თათული გუბელაძის მადლიერი პაციენტი

თათული გუბელაძის მადლიერი პაციენტი

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 მაისს თქვენს კლინიკაში შემოიყვანეს ჩემი მეუღლე თ. ჭ.

იმასაც აღვნიშნავ, რომ 6 თვის განმავლობაში რამდენჯერმე მოხვდა სხვადასხვა კლინიკაში, მაგრამ ამ კლინიკაში მოხვედრისთანავე ვიგრძენი ექიმების ყურადღება, მათი მიდგომა პაციენტების მიმართ, გვერდში დგომა და მათი პროფესიონალიზმი.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ნევროლოგიის განყოფილების ექიმები ქალბატონი თათული გუბელაძე და ბატონი ნიკა კვერნაძე. ასევე ნევროლოგიის განყოფილების ექიმები და ექთნები.

დიდი მადლობა თქვენ ასეთი სწორი, პროფესიონალური კადრის შერჩევისთვის.

გთხოვთ, წაახალისოთ საუკეთესო ექიმები ქალბატონი თათული გუბელაძე და ბატონი ნიკა კვერნაძე.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის, სითბოსთვის და რაც მთავარია პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის.

თქვენმა დაუზოგავმა შრომამ ბევრ პაციენტს სიცოცხლე აჩუქა.

პაციენტის მეუღლე ჯ. ჭ.