რევიტი #100დრ

რევიტი


ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ფორთოხლის ფერის მრგვალი ფორმის დრაჟეს.
 
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი  შეიცავს
რეტინოლის აცეტატს (ვიტამინი A) – 0,00086 გ (2500 სე)
ან რეტინოლის პალმიტატს (ვიტამინი A) – 0,00138 გ (2500 სე)
თიამინის ქლორიდი (ვიტამინი B1) – 0,001 გ
ან თიამინის ბრომიდი – (ვიტამინი B1) – 0,00129 გ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) – 0,02 გ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) – 0,035 გ

დამხმარე ნივთიერებები:
ფქვილი, სახამებელი, შაქრის ფხვნილი, პიტნის ზეთი ან საკვები არომატული ესენცია, ცვილი, მზესუმზირას ზეთი, ტალკი.

გამოშვების ფორმა:
დრაჟე

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: 
პოლივიტამინი.
ათქ კლასიფიკაციის კოდი
A11BA

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რევიტი წარმოადგენს პოლივიტამინურ ზოგად მატონიზირებელ პრეპარატს, რომლის თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით: ვიტამინი A, ვიტამინები B1, B2  და ვიტამინი ჩ, რომლებიც  შედიან ფერმენტული სისტემების შემადგენლობაში და აქტიურად ზემოქმედებნ ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციაზე. 
ვიტამინი A უშუალოდ უზრუნველყოფს ცილებისა და ნახშირწყლების ცვლას.
ვიტამინი B1 ხელს უწყობს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B2 წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლის პროცესში. იგი მონაწილეობს მხედველობის ნორმალიზებაში, აგრეთვე ხელს უწყობს კანის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი ჩ მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით, ნახშირწყლების ცვლის, სისხლის შედედების, ქსოვილთა რეგენერაციის პროცესებში. იგი უზრუნველყოფს ორგანიზმის მომატებულ წინააღმდეგობას, ასტიმულირებს B ჯგუფის ვიტამინების ბიოქიმიურ აქტივაციას.

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი თითოეული კომპონენტები ორგანიზმში განიცდიან მათთვის დამახასიათებელი მეტაბოლიტურ გარდაქმნას.

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისათვის
- ჰიპოვიტამინოზების, ორგანიზმის ვიტამინების მიმართ მოთხოვნილების მომატებას (ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური დატვირთვა, არასასურველი გარემო პიროებბი, ორსულობა, არაბალანსირებული კვება, კონტრაცეპტივების მიღების, ავადმყოფობის შემდგომი პერიოდი) ინფექციური და გაცივებით გამოწვეული დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად საკვების მიღებიდან 10-15 წთ-ის შემდეგ.
მოზრდილებში პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი ინიშნება 1 დრაჟეს ოდენობით 2-ჯერ დღეში, მკურნალობის მიზნით – 2 დრაჟე 3-ჯერ დღეში.
11 წლის ასაკის ბავშვებში პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი გამოიყენება 1 დრაჟეს ოდენობით დღეში. 
3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში მკურნალობის მიზნით პრეპარატი გამოიყენება 2 დრაჟე დღეში, 11-დან 14 წლის ასაკის ბავშვებში – 3 დრაჟე დღეში.
მკურნალობის კურსი დგინდება ექიმის მიერ და მისი ხანგრძლივობა შეიძლება შეადგენდეს 1-2 თვეს. პრეპარატის დოზა შესაძლებელია გავზარდოთ ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, რომელთა განვითარებისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
არ მოიპოვება მონაცემები.

ჭარბი დოზირება:
არ არსებობს მონაცემები

განსაკუთრებული მითითებები:
 რევიტისა და სხვა ვიტამინური, განსაკუთრებით ცხიმში ხსნადი პრეპარატების კომბინაცია არ არის რეკომენდებული.


შენახვის პირობები და ვადა:
მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას
 ვარგისიანობის ვადა - 1 წელი
გაიცემა ურეცეპტოთ.

შეფუთვა:
N100 დრაჟე პოლიეთილენის ბოთლის შეფუთვაში.