შემადგენლობა :
ვენექსი ™- 300
VENEX™ - 300
შაქარიანი გარსით დაფრული ყოველი ტაბლეტი შეიცავს :
დიოსმინი ბფ ( სინთეზური ).............300 მგ
ვენექსი ™ - 500
VENEX™ - 500
შაქარიანი გარსით დაფრული ყოველი ტაბლეტი შეიცავს :
დიოსმინი ბფ ( სინთეზური ).............500 მგ
კლინიკური ფარმაკოლოგია :
ვენექსი ™ სისხლძარღვების დამცველია . ვენექსი აფერხებს ნორადრენალინის დეგრადაციას დაახანგრძლივებს მის მოქმედებას ვენების კედლებზე , ზრდის ვენურ ტონუსს . ვენექსი მოქმედებს ვენურცირკულატორულ სისტემაზე , ამცირებს ვენების გაგანიერებას , ვენოსტაზს , მიკროცირკულაციაში ახდენსკაპილარების განვლადობის ნორმალიზაციას და აძლიერებს კაპილარულ რეზისტენტობას .
კლინიკური ფარმაკოკინეტიკა :
პერორალური მიღების შემდეგ დიოსმინი კარგად შეიწოვება წვრილ ნაწლავში . მოლეკულისგლიკოზიდური ნაწილი ფერმენტულად იხლიჩება და მიიღება დიოსმეთინი , რომელიც ხელახლაიხლიჩება და მიიღება მეტოქსი - ჰიდროქსი ფენილპროპიონის მჟავა . ეს მეტაბოლიტი პასუხისმგებელიაფარაკოლოგიურ ეფექტზე .
ჩვენება :
ვენური ფუნქციონალური დარღვევები როგორიცაა ბუასილი , ვარიკოზული ვენები და მათთანდაკავშირებული სიმპტომები , საშვილოსნოს შიდა მოწყობილობების მიმართ აუტანლობა , მენორაგია ,მეტრორაგია და როგორც დამატებითი თერაპია ორსულობის ფლებოპათიებისა და თანდაყოლილისისხლდენებისას , რეტინული ჰემორაგია , ფეხებში სიმძიმე , მტკივნეული ვარიკოზი , შეშუპება ,პარესთეზია , გართულება - თრომბოფლებიტი , დამხმარე თერაპია ცირკულარული ვარიკოზულიწყლულის დროს , რეციდივის პროფილაქტიკა ვასკულური ქირურგიისას .
დოზირება და მიღება :
ვენური უკმარისობის , საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენების , საშვილოსნოს შიდაკონტრაცეპტიული საშუალებით ინდუცირებული სისხლდენისას : 300 მგ -2 ტაბლეტი დღეში .
ბუასილისას : 500 მგ 2 ტაბლეტი დღეში .
უკუჩვენება
არ არის დადგენილი .
სიფრთხილე :
მიუხედავად იმისა , რომ ორსულობის მეორე ნახევარში დიოსმინის ტაბლეტების გამოყენების შემდეგგვერდითი ეფექტები არ გამოკვლეულა , უსაფრთხოების მიზნით , პრეპარატის მიღება რეკომენდებული არარის ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში .
გვერდითი ეფექტები :
გვერდითი ეფექტები როგორიცაა გასტროინტესტინალური დარღვევები ( დაახლოებით 1%) და კანისალერგიული გამონაყარი ( დაახლოებით 0.02%) იშვიათია და ქრება დოზის შემცირების ან წამლის მოხსნისშემდეგ .
წამლისმიერი ურთიერთქმედება :
შეიძლება კომბინაციაში გამოყენება ნებისმიერ პრეპარატთან , განსაკუთრებით ანტიკოაგულანტებთან .
შენახვის წესი :
ინახება გრილ , მშრალ ადგილას .
გამოშვების ფორმა :
ვენექსი ™ - 300: 10 ტაბლეტიანი ბლისტერის ფირფიტა .
ვენექსი ™ - 500 : 10 ტაბლეტიანი ბლისტერის ფირფიტა .
ვარგისიანობის ვადა
3 წელი
აფთიაქიდან გაცემის წესი
რეცეპტით
მწარმოებელი
შპს . “ ელდერ ფარმაცეუტიკალს ”
დ -220, TTC მწარმოებელი რაიონი ,
ნავი მუმბაი -400 706. ინდოეთი