ვობილონი
VOBILON
VOBILON
სავაჭრო დასახელება
ვობილონი, VOBILON
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
გინკგო ბილობა, Ginko biloba
სამკურნალწამლო ფორმა
კაფსულები.
აღწერილობა: ყავისფერი, მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #1, რომლებიც შეიცავენ ღია ან მუქ ყავისფერ ფხვნილს უფრო მუქი ფერის ხილული ნაწილაკებით.
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
გინკგო ბილობას ფოთლების მშრალი სტანდარტიზებული ექსტრაქტი 80 მგ.
80 მგ ექსტრაქტი შეიცავს 19,2 მგ გინკგოს ფლავონურ გლიკოზიდებს და 4,8 მგ ტერპენის ლაქტონებს (გინკგოლიდები და ბილობალიდები).
დამხმარე ნივთიერებები:
კალციუმის უწყლო ჰიდროფოსფატი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, აზორუბინი, ჟელატინი.
ათქ კოდი N06DX02
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
დემენციის სამკურნალო პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვობილონი _ მცენარეული წარმოშობის პრეპარატია, შეიცავს გინკგო ბილობას ექსტრაქტს, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში და პერიფერიაზე. ექსტრაქტის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონური გლიკოზიდები, ტერპენული ლაქტონები) ხელს უწყობენ სისხლძარღვის კედლის ელასტიურობის მომატებას, აუმჯობესებენ სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. პრეპარატის გამოყენება განაპირობებს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას, ზრდის ჟანგბადითა და გლუკოზით ტვინისა და პერიფერიული ქსოვილების მომარაგებას. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას უჯრედებში, ხელს უშლის ერითროციტების აგრეგაციას, აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას. აფართოებს წვრილ არტერიებს, ზრდის ვენების ტონუსს, არეგულირებს სისხლძარღვთა სისხლსავსეობას. ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნასა და უჯრედული მემბრანის ლიპიდების პეროქსიდულ ჟანგვას. გააჩნია შეშუპების საწინააღმდეგო გამოხატული ეფექტი როგორც თავის ტვინის დონეზე, ასევე პერიფერიაზე.
გინკგო ბილობას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შეფასება რთულია ექსტრაქტის მრავალკომპონენტიანი შემადგენლობის გამო.
გამოყენების ჩვენებები
- სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულატორული ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულთა ასაკი), რომელსაც თან ახლავს ყურადღების და/ან მეხსიერების დაქვეითება, ინტელექტუალური შესაძლებლობების დარღვევა, შფოთვა, შიში, ძილის დარღვევა;
- დემენცია, მათ შორის ალცჰეიმერის დაავადების დროს;
- მეხსიერებისა და ყურადღების გაუმჯობესება ახალგაზრდა ასაკში;
- პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის, ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;
- ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია);
- ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;
- დიაბეტური რეტინოპათია, ანგიოპათია, ნეიროპათია.
უკუჩვენებები
- სისხლის დაქვეითებული შედედების უნარი;
- ეროზიული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა;
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
- არტერიული ჰიპოტენზია;
- ბავშვთა ასაკი 12 წლამდე;
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
ვობილონი კარგად გადაიტანება, გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, გულისრევა.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი.
სხვა: სისხლის შედედების უნარის დაქვეითება (ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ).
გამოყენების წესი და დოზირება
ვობილონი მიიღება შიგნით, ჭამის დროს ან მის შემდეგ, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.
დემენციის დროს: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და მიკროცირკულაციის დარღვევის დროს: 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
თავბრუსხვევის, ყურებში შუილის, ძილის დარღვევის დროს: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში (დილას და საღამოს).
სხვა შემთხვევებში: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი შეადგენს არანაკლებ 3 თვეს. მდგომარეობის გაუმჯობესების პირველი ნიშნები, ჩვეულებრივ, ვლინდება 1 თვის შემდეგ.
ჰიპერდოზირება
არ არსებობს მონაცემები ვობილონის ჰიპერდოზირების შესახებ.
განსაკუთრებული მითითებები
არ არის სასურველი პრეპარატის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
პრეპარატის გამოყენების ფონზე არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ვობილონი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვაზე ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებაზე, რომლებიც მოითხოვენ სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის რეკომენდებული პრეპარატ ვობილონის ერთდროული გამოყენება აცეტილსალიცილის მჟავასთან ან ანტიკოაგულანტებთან.
გამოშვების ფორმა
10 კაფსულა ბლისტერზე.
3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად - მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ (III ჯგუფი).
მწარმოებელი
ვობილონი არის კომპანია “როტაფარმი,,-ს პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი.
დიდი ბრიტანეთი.
(“ROTAPHARM”, Great Britain).
წარმოებულია
“ადიფარმ ლტდ”, 130 ბულვარი სიმეონოვსკი შოსე, 1700 სოფია, ბულგარეთი.
(“ADIPHARM LTD”, 130 Simeonovsko shosse Blvd., 1700 Sofia, Bulgaria)