ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ნეიროქირურგია
ვიზიტი ნეიროქირურგთან- ნეიროქირურგია
კითხვა: გამარჯობა...შარშან ტომოგრაფია გავიკეთე და აღმომაჩნდა 8 მილიმეტრიანი კალციპიკატი ტვინში...ახლა ისეთი შეგრძნებები მაქ თითქოს გული მიმდის...და მაინტერესებს რამე საშიში ხომ არარი
ხერხემლის თიაქარი - ნეიროქირურგია
კითხვა: მაქვს ხერხემლის თიაქარი მე–3 და მე–4 მალებს შუა.5 მმ-იანი და 6 მმ-იანი.მიზანშეწონილია თუ არა მასაჟები?
წელის ტკივილი- ნეიროქირურგია
კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს რა იწვევს დღის ბოლოს გაუსაძლის წელის ტკივილს? მაწუხებს ზურგიც. თუ დიდხანს მომიწია ჯდომა კუდუსუნის ძვალი ისე მტკივა გასწორება მიჭირს. მადლობა
საფეთქლის კისტა - ნეიროქირურგია
კითხვა: დღეს ჩემს შვილს საფეთქლის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩნდა 8 მილიმეტრის კისტა. არის თუ არა საშიში გვაინტერესებს. 15 წლის არის ბავშვი
ხერხემლის პათოლოგია- ნეიროქირურგია
კითხვა: გამარჯობა. 27,10,2017 წელს ჩავიტარე ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა საგიტალური, კორონალური და აქსიალური ჭრილებთ წელის მალების დონეზე T1tse, T2tse, T2tse fs, tirm, 3d-iso რეჟიმის გამოყენებით. მიღებულ ტომოგრამებზე წელის ფიზიოლოგიური ლორდოზი გასწორებულია. L5 დისკის დონეზე,მალთა სხეულებში,სუბქონდრალურად ვლინდება დეგენერაციული ცვლილებები,ამ დონეზე ჩამკეტი ფირფიტები დეფორმირებულია.მალთა სხეულების ზედაპირებზე ვლინდება მცირე ზომის ოსტეოფიტები.რკალები და მირჩები უცვლელი. L4, L5 დისკები დადაბლებულია და გაუწყლოებულია. აღინიშნება L4 დისკის დორსალური ცირკულარული პროტრუზია 4მმ-მდე, დურალური პარკი მცირედ დეფორმირებულია,ნევრალური არხები დადაბლებულია.აღინიშნება L5 დისკის მარცხენამხრივი მედიოლატერალური,სეკვესტრირებული,კაუდალ ურად მიგრირებული პროლაფსი 11-მმ-ით. დურალური პარკი დეფორმირებულია, მარცხენა ლატერალური ღარი სტენოზირებულია. კომპრესირებულია მარცხენა S1 ნევრალური ფესვი. ზურგის ტვინი ხილულ დონეზე ისახება ჰომოგენური სიგნალით,დეფორმაციისა და კეროვანი ცვლილების გარეშე . პერივერტებრული რბილი ქსოვილები პათოლოგიური ცვლილებების გარეშე. დასკვნა:არსებული მრტ. კვლევით ვლინდება წელის მალების ოსტექონდროზი.L4 დისკის დორსალური ცირკულარული პროტრუზია.L5 დისკის მარცხენამხრივი მედიოლატერალური,სეკვესტრირებული,კაუდალ ურად მიგრირებული პროლაფსი. 2017 წლის 3-ნოემბერს გავიკეთე ოპერაცია.თვე ნახევრიანი წოლითი რეჟიმის შემდეგ გავედი სამსახურში. სამსახურში ძირითადად მიწევს ჯდომა.მაწუხებს ჩივილები წელის არეში დაჭიმულობა ტკივილი.ნაოპერაციბ ადგილას ცუდი შეგრძნებები. სახსრებში კუნთებში და ფეხებში გაელვებითი ტკივილები,თითქოს რაღაც უნდა გაწყდესო.ვერ ვიხრები ქვევით, მიჭირს .მკვეთრ მოძრაობებს ვერ ვაკეთებ უკან ვერ ვიხრები. რა შეიძლება იყოს ამ ჩივილების მიზეზი და რა გავაკეთო. დიდი მადლობა წინასწარ.
დისკოს თიაქარი - ნეიროქირურგია
კითხვა: გამარჯობა.მქონდა მეხუთე მალაზე თიაქარი რომელიც გაწყდა ოპერაციამდე და დამიტოვა უამრავი პრობლემა.კერძოდ წელს ქვემოთ დავკარგე შეგრძნებები ძირითადად დაზიანებულია სწორი ნაწლავი საშარდე ბუშტი და ლიბიდო არ მაქვს არანაირი შეგრძნება და მარცხენა ფეხში მთლიან სიგრძეზე მაქვს დაბუჟება.მაინტერესრბს თუ გსმენიათ საერთოდ ჩემნაირი დაავადება და თუა გამოსავალი რომ გამოვიდე მდგომარეობიდან.იქნებ მირჩიოთ რაიმე.ერთი წლის უკან გავიკეთე ოპერაცია.მადლობა წინასწარ
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.