ტაუფონი 4% 5მლ პ/ფლ საწვეთურით

ტაუფონი
TAUFONUM

გენერიული დასახელება:
Taurine

ფორმა:
თვალის წვეთები 4%

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტაუფონი აუმჯობესებს ენერგეტიკულ პროცესებს, იგი ასტიმულირებს რეპარაციულ პროცესებს ბადურას დისტროფიული დაავადებების, თვალის ქსოვილის ტრავმული დაზიანებების დროს. ციტოპლაზმის ელექტროლიტური შემადგენლობის შენარჩუნებით, რაც განპირობებულია კალიუმისა და კალციუმის იონების დაგროვებით, იგი იწვევს უჯრედული მემბრანების ფუნქციის ნორმალიზაციას და აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას.

ჩვენება:
პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში ბადურას დისტროფიული დაავადებების (მათ შორის თანდაყოლილი  ტაპეტო-რეტინური  დეგენერაციის), რქოვანას დისტროფიის, ხანდაზმულთა, ტრავმული, სხივური და კატარაქტის სხვა ფორმების დროს, აგრეთვე რქოვანას ტრავმების დროს (როგორც რეპარაციული პროცესების სტიმულატორი).

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ტაურინის მიმართ.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები.

მიღების წესი და დოზირება:
კერატიტების დროს ტაუფონი ინიშნება ინსტილაციის სახით 1-2წვეთი 2-4-ჯერ დღეში 3 თვის განმავლობაში. მკურნალობის კურსის განმეორება ხდება ერთ თვიანი ინტერვალის შემდგომ. ტრავმების დროს პრეპარატს იყენებენ იგივე დოზებში ერთი თვის განმავლობაში.  

შენახვის ვადა:
4 წელი

შენახვის პირობები:
სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:
5მლ და 10მლ ფლაკონები

მწარმოებელი:
შ.პ.ს “სლავიანსკაია აპტეკა”
რუსეთი