ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - უროლოგია
პროსტატის ადენომა - უროლოგია
კითხვა: 1წლის წინ. ბიოფსიით დამიდგინდა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია. (ანტიგენი სისხლში მქონდა 7,5). ექიმმა მშვილდაძემ დამინიშნა ურორეკი, რომელსაც ვსვავ დღემდე. ვარ დიაბეტიკი (25 წელი ინსულუნზე, შაქარი მაინც მოუწესრიგებელი, გამოხატული დიაბეტური ანგგიოპათია). 2 კვირის წინ, ვერ შევძელი მოშარდვა, ნო-შპა დ ა თბილი "გრელკა" და წვრილ ნაკადად შევძელი გაჭირებით. უსიამოვნო შეგრძნებით და შარდის ბუშტის ტკივილით. ტატიშვილის კლინიკაში ექოსკოპიამ აჩვენა პროსტატის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, ნარჩენი შარდის გარეშე. ასოს თავი შესიებული. უროლოგმა დამინიშნა დერმოკლინის მალამო, რომელსაც ვხმარობ, მაგრამ მოშარდვა მიჭირს, ნაკადი ძალიან წვრილი. თკივილი და უსიამოვნო შეგრძნება რჩება. სისხლის საერთო - ნორმალური, შარდი - ნორმალური. გარდა ალბუმინისა, ალბუმინი მომატებული, (150, ნორმა 20-ზე ნაკლები). რას მირჩევთ ბატონებო, ვიღას მივმართო, როგორც ჩანს, საოპერაციო არ არის. აბა რა მჭირს? წინასწარ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. სმენადაქვეითებული ვარ და პასუხი ოსტით მირჩევნია. გაიხარეთ!
სუბფებრილური ტემპერატურა- უროლოგია
კითხვა: ოთხი თვეა სიცხე მაქ დღისით , ღამით არა 37,0--37,5 ანალიზი ავიღე სისხლის საერთო ოთხ სხვადასხვა ადგილას ყველგამ კარგი ანალიზი მაქ ყველაფერი ნორმაში. არაფერი მაწუხებს. რა ვქნა არვიცი ვის მივმართო ექიმები მეუბნებიან თერმომეტრი გადააგდეო ყურადღებას ნუ მიაქცევო და გაგივლისო. არადა უკვე ოთხი თვეა ისევ ისე ვარ. რას მირჩევთ?
ვარიკოცელე- უროლოგია
კითხვა: გამარჯობათ. მაქვს ასეთი კითხვა. სათესლე ჯირკვლიდან ერთის ზომამ საგრძნობლად მოიმატა. რა შეიძლება იყოს და რა არის მისი გამომწვევი მიზეზი?
შარდკენჭოვანი დაავადება, ართროზი- უროლოგია
კითხვა: მაქვს თირკმელში 25 მმ კენჭი, შეიძლება თუ არა ეს იწვევდეს წელის საშინელ ტკივილს, შეიძლება თუ არა ეს კენჭი კავშირში იყოს ართროზთან
Varicocele Embolization- უროლოგია
კითხვა: Hi , i want to ask about the cost of the Varicocele Embolization ? Thank you
მოკლე ლაგამი- უროლოგია
კითხვა: გამაჯობათ, ერთი კითხვაა მაქვს, მოკლე ლაგამი უშლის თუ არა სპერმის გამოყოფას ხელს?
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.