ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი ლალი ივანიშვილი სტუმრად ტელევიზია „ფორმულას“ დილის გადაცემაში იმყოფებოდა, სადაც დეტალურად ისაუბრა პეტ/კტ კვლევისა და მისი მნიშვნელობის შესახებ კიბოს დიაგნოსტირებაში! ქირურგიის ეროვნული ცენტრი აქტიურადაა ჩართული ონკოდაავადებებთან ბრძოლაში და ქართველ ონკოპაციენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, საზღვარგარეთ წაუსვლელად, ჩაიტარონ უმნიშვნელოვანესი კვლევა ინოვაციური, ციფრული პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფის დახმარებით(PHILIPS VEREOS DIGITAL PET/CT). შეგახსენებთ, გასულ კვირას, ჩვენმა ცენტრმა, კახეთში, მორიგ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა თემაზე „ბირთვული მედიცინა ონკოლოგიაში“. კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ ბირთვული მედიცინის მოწვეული პროფესორები აშშ-დან, ესპანეთიდან, იაპონიიდან და თურქეთიდან. შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთხელ აღინიშნა, თუ რამდენად დიდია ბირთვული მედიცინის და პეტ/კტ კვლევის როლი ავთვისებიანი დაავადებების აღმოჩენა-მართვასა და მკურნალობაში.