ტამოქსიფენი 20მგ #30ტ EBEWE

ტამოქსიფენი აბები



შემადგენლობა:

ყოველი დაუფარავი აბი შეიცავს:
ტამოქსიფენ ციტრატი B.P.          10მგ/20მგ-ის
ტამოქსიფენი                         ექვივალენტური


ფარმაკოდინამიკა:
ტამოქსიფენი წარმოადგენს არასტეროიდულ აგენტს, რომელმაც გამოავლინა ძლიერი ანტიესტროგენული თვისებები ცხოველთა საცდელ სისტემებში. ანტიესტროგენული ეფექტი შეიძლება კავშირში იყოს მის უნართან კონკურენცია გაუწიოს ესტროგენს სამიზნე ქსოვილებში შეკავშირების ადგილებისათვის, როგორიცაა სარძევე ჯირკვალი. ტამოქსიფენი აინჰიბირებს ვირთხების სარძევე ჯირკვლის ინდუქციას, რომელიც გამოწვეულია დიმეთილბენზანტრაცენით და იწვევს უკვე არსებული ჩამოყალიბებული დმბა-თი გამოწვეული სიმსივნეების რეგრესიას. ვირთხის ამ მოდელში, ტამოქსიფენი ამჟღავნებს თავის ანტისიმსივნურ ეფექტს ესტროგენ რეცეპტორებთან შეკავშირების გზით.
ადამიანის სარძევე ჯირკვლის ადენოკარცინომებიდან მიღებულ ციტოზოლებში, ტამოქსიფენი ებრძვის ესტრადილოს ესტროგენ რეცეპტორების ცილებისათვის.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა და განაწილება: - ტამოქსიფენის ერთჯერადი 20 მგ ორალური დოზის მიღების შემდეგ, საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 40 ნგ/მლ (35-45 ნგ/მლ) მიიღწევა დოზირებიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ. პლაზმური კონცენტრაციების დაკლება ორფაზიანია ნახევრად-დაშლის პერიოდით 5-დან 7 დღემდე.  საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია N-დესმეთილ ტამოქსიფენის არის 15ნგ/მლ (10-20ნგ/მლ). 10 მგ ტამოქსიფენის ქრონიკული მიღება დღეში ორჯერ 3 თვის განმავლობაში პაციენტებში იწვევს საშუალოდ ექვილიბრიუმის პლაზმურ კონცენტრაციას 120 ნგ/მლ (67-183 ნგ/მლ) ტამოქსიფენისათვის და 336 ნგ/მლ (148-654 ნგ/მლ) N-დესმეთილ ტამოქსიფენისათვის. ტამოქსიფენის და N-დესმეთილ ტამოქსიფენის ექვილიბრიუმის საშუალო პლაზმური კონცენტრაცია დღეში ერთხელ 20 მგ მიცემით 3 თვის განმავლობაში არის 122 ნგ/მლ (71-183 ნგ/მლ) და 353 ნგ/მლ (152-706 ნგ/მლ) შესაბამისად. მკურნალობის დაწყების შემდეგ, ექვილიბრიუმის კონცენტრაციები ტამოქსიფენისათვის მიიღწევა დაახლოებით 4 კვირაში და ექვილიბრიუმის კონცენტრაციები N-დესმეთილ ტამოქსიფენისათვის მიიღწევა დაახლოებით 8 კვირაში, ამ მეტაბოლიტისათვის სავარაუდო ნახევრად დაშლის პერიოდი შედაგენს 14 დღეს. ექვილიბრიუმის პირობებში ჩატარებულ კვლევებში, რომლის დროს 10 მგ ტამოქსიფენის აბები ეძლეოდათ დღეში ორჯერ შედარებით 20 მგ ტამოქსიფენისა, რომელიც ეძლეოდათ დღეში ერთხელ, ტამოქსიფენის 20 მგ ბიოექვივალენტური იყო 10 მგ ტამოქსიფენის აბებისა.
მეტაბოლიზმი – ტამოქსიფენი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ორალური მიღების შემდეგ. N-დესმეთილ ტამოქსიფენი ადამიანის პლაზმაში ძირითადი მეტაბოლიტია.
N-დესმეთილ ტამოქსიფენის ბიოლოგიური აქტივობა მსგავსია ტამოქსიფენისა. 4-ჰიდროქსიტამოქსიფენი და ტამოქსიფენის გვერდითი ჯაჭვის პირველადი ალკოჰოლ წარმოებული ყველაზე უმცირესი მეტაბოლიტია პლაზმაში. ტამოქსიფენი არის ციტოქრომ P-450 3A 2ჩ9 2D6 სუბსტრატი და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორი.
გამოყოფა – ქალებში ჩატარებულმა კვლევებმა, რომლებიც ღებულობდნენ 14ჩ ტამოქსიფენს უჩვენეს, რომ მიღებული დოზის დაახლოებით 65% ორგანიზმიდან გამოიყოფა 2 კვირის განმავლობაში ფეკალურ მასებთან ერთად, როგორც გამოყოფის პირველადი გზა. პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა პოლარული კონიუგატის სახით, შეუცვლელი წამლით და არაკონიუგირებული მეტაბოლიტით, რომელიც საერთო ფეკალური რადიოაქტივობის არა ნაკლებ 30% წარმოადგენს.
განსაკუთრებული პოპულაცია – ასაკს, სქესს და რასას ტამოქსიფენის ფარმაკოკინეტიკაზე ზეგავლენა არა აქვს. ღვიძლის ფუნქციების ზეგავლენა ტამოქსიფენის მეტაბოლიზმსა და ფარმაკოკინეტიკაზე არ არის დადგენილი.

ჩვენებები:
1) ნაჩვენებია ძუძუს კიბოს სამკურნალოდ, განსაკუთრებით ესტროგენ რეცეპტორ დადებით პაციენტებში.
2) ანოვულაციური უნაყოფობის სამკურნალოდ. 

დოზირება
ძუძუს კიბო: ტამოქსიფენის რეკომენდებული დღიური დოზა ნორმაში არის 20 მგ. უფრო მაღალ დოზებს არანაირი დამატებითი სარგებელი არ მოაქვს (გახანგრძლივებული რემისია ან პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივების გაუჯობესება). არ არსებობს მონაცემები დღეში 30-40 მგ-ით მკურნალობის შესახებ, თუმცა ეს დოზები გამოყენებულ იქნა ზოგიერთ პაციენტში შორსწასული დაავადებით.
მოზრდილი პაციენტები: დოზირების მსგავსი რეჟიმი გამოიყენებოდა უფროსი ასაკის პაციენტებში ძუძუს კიბოთი, ზოგიერთ ამ პაციენტში ის მონოთერპაიის სახით გამოიყენებოდა.
ანოვულაციური ინფერტილობა (უნაყოფობა): ნებისმიერი მკურნალობის კურსის დაწყებამდე, დაწყებითი თუ მომდევნო, ორსულობის არსებობა უნდა გამოირიცხოს. ქალებში, რეგულარული მენსტრუაციით, მაგრამ ანოვულაციური ციკლებით, მკურნალობა უნდა დაიწყოს დღეში 20 მგ-ით, მენსტრუალური ციკლის მე-2, 3, 4 და 5 დღეებში მიცემით. თუ მკურნალობა უშედეგოა (ბაზალური ტემპერატურის არადამაკმაყოფილებელი ჩანაწერები ან მწირი პრე-ოვულაციური ცერვიკალური ლორწო), შემდგომი კურსები ეძლევათ მომდევნო მენსტრუაციის დროს, დოზის გაზრდით ჯერ დღეში 40 მგ-მდე, ხოლო შემდგომ 80 მგ-მდე.
ქალებში არარეგულარული მენსტრუაციით, მკურნალობა იწყება ნებისმიერ დღეს. თუ არ არის ოვულაციის არანაირი ნიშანი, მკურნალობის შემდეგი კურსი უნდა დაიწყოს 45 დღის შემდეგ დოზის მომატებით, როგორც ზემოთ არის აღნიშნული ისე. თუ პაციენტს ეწყება მენსტრუაცია, მომდევნო კურსი იწყება ციკლის მე-2 დღეს.
გამოყენების მეთოდი: - ორალური გამოყენებისათვის.

უკუჩვენებები
მამოფენი უკუნაჩვენები პაციენტებში პრეპარატის ან მისი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. ტამოქსიფენის მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს. საჭიროა პრე-მენოპაუზალური ქალების სწორი სათანადო გამოკვლევა ორსულობის არსებობის გამოსარიცხად ძუძუს კიბოს ან უნაყოფობის მკურნალობის დაწყებამდე.

გაფრთხილება
ზეგავლენა პაციენტებში ძუძუს მეტასტაზური კიბოთი: თუ მამოფენით მკურნალობის პირველი კვირეების განმავლობაში, განვითარდა ჰიპერკალციემია, მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი ზომები, ხოლო რთული შემთხვევების დროს მამოფენის მიღება უნდა შეწყდეს.
ზეგავლენა საშვილოსნოს კიბოსა და საშვილოსნოს სარკომაზე: ავთვისებიანი სიმსივნეების რაოდენობის მატება კავშირშია ტამოქსიფენის მკურნალობასთან. გამომწვევი მექანიზმი უცნობია, მაგრამ შეიძლება დაკავშირებული იყოს ტამოქსიფენის ესტროგენის მსგავსი ეფექტით. საშვილოსნოს სიმსივნეების უმეტესობა, რომლებიც კავშირში არიან ტამოქსიფენთან, კლასიფიცირდებიან, როგორც ენდომეტრიუმის ადენოკარცინომები.
ნებისმიერი პაციენტი, რომელიც ღებულობს ან ადრე ღებულობდა ტამოქსიფენს და რომელიც აღნიშნავს ვაგინალურ სისხლდენას სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოკვლეული. პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ ან ადრე ღებულობდნენ ტამოქსიფენს, უნდა გაიარონ ყოველწლიური გინეკოლოგიური გამოკვლევა და სასწრაფოდ უნდა აცნობონ თავიანთ მკურნალ ექიმს ნებისმიერი გინეკოლოგიური სიმპტომის გამოვლენის შესახებ, როგორებიცაა მოუწესრიგებელი მენსტრუაცია, არანორმალური ვაგინალური სისხლდენა, ცვლილებები ვაგინალურ გამონადენში, ტკივილი მენჯის ღრუში ან წნევა.
ტამოქსიფენის თრომბოემბოლიური ეფექტები: ტამოქსიფენით მკურნალობის დროს აღინიშნება თრომბოემბოლიური მოვლენების განვითარების მატება, ღრმა ვენური თრომბოზების და ფილტვის ემბოლიის ჩათვლით. თუ ტამოქსიფენთან ერთად გამოიყენება ქიმიოთერაპია, შესაძლებელია თრომბოემბოლიური მოვლენების მმედგომი მატება. ძუძუს კიბოს მკურნალობის დროს, საჭიროა კარგად ავწონოთ ტამოქსიფენის საშიშორება და სარგებელი ქალებში, თრომბოემბოლიური მოვლენების ისტორიით.
ზეგავლენა მხედველობაზე: თვალის დარღვევები, როგორებიცაა რქოვანაში ცვლილებები, ფერადი მხედველობის აღქმის დაქვეითება, ბადურას ვენების თრომბოზი და რეტინოპათია აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ტამოქსიფენს. კატარაქტის და კატარაქტარული ოპერაციების საჭიროების მომატებული შემთხვევები აღინიშნება ტამოქსიფენით მკურნალ პაციენტებში.
ორსულობა კატეგორია D: ორსულებში ტამოქსიფენის გამოყენება ზიანს აყენებს ნაყოფს.  სექსუალრურად აქტიური ქალები ტამოქსიფენის მკურნალობის ან მისი შეწყვეტიდან 2 თვის განმავლობაში გაფრთხილებული უნდა იყვნენ არ დაორსულდნენ და იხმარონ ბარიერული ან არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.
ორსულ ქალებში არ არსებობს ადექვატური და კარგად-კონტროლირებადი კვლევები ტამოქსიფენის გამოყენების შესახებ. არის მცირე რაოდენობით შემთხვევები ვაგინალური სისხლდენების, უეცარი აბორტის, სამშობიარო დეფექტების და ნაყოფის სიკვდილისა. თუ ეს პრეპარატი გამოიყენებოდა ორსულობის დროს ან დაორსულდა მკურნალობის მსვლელობისას ან მისი შეწყვეტიდან 2 თვის განმავლობაში, შემთხვევები უნდა შეფასდეს, როგორც პოტენციური საშიშროება ნაყოფისათვის, პოტენციური გრძელვადიანი DES-მსგავსი სინდრომის განვითარების საშიშორების ჩათვლით.

უსაფრთხოების ზომები
ზოგადი: პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ტამოქსიფენს ძუძუს კიბოს სამკურნალოდ თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ხშირად 50.000 – 100 000/მმ3 –მდე, იშვიათად უფრო ნაკლებამდე, პაციენტებში მნიშვნელოვანი თრომბოციტოპენიით, იშვიათად ვითარდება სისხლდენის ეპიზოდები, თუმცა ეს მოვლენები უმნიშვნელოა თუ ტამოქსიფენის მკურნალობით არის გამოწვეული. ზოგჯერ აღინიშნება ლეიკოპენია, ანემია და/ან თრომბოციტოპენიასთან ერთად. არის იშვიათი შემთხვევები ნეიტროპენიის და პანციტოპენიის პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ტამოქსიფენს: ზოგჯერ შეიძლება ძალიან მძიმეც იყოს.
ძუძუს ინვაზიური კიბოსი და სადინროვანი ინ სიტუ კარცინომას შემცირება: ქალებში სადინროვანი ინ სიტუ კარცინომათი, რომელთაც სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ამოკვეთა გაუკეთდათ და ჩაუტარდათ რადიაციული თერაპია და ითვლება, რომ ტამოქსიფენი შეამცირებს ძუძუს მეორე კიბოს განვითარების შესაძლებლობას, უნდა შეფასდეს თერაპიის სარგებელი და რისკი, ვინაიდან ტამოქსიფენით მკურნალობა ამცირებს ძუძუს ინვაზიური კიბოს განვითარების შესაძლებლობას, მაგრამ არ ახდენს ზეგავლენას სიცოცხლის ხანგრძლივობაზე,
ძუძუს კიბოს შემთხვევბის შემცირება მაღალი რისკის ქალებში: ქალებმა, რომლებიც არიან ძუძუს კიბოს განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში, უნდა ჩაიტარონ ტამოქსიფენით მკურნალობის კურსი, რათა შემცირდეს ძუძუს კიბოს განვითარების შესაძლებლობა. თუ მკურნალობის სარგებელი უფრო მნიშვნელოვანია რისკზე, დამოკიდებულია თვითონ ქალის ჯანმრთელობის სურათზე და თუ როგორ აფასებს რისკსა და სარგებელს ტამოქსიფენის მკურნალობისა. ქალები რომლებმაც უნდა ჩაიტარონ ტამოქსიფენით მკურნალობის კურსი, კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან, რათა შეფსდეს შესაძლო რისკი და სარგებელი.
ორსულებმა ან ქალებმა, რომლებიც აპირებენ დაორსულებას არ უნდა მიიღონ ტამოქსიფენი ძუძუს კიბოს განვითარების შესაძლებლობის შემცირების მიზნით. ყველა სექსუალურად აქტიურმა პრემენოპაუზალურმა ქალმა, რომელიც ტამოქსიფენს ღებულობს და მისი მიღების შეწყვეტიდან ორი თვის განმავლობაში უნდა იხმაროს არაჰორმონალური კონტრაცეპტივები.
მონიტორინგი ტამოქსიფენით მკურნალობის დროს: ქალები, რომლებიც ღებულობენ ან წინათ ღებულობდნენ ტამოქსიფენს გაფრთხილებულები უნდა იყვნენ ყურადღება მიაქციონ ძუძუს ახალი კვანძების გაჩენას, ვაგინალურ სისხლდენას, გინეკოლოგიურ სიმპტომებს (მოუწესრიგებლი მენსტრუაცია, ცვლილებები ვაგინალურ გამონადენში, მენჯის ღრუს ტკივილი ან წნევა), ფეხის შეშუპების ან მტკივნეულობის სიმტომებს, აუხსნელი ქოშინი, ან მხედველობის დარღვევები. ქალებმა უნდა მოახსენონ ნებისმიერ ექიმს, გამოკვლევის მიზეზის მიუხედავად, ტამოქსიფენის მიღების შესახებ.
ქალებს, რომლებიც ტამოქსიფენს ღებულობენ ძუძუს კიბოს განვითარების თავიდან აცილების მიზნით, თერაპიის დაწყებამდე უნდა ჩაუტარდეთ სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა, მამოგრაფია, და გინეკოლოგიური გამოკვლევა. მკურნალობის დროს ეს გამოკვლევები უნდა განმეორდეს რეგულაური ინტერვალებით.
ლაბორატორიული ანალიზები: პერიოდულად უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი, თრომბოციტების რაოდენობის დათვლით. და ასევე ღვიძლის ფუნქციური ტესტები.
ორსულობა კატეგორია D:  იხ. სიფრთხილის ზომები
მეძუძური დედები: არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში. ვინაიდან ბევრი წამალი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად და ასევე მეძუძურ დედებში მძიმე გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლდა, გადაწყვეტილების მიღება შევწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ წამლის მიღება უნდა მივიღოთ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრეპარატი დედისათვის.
პედიატრიული გამოყენება: ტამოქსიფენია ეფექტურობა და უსაფრთხოება ორიდან ათ წლამდე გოგონებში მაკ-კიუნ ოლბრაითის სინდრომით და ადრული მომწიფებით არ არის შესწავლილი მკურნალობის ერთი წელზე მეტად. ტამოქსიფენის მკურნალობის გრძელვადიანი ეფექტები გოგონებისათვის არ არის დადგენილი.
ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენება:  არ არის სხვაობა ახალგაზრდა და მოზრდილებში.

წამლებთან ურთიერთქმედება
როდესაც ტამოქსიფენი გამოიყენება კომბინაციაში კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებთან, აღინიშნება ანტიკოაგულციური ეფექტის საგრძნობი მომატება, ასეთი სახის წამლების ერთდროული მიღების დროს რეკომენდებულია პაციენტის პროთრომბინის დროის საგულდაგულო მონიტორინგი.
ციტოტოქსიური აგენტების და ტამოქსიფენის ერთდროული გამოყენებისას არის თრომბოემბოლიური მოვლენების განვითარების მატების საშიშროება.
ტამოქსიფენი აქვეიტებს ლეტროზოლის პლაზმურ კონცენტრაციებს 37%-ით. ტამოქსიფენის ზეგავლენა მეტაბოლიზმსა და გამოყოფაზე სხვა ანტინეოპლზიური წამლებისა, როგორებიცაა ციკლოფოსფამიდი და სხვა პრეპარატები, რომლების აქტივაციისათვის საჭიროებენ შერეული ფუნქციის ოქსიდაზებს  არ არის ცნობილი. ტამოქსიფენისა და N-დესმეთილ ტამოქსიფენის პლაზმური კონცენტრაციები მცირდება რიფამპინთან ან ამინოგლუტეთიმიდთან ერთდროული გამოყენებისას. CYP3A4- მეტაბოლიზმის შემცირება ითვლება რომ მექანიზმია, რომლიტაც ეს შემცირება ხორციელდება; სხვა CYP3A4 ინდუცირებული აგენტები არ იქნა შესწავლილი ამ ზეგავლენის დასადასტურებლად. ერთ პაციენტში, რომელიც ღებულობდა ტამოქსიფენს  ფენობარბიტალთან ერთად აღმოჩნდა რომ ტამოქსიფენის შრატის დონი ექვილიბრიუმი უფრო დაბალია, ვიდრე სხვა პაციენტებში (მაგ. 26 ნგ/მლ შედარებით  122 ნგ/მლ საშუალო მნიშვნელობასთან). თუმცა, ამ მონაცემების კლინიკური მნშვნელობა უცნობია. რიფამპინმა სტიმულაცია მოახდინა ტამოქსიფენის მეტაბოლიზმისა და და მნიშვნელოვნად შეამცირა ტამოქსიფენის პლაზმური კონცენტრაციები 10 პაციენტში. ამინოგლუტეთიმიდი ამცირებს ტამოქსიფენისა და  N-დესმეთილ ტამოქსიფენის პლაზმურ კონცენტრაციებს. მედროქსიპროგესტერონი აქვეითებს N-დესმეთილ ტამოქსიფენის პლაზმურ კონცენტრაციებს, და არა ტამოქსიფენისა.
Eერთდროული მკურნალობა ბრომოკრიტინთან ზრდის შრატის ტამოქსიფენსა და  N-დესმეთილ ტამოქსიფენს.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები ძირითადად მსუბუქია. აღინიშნება ალები, მსუბუქი გულისრევა, მსუბუქი თრომბოციტოპენია და ლეიკოპენია.
ვულვას ქავილი, კანზე გამონაყარი, სითხის შეკავება, ნაწლავების მტკივნეულობა, გასტროინტესტინალური ტკივილები, მეტასტაზებით გამოწვეული ტკივილები და სიმსივნის ტკივილი ვითარდება იშვიათად.
ენდომეტრიული ჰიპერპლაზიების, ენდომეტრიული პოლიპების და ენდომეტრიული კარცინომის შემთხვევები მატება კავშირში ტამოქსიფენით მკურნალობასთან.
არანორმალური ვაგინალური სისხლდენა მენსტრუალური მოაუწესრიგებლობის, ვაგინალური გამონადენის და ისეთი სიმპტომების ჩათვლით, როგორებიცაა ტკივილი მენჯისღრუში და წნევა, სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოკვლეული პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ტამოქსიფენს.
ტამოქსიფენით მკურნალობის დროს აღინიშნება თრომბოემბოლიური მოვლენებისა იშვიათი შემთხვევები. ამ მოვლენების მატება ცნობილია რომ ვითარდება პაციენტებში ავთვისებიანი სიმსივნეებით, კავშირი ტამოქსიფენით მკურანლობასთან არ არის დადგენილი. ტამოქსიფენის მიღების დროს იშვიათად აღინიშნება მხედველობის დარღვევა, ბადურაზე ცვლილებები, კატარაქტები და რეტინოპათია. ტამოქსიფენით დროს აღინიშნება თრომბოციტების რაოდენობის გარდამავალი შემცირება (ხშირად მხოლოდ 80 000 – 90 000 სმ3 ზოგჯერ უფრო მცირე).  თრომბოციტების რაოდენობა აღდგება მკურნალობის დროს და არ აღინიშნება მიდრეკილება სისხლდენებისაკენ.
აღინიშნება ჰიპერკალციემია ძვალში მეტასტაზებით. პრე-მენოპაუზაულური ქალების ნაწილში შეიძლება აღინიშნებოდეს მენსტრუაციის დათრგუნვა; შექცევადი კისტური საკვერცხის შეშუპება იშვიათად აღინიშნება ამ ჯგუფის პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ტამოქსიფენის 40 მგ-ს დღეში ორჯერ ხანმოკლე დროის განმავლობაში.
თუ ტამოქსიფენი გამოიყენება კომბინაციაში კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებთან (მაგ. ვარფარინი) აღინიშნება ანტიკოაგულაციური ეფექტები საგრძნობი მატება. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებული პაციენტების საგულდაგულო მონიტორინგი.
ტამოქსიფენი კავშირში ღვიძლის ფერმენტების დონის ცვლილებებთან და იშვიათად უფრო მძიმე შემთხვევებთან, როგორებიცაა ღვიძლის გაცხიმოვნება, ქოლესტაზი და ჰეპატიტის.
თუ გვერდითი მოვლენები მძიმე მათი კონტროლი შესაძლებელი მხოლოდ დოზის დაკლებით. თუ ამან არ უშველა, აუცილებელი იქნება მკურნალობის შეწყვეტა.

ჭარბი დოზირების სიმტომები და მკურნალობა
ცხოვლებში LD50 დასადგენად ჩატარებულ ცდებში ნიშნები, რომლებიც აღინიშნებოდა უმაღლესი დოზების გამოყენებით  დროს იყო სუნთქვის გაძნელება და კრუნჩხვები. ადამიანებში მწვავე ჭარბი-დოზირების შემთხვევები არ აღინიშნებოდა.
ჭარბი-დოზირება არ საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას; მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომატური.

შენახვა
ინახება გრილ მშრალ ადილას. დაიცავით სინათლისაგან.

შეფუთვა
ცალობითი შეფუთვა – 10 აბები