ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - უროლოგია
თირკმლის კისტა- უროლოგია
კითხვა: მარჯვენა თირკმელი ზომით 112-69, შუა მესამედში ლატერალურად ფიქსირდება 80,1-70,3 მმ ზომის ანექოგერული კისტოზური ჩანართი გამჭვირვალე შიგთავსით. მენჯ-ფიალოვანი სისტემა დილატირებული არ არის. ეს არის ექოსკოპიის გამოკვლევის შედეგი. ვარ 64 წლის ქალბატონი, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში იზრდება კისტის სიდიდე,ჩივილები არ მაქვს. კრეატინინი ნორმის ფარგლებშია. გთხოვთ მიპასუხოთ, რამდენად საშიშია და აუცილებელია თუ არა ოპერაციული ჩარევა. წინასწარ დიდი მადლობა
ქრონიკული პროსტატიტი- უროლოგია
კითხვა: ჩემს მეუღლეს აქვს ქრონიკული პროსტატიტი,ჩატარებული აქვს პროსტატის კვლევა,შესაბამისი მკურნალობა,მაგრამ გაციების ფონზე ემართება ჯირკვლის ანთება,რასაც თან სდევს პროსტატის ზომებში მომატება,ხშირი შარდვა.რა შეიძლება მიიღოს თუნდაც საპროფილაქტიკოდ. პატივისცემით.
წითელი გამონაყარი ასოზე- უროლოგია
კითხვა: გამარჯობათ , ვარ 32 წლის მამაკაცი . უკვე რამდენიმე კვირაა ასოს თავზე მაქვს წითელი გამონაყარი .. მაინტერესებს სახლის პირობებში თუ შეიძლება მკურნალობა და როგორ ? მომწერეთ თუ შეიძლება რამდენიმე შესაძლო მიზეზი (დაავადება) . დიდი მადლობა პასუხისთვის.
ცისტიტი–ურეთრიტი - უროლოგია
კითხვა: გამარჯობა...შარდვის დროს მაქვს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება თითქოს შარდის ბუშტი ბოლომდე არ იცლება , მაქვს ასევე წვა ტკივილის შეგრძნება შარდის ბუშტის არეში და ეს არის ცისტიტის ნიშნები?
ჰიდროცელე - უროლოგია
კითხვა: ვარ 72 წლის. 2013 ჩატარებული მაქვს ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა მარჯვენა საკვერცხე ჯირკვალში მქონდა წყალმანკი 260მმ. ამჯამად უფრო გადიდებული მაქვს. მაინტერესებს ოპერაციის პირობები და ღირებულება, ვარ საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში
ცისტოსტომა - უროლოგია
კითხვა: მოგესალმებით ასეთი კითხვა მაქვს მყავს ბაბუა ინსულტიანი მწოლიარე და მეორე წელია რაც შარდის კათეტერი უდგას ცისტოსტომა. შარდვის შეგრძნება არ აქ დაკარგული, დაახლოებით 7 წლის წინ პროსტატაზე ქონდა გაკეთებული ოპერაცია. მაინტერესებს შესაძლებელი არის თუ არა მისი ამ მდგომარეობით შარდვის პრობლემის მოხსნა, არსებობს თუ არა რამე მედიკამენტოზური მკურნალობა მსგავსი პრობლემისთვის, რომ თავისით მოშარდოს და არა კათეტერის მეშვეობით?
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.