15-16 აპრილს, კახეთში, ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა მორიგ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომლის მთავარი თემაც იყო „ბირთვული მედიცინა ონკოლოგიაში“.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ბირთვული მედიცინის მოწვეული პროფესორები აშშ-დან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან და საქართველოდან.
უცხოელმა სტუმრებმა სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინეს მოხსენებები ბირთვული მედიცინის და პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის მნიშვნელობის შესახებ ონკოდაავადებების დიაგნოსტირება-მკურნალობის დროს.
იმავდროულად, ქირურგიის ეროვნული ცენტრის მაღალკვალიფიციურმა ონკოლოგებმა და სამედიცინო ფიზიკოსებმა წარმოადგინეს საინტერესო კლინიკური შემთხვევები და დამსწრეებს გაუზიარეს საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება.
კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ კიბო განაჩენი არ არის.