ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა ონკოლოგიური დაავადებების, მათი დიაგნოსტირების, მკურნალობის მეთოდისა და ბირთვული მედიცინის დისციპლინების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, წინანდალში სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარა. დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით ქირურგიის ეროვნული ცენტრის დირექტორატმა მიმართა და ონკოლოგიური მიმართულების განვითარების სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კონფერენციის მთავარი თემა იყო - ბირთვული მედიცინის როლი ონკოლოგიის განვითარებაში. მოხსენებები წარადგინეს ბირთვული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ესიაშვილმა, რომელმაც ონკოპაციენტებისათვის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტზე - ციფრულ პოზიტრონულ-ემისიურ კვლევაზე ისაუბრა. ამის შემდეგ, სიტყვა განაგრძო სხივური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბესიკ სოკურაშვილმა პეტ/კტ კვლევის როლზე სხივურ თერაპიაში. და ბოლოს, კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა მურუსიძემ დამსწრე ექიმებს გააცნო პეტ/კტ კვლევის მნიშვნელობა კლინიკურ ონკოლოგიაში.
გამოსასვლელი სიტყვის შემდეგ, მომხსენებელთა და აუდიტორიას შორის, განხილულ საკითხებზე გაიმართა დისკუსია-მსჯელობა, რა დროსაც კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი ონკოლოგიური დაავადებების მართვისა და სწორი მკურნალობისთვის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე.
მოგახსენებთ, რომ კონფერენცია ჩატარდა სახელმწიფო რეგულაციების სრული დაცვით და შესაბამისად დამაკმაყოფილებელი შედეგით დასრულდა.