ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - გინეკოლოგია
მენსტრუალური ციკლის დარღვევა- გინეკოლოგია
კითხვა: გამარჯობა. ვარ 6 თვის ნამშობიარები საკეისრო კვეთით, მყავს ტყუპები. მწვავე პრეკლამსიის გამო გამიკეთდა ნაადრევი საკეისრო 34 კვირაზე. მისმერე ციკლი ამერია. თვეში ორჯერ მომდის და ეხოს სანამ გადავიღებ შეგიძლიათ ზოგადად მითხრათ რისი ბრალი იქნება. თავს ვიცავ კონტრაცეფტივით, შესაძლებელია მან გამოიწვიოს? მადლობა წინასწარ.
ვიზიტი გინეკოლოგთან- გინეკოლოგია
კითხვა: გამარჯობა. ბოდიში რომ გაწუხებთ. 1 თვის გათხოვილი ვარ. გათხოვების შემდეგ მომივიდა მენსტრუაცია 17 მაისს. როდისთვის შევძლებ იმის გაგებას დავრჩი თუ არა ფეხმძიმეთ?. ზოგი მეუნება რომ 17 ივნის უნდა დაველოდო მომივიდა თუ არა ამ რიცხვში მენსტრუაცია და თუ გადამიცდება მერე გავიკეთო ტესტი. შეგიძლიათ უფრო ამიხსნათ და დამაკვალიანოთ? ბოდიში შეწუხებისთვის
მშობიარობის ღირებულება- გინეკოლოგია
კითხვა: გამარჯობა.მაინტერესებს რა ღირს თქვენთან მშობიარობა? ასევე თუ გაქვთ ვიაიპ პალატა და ფასი?
გინეკოლოგის კონსულტაცია- გინეკოლოგია
კითხვა: გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაში რა შედის ანუ რამე ანალიზიც? და კოლპოსკოპია რა ღირს რო მითხრათ
ვიზიტი გინეკოლოგთან- გინეკოლოგია
კითხვა: გამარჯობა, ვარ 19 წლის და რამოდენიმე დღეა შევნიშნე რომ მაქვს საშოდან ყავისფერი გამონადენი რომელიც ყოველდღე მაქვს უკვე . არის ბლანტი მასის მაინტერესებს რისგან არის გამოწვეული და როგორ უნდა ვუმკურნალო. და იწვევს თუ არა შვილოსნობის პრობლემებს?ჩემს მეუღლეს აინტერესებს
ლეიომიომა, პოლიპი, ცისტადენომა- გინეკოლოგია
კითხვა: გამარჯობა. ვარ 42 წლის. გაუთხოვარი, ვიყავი ექოსკოპიაზე ციკლის მე-11 დღეს, დასკვნაში წერია :მცირე ლეიომიომა, ენდომეტრიუმის პოლიპის არსებობა, მარჯვენა საკვერცხის ცისტადენომა, ციკლი დარღვეული არასდროს არ მქონია, არც ციკლებს შორის გამონადენი, გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საშიშია. გმადლობთ.
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.