ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ნევროლოგია
ინსულტი - ნევროლოგია
კითხვა: მოგესალმებით მე თქვენი კმაყოფილი ყოფილი პაციენტი გწერთ ოღონდ ეხლა დედის გამო გაწუხებთ.1კვირის უკან დედას დაემართა იშემიური ინსულტი მიუხედავად იმისა რო მოგეხსენებათ ვერაგი დაავადებისა სამი დღე სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იყო სტაციონალში მკურნალობდა კონტაქტობდა ახლობლებთან 3მე დღეს ყბაც გაუსწორდა 2დღის წინ გვიან დაგვირეკეს რომ გართულდა სიტუაცია და მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში გადაიყვანეს თან ტვინი შეშუპდაო და ღმერთის იმედად იყავითო ეს ხდება ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ექიმი იმის მაგივრად ნორმალურად აგვიხსნას კალიდორში მივსდევდი სიტყვები ამომეგლიჯა პირიდან.მარტო ეს მითხრა ტრომბი მოწყდა მოიარა მტელი სისძარღვი და ისევ დატრომბილ ადგილას გაიჭედა რამაც ტვინის შეშუპება გამოიწვია ნეტა აქ თქვენთან მყოლოდა ვიცი გადამირჩენდით დედას მე ნახევრად მკვდარი მოვხვდი თქვენთან ჰემატოლოგ ეკა იმედაშვილის ჯადოსნურმა ხელებმა გაგამარჩინა მაშინ ეხლა კი დედას ვინ გადამირჩენს თქვენთან აღარ ვარ ვისი ვიწამო ზუგდიდში სულ ობოლი ვრჩები მამაც ახალი გარდაცვლილი მყავს რა მეშველება.ბოდიშს გიხდით ამ ემოციური წერილისთვის.ნეტა თქვენთან ვიყოთ მაგას ვინატრებდი მარტო თქვენ ახდენთ სასწაულებს.
პოლიართრიტი, ოსტეოქონდროზი - ნევროლოგია
კითხვა: მოგესალმებით.ზუსტი დიაგნოზი არ ვიცი,მაგრამ ვიცი რომ მაქვს ოსტეოხონდროზი, წლებია მაწუხებდა ფეხის კუნთების ტკივილი შემდეგ გადავიდა მუხლებზე ოჯახის ექიმის დანიშნულებით ნევროპათოლოგმა და რევმატოლოგმა მიმკურნალეს მარა უშედეგოდ.ახლა ჯერ მარჯვენა სახის მიდამოში მქონდა შეგრძნება რაღაც დადიოდა მერე გაბუჟდა შემდეგ ორივე ხელის სამი თითი შემდეგ ორივე ფეხის უფრო გარეთა მხარეები და სამი თითი.და დარჩა სახის მარჯვენა მხარეც და ჩამოთვლილი ყველა ადგილი დაბუჟებული.ნევროპათოლოგმა დამინიშნა მკურნალობა თავზეც გადავიღე მაგნიტორეზონანსი არაფერია.არც მკურნალობით მეშველა და ვარ ასე.იქნებ მირჩიოთ რამე.უფულობის გამო ძვირადღირებულ კვლევას ვერ ვიტარებ.
ნევრასთენია - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა.ვარ 27 წლის 10 თვის წინ გადავიტანე მაღალი წნევა 200 ისე დაბალწნევიანი ვარ,სავარაუდოდ სასმლის გამო 2 თვე ვსვავდი თოთქმის.ყოველ დღე, მის მერე ვერ ვარ კარგად როგორც ფიზიკურად ისე გონებრივად ,მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება უბრალო მარტივი ფიქრიც ცუდად მოქმედებს.მუდმივად მოწყვეტილი ვარ შრომის უუნარო მგონია რომ სულ გავითიშები ვნერვიულობ და კანკალი მეწყება მთელ დღეებს ესე ვატარებ .არადა თავიდანვე ყველა გამოკვლევა ჩავიტარე და ყველაფერი წესრიგში მქონდა.მადლობთ
ვიზიტი ნევროლოგთან - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა ბოლო დროს მაქვს თავში სიმძიმის შეგრძნება თითქოს გიჭერენ ხან სკალპის არეში თითქოს გასხავენ რაღაცას დაბუჟების ძირითადად მაქვს მძიმე თავი ორი დღეა ვარ გაბრუებული ტავბრუსხვევასაც ვერ დავარქმევ თითქოს რამე მედიკამენტი გაქვს მიღებული და ხარ გაბრუებული აიესე ვარ გამუდმებით განუწყვეტლივ მაქვს ეს შეგრძნება თითქოს ვარ ძაან გაბრუებული ეს რას ნიშნავს
პარესთეზია - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა. ბოლო პერიოდია კიდურებში მაქვს დაბუჟების და ღიტინის შეგრძნება, განსაკუთრებით ზედმეტად გადატვირთვის ან დასვენების შემდგომ, როგორც მითხრეს შესაძლოა იყოს პატესთეზია, ასეთ შემთხვევაში რა გამოკვლევები ტარდება და ვის უნდა მივმართო?
ხერხემლის პათოლოგია - ნევროლოგია
კითხვა: მოგესალმებით! გამუდმებით მტანჯავს ზურგის და წელის ტკივილი. დიკლობერილის ნევსები უშედეეგოდ ვიკეთე გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე რომელი მადიკამენტია ეფექტური ტკივილების გასაყუჩებლად .გმადლობთ
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.