ტრი-ვი პლიუსი
(TRI-V PLUS)
(TRI-V PLUS)
პრეპარატის სავაჭრო დასახელება:
ტრი-ვი პლიუსი.
წამლის ფორმა:
ტაბლეტები, დაფარული გარსით.
დახასიათება:
ოვალური ფორმის ატმისფერი ტაბლეტები. ჭრილში მონაცრისფრო-თეთრი ფერის წერტილოვანი ჩანართებით.
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები:
ბეტა-კაროტინი (პროვიტამინი A) 5000 სე
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 60 მგ
ვიტამინი E (dl-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი) 30 სე
თუთია (თუთიის ოქსიდი) 40 მგ
სპილენძი (სპილენძის ოქსიდი) 2 მგ
სელენი (ამინომჟავის ხელატი) 40 მკგ
არააქტიური ინგრედიენტები: დიკალციუმის ფოსფატი, სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, საქაროზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი, კრემნიუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სილიკატი, პოლივინილპიროლიდონი, ტრიაცეტინი, ტოკოფეროლების ნარევი, ნატრიუმის ასკორბატი, ტრიკალციუმის ფოსფატი, ასკორბილპალმიტატი.
გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, მინერალური ცხიმი, FD&C ყვითელი N6 ლაქი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება, პოლივიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში შედის ვიტამინები, მინერალები და მიკროელემენტები. პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განისაზღვრება მასში შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.
ჩვენება:
ორგანიზმის საერთო მდგრადობის ამაღლება გრიპის, გაციების, ინფექციებისა და ინტოქსიკაციების კომპლექსური თერაპიის დროს. ორგანიზმის დაზიანებებისა და დაავადებების პროფილაქტიკა გამოწვეული სტრესებით, გადაღლილობით, ძლიერი ფიზიკური დატვირთვით, არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების (პირველ რიგში, მომატებული რადიაციული ფონით) ზეგავლენით; სომატური დაავადებების სიმძიმის ხარისხის შესამცირებლად; დაბერების პროცესების შენელებისათვის ხანდაზმული ასაკის პირებში; ონკოლოგიური დაავადებებისას სხივური და ქიმიოთერაპიის კურსების ჩატარების შემდგომ.
მიღების წესი და დოზირება:
დღე-ღამეში 1 ტაბლეტი ერთხელ ჭამის დროს. ეკოლოგიურად არასასურველ რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის რეკომენდებულია პრეპარატის 3-თვიანი კურსის ჩატარება და კურსის განმეორება 1-თვიანი ინტერვალის შემდგომ.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება მხოლოდ ექიმის მითითებით.
სამკურნალო მიზნით პრეპარატის გამოყენება უნდა შეთანხმდეს ექიმთან.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება:
ალერგიული რეაქცია პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. ცნს-ის დაავადებები მომატებული ქალაშიდა წნევით; ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, მიოკარდის ინფარქტის მწვავე პერიოდი.
დოზის გადაჭარბება:
ორგანიზმში ბეტა-კაროტინის ჭარბმა დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს კანისა და ლორწოვანი გარსების სიყვითლე, რაც სწრაფად ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე. დიდი დოზებით ასკორბინის მჟავის ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის დათრგუნვა ჰიპერგლიკემიით, იშვიათად, გლუკოზურიითა და ცალკეულ შემთხვევებში შაქრიანი დიაბეტის განვითარების პროვოცირებით. მაღალი დოზებით ვიტამინ E-ს ხანგრძლივ მიღებას თან ახლავს ვიტამინ K -ს აქტივობის დათრგუნვა, ჰემორაგიების წარმოქმნით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ჭრილობების შეხორცების შეფერხება. დოზის გადაჭარბების პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა პათოლოგიური სიმპტომების სრულ ალაგებამდე.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის, გულის დეკომპენსირებული მანკებისა და კარდიოსკლეროზის მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით. არ არის სასურველი ერთ ტაბლეტზე მეტი დოზით მიღება პირებში გააქტივებული სისხლის შედედებით, თრომბოფლებიტებითა და თრომბოზისადმი მიდრეკილებით. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას აუცილებელია სისხლსა და შარდში შაქრის დონის რეგულარული კონტროლი. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება ექიმთან შეთანხმებით.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ბეტა-კაროტინი - ვიტამინ E-ს სინერგისტია. მიზანშეწონილია ვიტამინი C – ს მიღება აასს-თან და გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთად.
ასკორბინის მჟავა აქრობს ამ პრეპარატების შემაფერხებელ გავლენას კოლაგენის სინთეზსა და ნეიტროფილების ფაგოგოციტურ აქტივობაზე. სელენი წარმოადგენს ვიტამინ E-ს სინერგისტს, მათი ერთდროული გამოყენება არსებითად ზრდის ანტიოქსიდანტურ ეფექტს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 15–25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა:
30 ტაბლეტი ფლაკონში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს ყუთში.
აფთიაქიდან გაიცემა
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმის დასახელება, მწარმოებელი ქვეყანა, მისამართი
საგმელი, ინკ., ჩიკაგო, ა.შ.შ.
1580 S. Milwaukee Ave.,
Suite 415, Libertyville, IL 60048
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ მისამართს:
Bayer Consumer Care AG
საქართველო ქ. თბილისი
მისამართი: ზემო ვეძისის N69
ტელ: +995 32 30 80 87
+995 32 30 97 57
+995 32 30 97 57