ვიტ E ლაიფი #30კაფს

ვიტ E ლაიფი #30კაფს

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: E (D ალფა ტოკოფეროლი 400 სე)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები

ფარმაკოლოგიური თვისებები: D ალფა ტოკოფეროლს გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება. მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში. ხელს უშლის ერითროციტების ჰემოლიზს. ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა და კაპილარულ სისხლჩაქცევებს. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარებასა და ფუნქციონირებისათვის. მონაწილეობს ნუკლეინური მჟავებისა და პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის ციკლში, არაქიდონის მჟავის სინთეზში. წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ამუხრუჭებს თავისუფალი რადიკალებით ლიპიდების ზეჟანგვურ ჟანგვას. ააქტიურებს ფაგოციტოზს და გამოიყენება ერითროციტების ნორმალური რეზისტენტობის შესანარჩუნებლად. დიდ დოზებში ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას. ავლენს გამოხატულ დადებით  ზემოქმედებას ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე, ანელებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას. D ალფატოკოფეროლის უპირტესობა მდგოარეობს იმაში, რომ აახალგაზრდავებს კანის უჯრედებს, ამცირებს ნაოჭებს და ხაზებს. მკურნალობს ერითრომატოზულ (შეწითლებულ,შესიებულ) ანთებით ადგილებს.

სასარგებლო თვისებები და დაცვა:

მენსტრუალური ტკივილი, სპერმის დაბალი მაჩვენებელი, თვალის ქსოვილის ანთება, კატარაქტა, ფეხების კანკალი და კუნთების დაჭიმულობა. ალცჰეიმერის დაავადება, პარკინსონი, რევმატიზმი, ასთმა, კარდიოვასკულარული დაავადებები.

ფარმაკოკინეტიკა: პერორალური მიღებისას შეიწოვება 40-60%. ოპტიმალური კონცენტრაცია სისხლში 15-20 მგ/ლ. გამოყოფა ძირითადად განავალთან ერთად. 1 % გამოიყოფა შარდთან ერთად  გლუკურონიდებისა და სხვა მეტაბოლიტების სახით.

ჩვენება:

E  ვიტამინის ჰოპივიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.Kკომპლექსურ თერაპიაში - მენსტრუალური ციკლის, სახსრებისა და ხერხემალის მყესოვანი აპარატის დეგენერაციული ცვლილებები. 

ჰორმონალური მკურნალობისას - გადატანილი დაავადებების შემდგომი გამოჯანმრთელების  პერიოდი.  არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ბავშვთა ასაკი.

Oორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს გამოყენება: პრეპარატის მიღება შეიძლება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში საპროფილაქტიკოდ 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში. სამკურნალოდ 1-2 ტაბლეტი დღეში.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. 25 C  ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეფტოდ.

მწარმოებელი:Life on Healthcare LTD