StopDemodex® ფინიშ კონტროლ გელი
ატროფიული ნაწიბურების, ჰიპერტროფიული ნაწიბურების, ინერტული ლაქების, ჰიპერპიგმენტაციის და სამკურნალოდ
30 მლ
აქტიური კომპონენტები: კოლაგენი, ჰიალურონის მჟავა, α-ხილ მჟავა, პლაცენტას ჰიდროლიზატი, ვიტამინი C, ვიტამინი PP, ვიტამინი K1,
შემადგენლობა: Aqua, HydrolyzedPlacentalProtein, GlycolicAcid, LaticAcid, TartaricAcid, CitricAcid, MalicAcid, Panthenol, PEG-40 HydrogenatedCastorOil, HydroxyethylCellulose, TocopherylAcetate (vit.E), Niacinamide (vit.PP), AscorbylGlucoside (vit.C), Phytonadi-one (vit.K1), HydrolyzedCollagen, HyaluronicAcid, Menthol, DiazolidinylUrea, SodiumBenzoate, PotassiumSorbate.
მოქმედება: პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია ასკორბინის მჟავის, კოლაგენის და ჟანგბადის რაოდენობის შევსებაზე კანის ბოჭკოებში, რომელთა ნაკლებობაც განაპირობებს ანთებითი პროცესის მხარდაჭერას. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი AXA მჟავები განაპირობებენ მნიშვნელოვან ცვლილებებს დერმაში, ფიბრობლასტებზე მათი მოქმედების წყალობით ძლიერდება კოლაგენის, ელასტინის და ჰიალურონის მჟავის სინთეზი, შედეგად ხდება უჯრედშორისი ძირითადი ნივთიერებების მოცულობის და სისქის ზრდა, რაც განაპირობებს კანის ზედაპირის ერთგვაროვნებას და ნაწიბურების მაქსიმალურად შემცირებას. ნორმაში აყენებს კერატინიზაციის და პიგმენტაციის პროცესს, ასევე ასწორებს კანის მიკრო რელიეფს. მასში შემავალი მჟავები არ უზრუნველყოფენ ანტიოგენეზს, აჩერებენ Demodexfolliculorum-ის გამრავლებას ფოლიკულებში კორნეოციტების შებოჭვის ხარჯზე . პრეპარატის pH-ის განსაზღვრული დონის გამო კანის ზედაპირზე იქმნება მჟავა გარემო, რაც ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გადარჩენას. მკვეთრად გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისების გამო არეგულირებს ჟანგბადის ტრანსპორტირებას ბევრ ბიოქიმიურ რეაქციაში, იღებს კოლაგენის სინთეზში და კანის რეგენერაციაში მონაწილეობას., ახორციელებს ქსოვილოვან სუნთქვას, აუმჯობესებს კანის ზედაპირულ შრეებში სისხლის მიმოქცევას. ქმნის დამაშვიდებელ ფენას კანის ზედაპირზე, რომელიც უჯრედებს აძლევს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას და ახორციელებს აუცილებელ „სარემონტო“ სამუშაოებს. მონაწილეობს ქსოვილების აღდგენასა და ფორმირებაში. აშორებს კომედონებს (შავი წერტილები) და ხელს უშლის მათ ხელმეორედ წარმოქმნას. აუმჯობესებს ქსოვილების სუნთქვას და ამცირებს კანის პიგმენტაციას.
ჩვენება: კანის თვალსაჩინო დეფექტების: ატროფიული ნაწიბურების, ჰიპერტროფიული ნაწიბურების, ინერტული ლაქების, ჰიპერპიგმენტაციის და სამკურნალოდ.
გამოყენების წესი: წაისვით გელის თხელი ფენა ლოკალურად სახეზე მხოლოდ წინასწარ გასუფთავებულ პრობლემურ ადგილებში 2-3 ჯერ დღეში. 2-3 თვის განმავლობაში.
უკუჩვენება: ალერგიული დერმატიტები: (ეგზემა, ჰეირო-დერმატიტი, ატოპიური დერმატიტი) ჰერპესი, პაპულო პუსტულუზური ფერიმჭამელები, არ წაისვათ წამწამების მიდამოებში.
გვერდითი მოვლენები: ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერემია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გელი ჩამოიბანოთ საჭმელი სოდის 1%-იანი ხსნარით
ყურადღება! მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის, თვალში მოხვედრის შემთხვევაში დაიბანეთ წყლით.
შენახვის წესი: შეინახეთ მწარმოებლის შფუთვაში, +5°С-დან +25°С-მდე ტემპერატურული რეჟიმის პირობებში 24 თვე
ვარგისიანობის ვადა და სერიის ნომერი მითითებულია ფლაკონზე.
დამზადების თარიღი: ვარგისიანობის მითითებულ ვადამდე 24 თვით ადრე
გამოყენების ვადა: 24 თვე
მწარმოებელი: უკრაინა, შპს «НВО «ФитоБиоТехнологии»
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: “Ctn georgia” 0159, მარშალ გელოვანის 2
დამზადებულია ხარისხის და ნორმების საერთაშორისო GMP სტანდარტის შესაბამისად (ISO 22716:2007).