ტაიქოლდი პაკ. ჟოლოთი
Paracetamol 500 mg
Paracetamol 500 mg
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გრიპი და გაციება
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი პაკეტი შეიცავს:
პარაცეტამოლი . . . . . . . . . . . . .500 მგ
ქლორფენირამინის მალეატი . . . . . 2 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C). . . 30 მგ.
დამხმარე ნივთიერებები, ნატურალური არომატიზატორი.
მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი.
პარაცეტამოლს ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სუსტი ანტიანთებითი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოთალამუსის უპირატესად თერმორეგულაციის ცენტრში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან.
ქლორფენირამინის მალეატი - H1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების გამტარობას, ცრემლდენას, თვალებისა და ცხვირის ქავილს.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების დროს ავსებს C ვიტამინზე მოთხოვნილებას.
ჩვენება
გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცხვირის "გაჭედვა", ცემინება, კუნთების ტკივილი.
უკუჩვენება
დანიშვნის უკუჩვენებაა პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
პრეპარატის დანიშვნა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების და შინაგან ორგანოთა მძიმე ფუნქციური დარღვევების დროს.
«ტაიქოლდი ჟოლოს არომატით» მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლის, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშვნა.
«ტაიქოლდი ჟოლოს არომატით» სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში.
პრეპარატთან ერთად არასასურველია პარაცეტამოლის შემცველი სხვა საშუალებების მიღება. ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი მოქმედების სამკურნალო საშუალებები (ზოგიერთი საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, რიფამპიცინი, ეთანოლი) პარაცეტამოლთან კომბინაციაში აძლიერებენ მის ჰეპატოტოქსიკურობას.
დოზირება და მიღების წესი
1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ჭიქა ცხელ წყალში.
მოზრდილებში ინიშნება 1 პაკეტი ყოველ 4-6 საათში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 4-ჯერ 24 საათის განმავლობაში. მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 5 დღე.
სასურველია პრეპარატის მიღება გრიპისა და გაციების პირველივე სიმპტომების გამოვლინებისთანავე.
გვერდითი მოვლენები
«ტაიქოლდი ჯოლოს არომატით» არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი, შეფუთვაში 10 პაკეტი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის გარეშე!