სოლკორინი 0.6მლ #10ფლ თვ.წვ

სოლკორინი თვალის გელი

(სოლკოსერილი 120 კონცენტრატი)

შემადგენლობა ყოველი გ შეიცავს

სოლკოსერილი 120 კონცენტრატი (საწარმოს შიდა) -----------70.05 მგ

(8.3 მგ მშრალი მასალის სახით)

კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდი (KP) ---------- 0.1 მგ

ცხოველური წარმომავლობა: სოლკოსერილი 120 კონცენტრატი (ძროხა, სისხლი)

არააქტიური: კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმი, D-სორბიტოლის ხსნარი (70%), დინატრიუმის ედეტატის ჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ლაქტატმჟავა, საინექციო წყალი.

გარეგნული აღწერა

უფერო ან ღია ყვითელი ფერის გამჭვირვალე ერთგვაროვანი გელი.

ჩვენებები

კერატოჰელკოზი, რქოვანას დაზიანება, რქოვანას კოროზია გამოწვეული მჟავა ან ტუტე სუბსტანციებით, რქოვანას დეგენერაციული დაზიანება, ბულოზური კერატიტი.

დოზირება და მიღების წესი

ჩაიწვეთეთ 1 წვეთი, დღეში 4-5-ჯერ, კონიუნქტივალურ ტომარაში.

დოზა უნდა შემცირდეს ან გაიზარდოს სიმპტომების მიხედვით.

სიფრთხილის ზომები

-  არ გამოიყენება შემდეგ პაციენტებში.

ამ პრეპარატის ან ძროხის სისხლის ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

 - ქვემოთ მითითებულმა პაციენტებმა გამოყენების წინ კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს, ფარმაცევტს.

1) პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგიული რეაქცია (ჰიპერემია, ქავილი, შეშუპება, გამონაყარი, თვალის ანთება) თვალის წვეთების გამოყენების შედეგად.

2) პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობაზე.

- უკუჩვენებები

1) შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა. მსგავს შემთხვევაში შეწყვიტეთ მიღება.

2) შესაძლოა განვითარდეს დროებითი წვის შეგრძნება

- ზოგადი გაფრთხილებები

1) მოიშორეთ კონტაქტური ლინზები მკურნალობის დროს

2) ორსულობა ან ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციისასა არ დადგენილა უსაფრთხოება

ინფორმაცია პაციენტებისთვის

1) მხოლოდ ოფტალმური გამოყენებისათვის

2) ჩაწვეთებისას არ მოიხვედროთ პირდაპირ თვალზე.

3) დაბინძურების თავიდან ასაცილებლად არ გაუზიაროთ სხვებს.

4) გახსნის შემდეგ, გამოიყენეთ მხოლოდ ერთხელ

- ზოგადი სიფრთხილი ზომა

1) მკურნალობის დროს მოიხსენით კონტაქტური ლინზები.

- შენახვა

1) შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

2) შეინახეთ გრილ ადგილას და მზის სინათლის პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ ადგილას (ნაკლები ტენიანობის პირობებში)

არასანათადო გამოყენების თავიდან ასაცილებლად და რაოდენობის შესანარჩუნებლად, არ გადაიტანოთ სხვა კონტეინერში.

შენახვა: ინახება მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში ოთახის ტემპერატურაზე (1 – 300C) და მზის სინათლის პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა: 5 გ

დაბრუნება ან გაცვლა

ეს პროდუქტი დამტკიცებულია სრულყოფილი ხარისხის შემოწმების შედეგად. შეძენისას, ვადაგასული, მოპარული, გაფუჭებული ან დაბინძურებული პროდუქტი უნდა დაბრუნდეს ან გაიცვალოს შეძენის აფთიაქში ან დისტრიბუტორთან, სამართლიანი ვაჭრობის კომისიის „მომხმარებელთა დავების მოგვარების სტანდარტის“ შესაბამისად.

შესწორების თარიღის შემდეგ (2016.10.07) არსებული შესწორებული ჩანართის შემოწმება შეიძლება ჩვენს ინტერნეტ გვერდზე ან საკონსულტაციო ცენტრში.

შეინახეთ ბავშებისაგან  მიუწვდომელ ადგილას.

ვარგსიანობის ვადა მითითებულია გარეთა კოლოფზე.

P32141-24

მწარმოებელი და დისტრიბუტორი

HANLIM PHARM.CO.,LTD.

2-27, იეონგმუნ-კო, ჩეონ-გუ, იონგინ-სი, გიეონგი-დო, კორეა