მწარმოებელი: HerbionPakistan Private Ltd
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი პოტენციის ასამაღლებლად.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომპლექსური ფიტოპრეპარატი საერთო გამაჯანსაღებელი მოქმედებით. უზრუნველყოფს ასთენო–ნევროტული რეაქციების გამოვლენის დაქვეითებას, რაც განაპირობებს სქესობრივი ლტოლვისა და ერექციის გაძლიერებას, სქესობრივი აქტის გახანგრძლივებას, არეგულირებს სპემატოგენეზს (ზრდის სპერმის მოცულობას, კონცენტრაციას და სპერმატოზოიდის მოძრაობას აძლიერებს, ახდენს სპერმის პათოლოგიური ფორმების რაოდენობის შემცირებას).
პრეპარატი ხასიათდება ადაპტოგენური მოქმედებით, ახდენს მასტიმულირებელ გავლენას ორგანიზმის არასპეციფიკური დაცვის ფაქტორებზე.
ვარაუდობენ, რომ პრეპარატს ახდენს ცენტრალური ხასითის მოქმედებას სასქესო სისტემაზე მალუთეინიზებელი ჰორმონის გადმოსროლის სტიმულირებისა და ჰიპიფიზის აქტივაციის გზით.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი ვერონას მოქმედება განპირობებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივი მოქმედებით, ამიტომ ფარმაკოკინეტიკური კვლევები შეუძლებელია.
ჩვენებები:
მამაკაცებში სექსუალური სფეროს დარღვევა (სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, სუსტი ერექცია, ადრეული ეაკულაცია) სპერმატოგენეზის დარღვევასთან ერთად (ოლიგოსპერმია, ასთნოსპერმია),.
მიღების წესი:
პრეპარატი ენიშნება მოზრდილებს 2–2 კაფსულა 2–ჯერ/დღ – დილით და საღამოს, უმჯობესია რძის მიყოლება. მკურნალობის კურსის ხანგრძლიობა – 8 კვირა.
გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია: ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითება:
განმეორებითი კურსის მიზანშეწონილობა ან მკურნალობის კურსის ხანგრძლიობის გაზრდა ინდივიდუალურად განისაზღვრება.
კლინიკურ გამოკვლევებში დამტკიცდა პრეპარატის მიღების შემდეგ დადებითი ეფექტი მამკაცებში ფუნქციონალური სექსუალური და სპერმატოგენეზის დარღვევით; პაციენტების დიდ ნაწილში აღინიშნა სპერმიოგრამის გაუმჯობესება და სიბლანტის და სპერმის მოძრაობის აღდგენა.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებაზე ინფორმაცია არ არის.
წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის აღწერილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.