ქრონიკული პროსტატიტი - უროლოგია

კითხვა: ჩემს მეუღლეს აქვს ქრონიკული პროსტატიტი,ჩატარებული აქვს პროსტატის კვლევა,შესაბამისი მკურნალობა,მაგრამ გაციების ფონზე ემართება ჯირკვლის ანთება,რასაც თან სდევს პროსტატის ზომებში მომატება,ხშირი შარდვა.რა შეიძლება მიიღოს თუნდაც საპროფილაქტიკოდ. პატივისცემით.
პასუხი:

მოგესალმებით,
პროსტატიტი მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. ის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის.
ქრონიკული პროსტატიტი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ამ დროს სიმპტომები ჩნდება და ქრება რამდენიმეთვიანი პერიოდულობით.

prostatiti

მკურნალობა ძირითადად მიზნად ისახავს სიმპტომების კონტროლს.
ამ დროს ინიშნება ანტიბაქტერიული და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ასევე, შესაძლოა გამოყენებულ იქნას ფიზიოპროცედურები.
გართულების განვითარების შემთხვევაში კი, გამოიყენება ქირურგიული მკურნალობა.
მიმოწერის რეჟიმში მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, რეკომენდაციის თვალსაზრისით მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების სტილის შეცვლას, რაც საშუალებას იძლევა თავიდან აიცილოთ ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ პროსტატიტის გამწვავებას.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს კლინიკაში უროლოგს, რომელიც თქვენს მეუღლეს, მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ, დაუნიშნავს მკურნალობას აპრობირებული მეთოდით.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა