სენავალი
კუნელი, მელისა და კატაბალახა
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს კატაბალახას ექსტრაქტს 100მგ, მელისას 100მგ, კუნელს 80მგ, მაგნიუმის ასპარტატს 83მგ, კალიუმის ასპარტატს 35მგ, ნიკოტინამიდს 6მგ.
სხვა ინგრედიენტები: სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი.
კუნელის ბიოლოგიური მოქმედება განპირობებულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსით (ფლავონოიდები, ქოლინი, აცეტილქოლინი, დუბილური ნივთიერებები, ფიტოსტერინები, ტრიტერპენური ნაერთები, ორგანული მჟავები და სხვ.). კუნელის ექსტრაქტი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას გულის ვენურ და ტვინის სისხლძარღვებში. ტრიტერპენური გლიკოზიდები და ფლავონოიდები ახდენს გარკვეულ სპაზმოლიზურ, ჰიპოტენზიურ მოქმედებას, დადებით გავლენას ახდენს ვენური წნევის დონეზე, აუმჯობესებს არტერიოლების და კაპილარების კედლების ელასტიურობას.
კატაბალახას ექსტრაქტი შეიცავს თავისუფალ ბორნეოლს და იზოვალერიანის მჟავას. კატაბალახას ახასიათებს სედაციური ეფექტი, ამცირებს გაღიზიანებას და დაძაბულობას, რაც აღინიშნება ფსიქიური გადატვირთვის და ნევრასთენიის დროს. უძილობისას აღადგენს ნორმალურ ძილს, აგრეთვე ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება.
მელისა შეიცავს ეთერზეთების კომპონენტებს, რომლებსაც ახასიათებს სედაციური მოქმედება, ხსნის ძილის დარღვევას. მაგნიუმის სტეარატი და კალიუმის ასპარტატი აუმჯობესებს მიოკარდიუმის მეტაბოლიზმს. ორგანიზმში კალიუმის და მაგნიუმის არასაკმარისი შემცველობა ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის, კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების, გულის რითმის დარღვევის, მიოკარდიუმის პათოლოგიის რისკს.
ნიკოტინამიდი აუმჯობესებს ნახშირწყლოვან ცვლას, ახასიათებს სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება მათ შორის ტვინის სისხლძარღვებზე, ახასიათებს ჰიპოლიპიდემიური მოქმედება.
ჩვენება:
- დამამშვიდებელი საშუალების სახით გადატანილი სტრესის შემდეგ
- გულის რითმის ნორმალიზაციისთვის
- ჯანსაღი ძილის აღდგენის მიზნით.
გამოყენების მეთოდი და დოზირება:
ინიშნება 1 კაფსულა დღეში საკვების მიღების შემდეგ.
გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია: ალერგიული რეაქციები, მომატებული დაღლილობა.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა, არტერიული ჰიპოტენზია, კუჭის და 12 გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება. ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაცია:
გამოყენებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გამოშვების ფორმა:
ბლისტერში 10 კაფსულა, კოლოფში 3 ბლისტერი.
წარმოებულია:
FORTEX ნუტრასიუტიკალს ოოდ-სთვის, ბულგარეთის რესპუბლიკა.