გზით ექოგარდიოგრაფიას, ელექტრონულ კარდიოვერსიამდე, მეორეში - ავადმყოფები ღებულობდნენ რივაროქსაბანს, ვიტამინ K-ს ანტაგონისტს (ჰეპარინის გარეშე), მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში, სინუსური რითმის აღგენის მცდელობამდე. ეფექტურობის მთავარი საბოლოო წერილი (ინსულტის, ტრანზიტორული იშემიური შეტევის, სისტემური ემბოლიის ცნს-ის გარეთ, მიოკარდის ინფარქტის და გულ-სუისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილის ყველა შემთხვევები), დარეგისტრირდა 5 (0.5%) პაციენტში რივაროქსაბანის ჯგუფში (ნ=978) და 5 (1.0%) ვკა-ის ჯგუფში (ნ=492; შრ 0,50; 95% სი 0,15-1,73; მოდიფიცირებული პოპულაცია ITT. უსაფრთხოების მთავარი საბოლოო წერტილი (მასიური სისხლდენები) განვითარდა 6 (0.6%) და 4 (0.8%) პაციენტში რივაროქსაბანის (ნ=988) და ვკა-ს ჯგუფებში, შესაბამისად (შრ 0,76; 95% სი 0,21-2,67; უსაფრთხოების პოპულაცია). ამ დამკვირვებლობით კვლევაში კარდიოვერსიის ჩატარებისას, რივაროქსაბანის და კვა-ს მკურნალობის ჯგუფებში გამოვლინდა მსგავსი ეფექტურობა და უსაფრთხოება.

ღვთ-ს, ფათე-ს მკურნალობა და ღვთ-ს, ფათე-ს რეციდივის პროფილაქტიკა
ქსარელტოს კლინიკური კვლევების პროგრამა შემუშავდა ქსარელტოს ეფექტურობის დასამტკიცებლად, ღვთ-ს და ფათე-ს მკურნალობისას, მწავავე პერიოდში, შემდგომი განუწყვეტელი თერაპიით და მორეციდივე ღვთ-ს და ფათე-ს საპროფილაქტიკოდ. III ფაზის სამ რანდომიზებულ, კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, EINSTEIN ღვთ, EINSTEIN ფათე და გახანგრძლივებული თერაპიის კვლევა EINSTEIN); მონაწილეობა მიიღო 9400-ზე მეტმა პაციენტმა; ამის გარდა, ჩატარდა, კვლევების EINSTEIN ღვთ და EINSTEIN ფათე დამატებითი, წინასწარ დაგეგმილი, გაერთიანებული ანალიზი (იხ. ცხრილი 6).
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა ყველა კვლევაში შეადგენდა 21 თვეს.
კვლევაში EINSTEIN ღვთ ტარდებოდა ქსარელტოს გამოყენების შესწავლა მწვავე ღვთ-ს სამკურნალოდ და ღვთ-ს და ფათე-ს რეციდივების საპროფილაქტიკოდ 3449 პაციენტში მწვავე ღვთ-თი. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენდა 12 თვეს მკვლევარის კლინიკური შეფასებიდან გამოდინარე. მკურნალობის პირველი სამი კვირის განმავლობაში ქსარელტო გამოიყენებოდა 15მგ დღეში ორჯერ, შემდგომში ქსარელტო 20მგ ერჯერადი მიღებით.
კვლევაში EINSTEIN ფათე ტარდებოდა ქსარელტოს გამოყენების შესწავლა მწვავე ფათე-ს მკურნალობაში და ღვთ-ს და ფათე-ს რეციდივების საპროფილაქტიკოდ, 4832 პაციენტში, მწვავე ფათე-თი. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენდა 12 თვეს, მკვლევარის კლინიკური შეფასებიდან გამოდინარე. მკურნალობის პირველი სამი კვირის განმავლობაში, ქსარელტო გამოიყენებოდა 15მგ დღეში ორჯერ, შემდგომში ქსარელტო 20მგ, ერჯერადი მიღებით.
კვლევაში EINSTEIN ღვთ და EINSTEIN ფათე, სტანდარტული თერაპიის ჯგუფის პაციენტები, ღებულობდნენ ენოქსიპარინს, რომელიც შეიყვანებოდა როგორც მინიმუმ 5 დღე, ვიტამინ K-ს ანტაგონისტებთან კომბინაციაში, პთდ/სნშ-ს მაჩვენებლის თერაპიული დონის (≥2,0) მიღწევამდე. შემდგომში მკურნალობა გრძელდებოდა პთდ/სნშ-ს მაჩვენებლებით (თერაპიული დიაპაზონის ჩარჩოებში 2.0-3.0) შერჩეული ვიტამინ K-ს ანტაგონისტების დოზებით.

გახანგრძლივებული თერაპიის კვლევებში EINSTEIN ტარდებოდა 1197 პაციენტის შესწავლა, რომლებიც ნამკურნალები იყვნენ ღვთ-ს, ფათე-ს მიზეზით, ღვთ-ს და ფათე-ს რეციდივების საპროფილაქტიკოდ. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენდა 12 თვეს, მკვლევარის კლინიკური შეფასებიდან გამოდინარე. ტარდებოდა შედარება ქსარელტო 20მგ დღეში და პლაცებო.
III ფაზის სამი კვლევიდან EINSTEIN ყველაში გამოიყენებოდა ერთნაირი, წინასწარ განსაზღვრული, ეფექტურობის პირველადი და მეორადი საბოლოო წერტილები. ეფექტურობის პირველად საბოლოო წერტილს წარმოადგენდა სიმპტომური, მორეციდივე ვენური თრომბოემბოლია (ვთე), რომელიც ისაზღვრებოდა როგორც ფატალური და არაფატალური ფათე-ს და ღვთ-ს კომბინაცია.
მეორად წერტილს წარმოადგენდა ღვთ-ს რეციდივის, არაფატალური ფათე-ს და ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილის კომბინაცია.
კვლევაში EINSTEIN ღვთ (იხ. ცხრილი 4) დამტკიცდა, რომ ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილით ქსარელტო არ ჩამორჩება სტანდარტულ თერაპიას, ისევე როგორც ენოქსიპარინი/კვა. ადრე განსაზღვრული მაჩვენებლისთვის სკს (სუფთა კლინიკური სარგებელი) (ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი პლიუს მასიური სისხლდენები) არსებობს შეტყობინებები შეფარდებით რისკზე, რომელიც უდრის 0.67 ((95% სი = 0,47-0,95), ნომინალური პ-მნიშვნელობა პ=0,027) რივაროქსაბანის სასარგებლოდ. უსაფრთხოების პირველადი საბოლოო წერტილის განვითარების მაჩვენებლები (მასიური სისხლდენები ან კლინიკურად მნიშვნელოვანი არამასიური სისხლდენები) ასევე უსაფრთხოების მეორადი საბოლოო წერტილები (მასიური სისხლდენები) იყო მსგავსი მკურნალობის ორივე ჯგუფში.
კვლევაში EINSTEIN ფათე (იხ. ცხრილი 5) დამტკიცდა, რომ ქსარელტო, ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილით, არის ისეთივე ეფექტური (არ ჩამორჩებოდა სტანდარტულ თერაპიას), ისევე როგორც ენოქსიპარინი/ვკა (პ=0,0026 (არანაკლები ეფექტურობისთვის); რისკების შეფარდება: 1,12 (0,75-1,68)).
მაჩვენებლისთვის წინასწარ განსაზღვრული პსბ (ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი პლიუს მასიური სისხლდენები) არის შეტყობინებები შეფარდებით რისკზე, რომელიც შეადგენს 0,85 ((95% სი = 0,63-1,14), ნომინალური პ-მნიშვნელობა პ=0,275).
ჩატარდა EINSTEIN ღვთ და EINSTEIN ფათე კვლევების შედეგების წინასწარ განსაზღვრული გაერთიანებული ანალიზი (იხ. ცხრილი 6).
EINSTEIN გახანგრძლივებული თერაპიის კვლევაში (იხ. ცხრილი 7) ქსარელტო ჯობნიდა პლაცებოს ეფექტურობის პირველადი და მეორადი საბოლოო წეტილების მაჩვენებლებით. რაც შეეხება უსაფრთხოების ძირითად საბოლოო წერტილს (მასიური სისხლდენეები), შეიმჩნეოდა მოვლენების განვითარების უმნიშვნელო, რაოდენობრივად ოდნავ მაღალი სიხშირე, იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ მკურნალობას ქსარელტოთი 20მგ დღეში ერხელ, პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან შედარებით.

ცხრილი 5. III ფაზის კვლევის EINSTEIN ღვთ ეფექტურობის და უსაფრთხოების შედეგები

კვლევის პოპულაცია

3449 პაციენტი, ღრმა ვენების სიმპტომური მწვავე თრომბოზით

დოზები და თერაპიის ხანგრძლივობა

ქსარელტოa)

3, 6 ან 12 თვე

N=1 731

ენოქსიპარინი/ვიტამინ K-ს ანტაგონისტი b)

3, 6 ან 12 თვე

N=1 718

სიმპტომური მორეციდივე ვთე*

36
(2,1%)

51
(3,0%)

სიმპტომური მორეციდივე ფათე

20
(1,2%)

18
(1,0%)

სიმპტომური მორეციდივე ღვთ

14
(0,8%)

28
(1,6%)

სიმპტომური ფათე და ღვთ

1

(0,1%)

0

ფატალური ფათე/ სიკვდილი, სიკვდილი რომლის დროსაც არ შეიძლება ფათე-ს გამორიცხვა

4
(0,2%)

6
(0,3%)

მასიური და კლინიკურად მნიშვნელოვანი არამასიური სისხლდენა

139
(8,1%)

138
(8,1%)

მასიური სისხლდენის ეპიზოდები

14
(0,8%)

20
(1,2%)


a) რივაროქსაბანი 15მგ დღეში ორჯერ, 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ 20მგ დღეში ერთხელ
b) ენოქსიპარინი მინმუმ 5 დღის განმავლობაში ამ თერაპიის დროს დანიშნვით და ვიტამინ K-ს ანტაგგონისტის შემდგომი მიღებით
* p < 0,0001 (არა ნაკლები ეფექტურობა წინასწარ მითითებული რისკების შეფარდებასთან 2,0); რისკების შეფარდება: 0,680 (0,443 1,042), p=0,076 (უპირატესობა)

ცხრილი 6. III ფაზის კვლევის EINSTEIN ფათე ეფექტურობის და უსაფრთხოების შედეგები

კვლევის პოპულაცია

4 832  პაციენტი მწვავე სიმპტომური ფათე-თი

დოზები და თერაპიის ხანგრძლივობა

ქსარელტოa)

3, 6 ან 12 თვე

N=2 419

ენოქსიპარინი/ვიტამინ K-ს ანტაგონისტი b)3, 6 ან 12 თვე

N=2 413

სიმპტომური მორეციდივე ვთე*

50

(2,1%)

44

(1,8%)

სიმპტომური მორეციდივე ფათე

23

(1,0%)

20

(0,8%)

სიმპტომური მორეციდივე ღვთ

18

(0,7%)

17

(0,7%)

სიმპტომური ფათე და ღვთ

0

2

(<0,1%)

ფატალური ფათე/ სიკვდილი, სიკვდილი რომლის დროსაც არ შეიძლება ფათე-ს გამორიცხვა

11

(0,5%)

7

(0,3%)

მასიური და კლინიკურად მნიშვნელოვანი არამასიური სისხლდენა

249

(10,3%)

274

(11,4%)

მასიური სისხლდენის ეპიზოდები

26

(1,1%)

52

(2,2%)

a) რივაროქსაბანი 15მგ დღეში ორჯერ, 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ 20მგ დღეში ერთხელ

b) ენოქსიპარინი მინმუმ 5 დღის განმავლობაში ამ თერაპიის დროს დანიშნვით და ვიტამინ K-ს ანტაგგონისტის შემდგომი მიღებით
* p < 0,0026 (არა ნაკლები ეფექტურობა წინასწარ მითითებული რისკების შეფარდებასთან 2,0); რისკების შეფარდება: 1,123 (0,749 – 1,684)


ცხრილი 7. III ფაზის კვლევის EINSTEIN ღვთ და EINSTEIN ღვთ ფათე ეფექტურობის და უსაფრთხოების გაერთიანებული ანალიზის შედეგები

კვლევის პოპულაცია

8 281 პაციენტი მწვავე სიმპტომური ღვთ–თი და ფათე-თი

დოზები და თერაპიის ხანგრძლივობა

ქსარელტოa)

3, 6 ან 12 თვე

N=4 150

ენოქსიპარინი/ვიტამინ K-ს ანტაგონისტი b)3, 6 an 12 თვე

N=4 131

სიმპტომური მორეციდივე ვთე*

86

(2,1%)

95

(2,3%)

სიმპტომური მორეციდივე ფათე

43

(1,0%)

38

(0,9%)

სიმპტომური მორეციდივე ღვთ

32

(0,8%)

45

(1,1%)

სიმპტომური ფათე და ღვთ

1

(<0,1%)

2

(<0,1%)

ფატალური ფათე/ სიკვდილი, სიკვდილი რომლის დროსაც არ შეიძლება ფათე-ს გამორიცხვა

15

(0,4%)

13

(0,3%)

მასიური და კლინიკურად მნიშვნელოვანი არამასიური სისხლდენა

388

(9,4%)

412

(10,0%)

მასიური სისხლდენის ეპიზოდები

40

(1,0%)

72

(1,7%)



ა) რივაროქსაბანი 15მგ დღეში ორჯერ, 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ 20მგ დღეში ერთხელ
ბ) ენოქსიპარინი მინმუმ 5 დღის განმავლობაში ამ თერაპიის დროს დანიშნვით და ვიტამინ K-ს ანტაგგონისტის შემდგომი მიღებით
* p < 0,0001 (არა ნაკლები ეფექტურობა წინასწარ მითითებული რისკების შეფარდებასთან 1.750); რისკების შეფარდება: 0,886 (0,661 – 1,186)

ცხრილი 8. III ფაზის კვლევის EINSTEIN ღვთ ეფექტურობის და უსაფრთხოების გახანგრძლივებული მკურნალობის შედეგები

კვლევის პოპულაცია

1197 პაციენტმა გააგრძელა მორეციდივე ბვენური თრომბოე,ბოლიის მკურნალობა და პროფიოლაქტიკა

დოზები და თერაპიის ხანგრძლივობა

ქსარელტოa)
6 ან 12 თვე

N=602

პლაცებო
6 ან 12 თვე

N=594

სიმპტომური მორეციდივე ვთე*

8
(1,3%)

42
(7,1%)

სიმპტომური მორეციდივე ფათე

2
(0,3%)

13
(2,2%)

სიმპტომური მორეციდივე ღვთ

5
(0,8%)

31
(5,2%)

ფატალური ფათე/ სიკვდილი, სიკვდილი რომლის დროსაც არ შეიძლება ფათე-ს გამორიცხვა

1

(0,2%)

1

(0,2%)

მასიური სისხლდენის ეპიზოდები

4
(0,7%)

0
(0,0%)

კლინიკურად მნიშვნელოვანი არამასიური სისხლდენა

32
(5,4%)

7
(1,2%)



a) რივაროქსაბანი 20მგ დღეში ერთხელ
* პ < 0,0001 (უპირატესობა), რისკების შეფარდება: * პ < 0,0001 (არა ნაკლები ეფექტურობა წინასწარ მითითებული რისკების შეფარდებასთან 1.750); რისკების შეფარდება: 0,886 (0,661 – 1,186)

პედიატრიული პოულაცია
სამკურნალო საშუალებების მომოქცევის კონტროლის ევროპულმა სააგენტომ გადაავადა ქსარელტოს კვლევების შედეგების წარმოდგენის აუცილებლობა პედიატრიული პოპულაციის ერთ ან მეტ სუბპოპულაციაში, თრომბოემბოლური ეპიზოდების სამკურნალოდ.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
14 ან 10 ტაბლეტი ალ/პპ ან ალ/პვქ/პვდქ ბლისტერში.

ქსარელტო® 15მგ
14 ტაბლეტიანი 1, 2, 3 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა ან 10 ტაბლეტიანი 10 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა.

ქსარელტო® 20მგ
14 ტაბლეტიანი 1, 2 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა ან 10 ტაბლეტიანი 10 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა. გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისობის ვადა
3 წელი
არ გამოიყენება პრეპარატის ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი
ბაიერ ფარმა აგ, გერმანია
51368, ლევერკუზენი, გერმანია

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მისამართზე:
220089 მინსკი, ძერჟინსკის გამზ. 57, შენ. 54, მე-14 სართული.
ტელ: +375 (17) 2395420 (30) ფაქსი: +375 (17) 2395439

www.bayerpharma.ru