ვიტოკიდი D3 30მლ.წვ.

 

 

სავაჭრო დასახელება: ვიტოკიდი-D3, Vitokid-D3

წამლისფორმა:ორალური წვეთები

შემადგენლობა:

1 მლ ხსნარი შეიცავს: D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი)  400სე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:  კალციუმის და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიურითვისებები: ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას. D3ვიტამინის წყალხსნარი ზეთოვანთან შედარებით  90%-ით კარგად აითვისება ორგანიზმის მიერ. დღენაკლულ ბავშვებში და ახალშობილებში ადგილი აქვს ნაღვლის არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნას, რაც აფერხებს ზეთოვანი ხსნარების შეწოვის პროცესს.

ჩვენებები:

• D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;

• რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;

• ჰიპოკალციემიური ტეტანია;

• ოსტეომალაცია;

• მეტაბოლური ოსტეოპათიები (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი);

• როგორც დამატებით სამკურნალო საშუალება ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა ლაქტაციის პერიოდი: გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:

პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი ინიშნება:

  • 3-4 კვირის ახალშობილებში  და  2-3 წლამდე ასაკის ბავშვებში კარგი მოვლის პირობებში: 400-800 სე (1-2 მლ) დღე-ღამეში; 
  • დღენაკლულებში, 7-10 დღის ასაკის ტყუპებში, ცუდ პირობებში მყოფ ჩვილ ბავშვებში:  800-1200 სე (2-3 მლ) დღე-ღამეში. ზაფხულის პერიოდში დოზა შეიძლება შემცირდეს 400  სე-მდე (1 მლ დღე-ღამეში);
  • ორსულებში დღური დოზა 200 სე ორსულობის მთელი პერიოდის მანძილზე;
  • მოზრდილებში: 400-800 სე დღე-ღამეში.

თერაპიული მიზნით ინიშნება:

ყოველდღიური დოზა: 2000-4000 სე (5-10 მლ) თერაპიული ეფექტის მიღწევამდე, შემდგომში პროფილაქტიკურ დოზაზე გადასვლით.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

შენახვის წესი: ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, 30ºC ტემპერატურამდე პირობებში.

გამოშვების ფორმა: წყალხსნარი  პერორალური გამოყენებისათვის 30 მლ.

მწარმოებელი: Life on Healthcare LTD. London, Great Britain.

ლაიფ ონ ჰელსქეა ლტდ. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.