რომაზულონი 100მლ ფლ

რომაზულანი


ადგილობრივი გამოყენებისა და შიგნით მისაღები ხსნარი


შემადგენლობა
100გ ხსნარი შეიცავს 95.881გ გვირილას თხევად ექსტრაქტს (Chamomillae floridis extract) და 0.037გ აზულენს და დამხმარე ნივთიერებებს: პოლისორბატი 80.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტისეპტიკური და მადეზინფიცირებელი საშუალებები.

ჩვენებები
შინაგანი გამოყენებისათვის: ტრადიციულად გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზოგიერთი ფუნქციური დარღვევის (დისპეფსიის) სიმპტომური მკურნალობისათვის: შებერილობა საკვების მიღების შემდეგ, მეტეორიზმი, საჭმლის მონელების დარღვევა, ასევე გასტრიტის და კოლიტის შემთხვევებში
გარეგანი გამოყენებისათვის: ტრადიციულად გამოიყენება კანზე კომპრესების სახით, როგორც ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, ქავილის საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელი საშუალება შემდეგი დაავადებების დროს: დერმატიტები, ეგზემა, მზით დამწვრობა, ნაწოლები, წვივის ტროფიკული წყლულები, ძუძუს დვრილის ნახეთქები მეძუძურ დედებში, გამოყელვა, კანისა და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება სასქესო ორგანოებისა და უკანა ტანის მიდამოში (ბუასილი, ნახეთქები) ასევე მწერების ნაკბენის შემთხვევებში.
გამოიყენება ადგილობრივად პირისა და ხახის ღრუს ლორწოვან გარსზე როგორც ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური საშუალება;
(ღრძილების ანთების, პაროდონტოზის, კბილების ექსტრაქციის შემდგომი მდგომარეობების, ახალი კბილების ამოჭრისას და პროტეზით გაღიზიანების დროს), იხმარება ლარინგიტის,ფარინგიტის და ტონზილიტის შემთხვევაში. 
ადგილობრივი აპლიკაციების და ვაგინალური გამორეცხვების სახით ანთებით და ქავილით მიმდინარე ვაგინალური დაავადებების დროს.

გვერდითი მოქმედება

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, სხვა გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედებები

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები გამოვლენილი არ არის

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ორსულობისა და ლაქტაციის მიმდინარეობაზე.
მანქანის ტარებისა და დანადგარების მართვის უნარი
პრეპარატი უარყოფითად არ მოქმედებს მანქანის ტარებისა და დანადგარების მართვის უნარზე.

გამოყენების წესი და დოზები
შინაგანი მიღებისათვის: 1/2 ჩაის კოვზი ერთ ჭიქა (200 მლ) თბილ წყალზე 2-3 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 კვირა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის გამეორება.
გარეგანი გამოყენებისათვის: კომპრესების ან ადგილობრივი აპლიკაციების სახით კანზე ან ლორწოვან გარსებზე - 1/2 სუფრის კოვზი ხნარი 1 ლ წყალზე.
ხსნარი შეიძლება გამოყენებულ იქნას ყელში გამოსავლებად, ოყნის და ვაგინალური გამორეცხვებისთვის.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა
შენახვის ვადა 2 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ინახება არა უმეტეს 15ºC ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა
კოლოფში ერთი ფლაკონი 100 მლ ხსნარით.
კოლოფში ერთი ფლაკონი 50 მლ ხსნარით.

მწარმოებელი: ბიოფარმი, რუმინეთი.