გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
კოჭის შეშუპება - ანგიოლოგია
კითხვა: გამარჯობა, ჩემი ძმა მუშაობს წლებია პურის საცხობში და შეუშუპდა კოჭი უკვე ერთი თვე არის სიარულის დროსაც ტკივა და ნელა გადაადგილდება, მხოლოდ ერთი კოჭი. რა იქნება გამომწვევი მიზეზი და რომელ ექიმს უნდა მივმართოთ?
ანტირაბიული ვაქცინაცია - რჩევები
კითხვა: გამარჯობა 4 აგვისტოს მიკბინა ძაღლმა და იმავე დღეს გავიკეთე ცოფის საწინააღმდეგო ჩვეულებრივ 3 აცრა. ერთმა ექთანმა მითხრა რომ ალკოჰოლის მიღება მეკრძალებოდა 3 თვე. მეორე აცრაზე როდესაც მივედი სხვა ექთანი დამხვდა და მითხრა რომ ალკოჰოლს 3 ნაცვლად 6 თვე ვერ მივიღებდი. საბოლოო პასუხი ვერ გავიგე. წავიკითხე, მოვიძიე და ზუსტი პასუხი ვერც იქ ვიპოვე. გთხოვთ მიპასუხოთ. 3 თვის შემდეგ რომ დავლიო რამე ალერგიულ რეაქციას ხომ არ მომცემს. დიდი მადლობა
ფიბროზული მასტოპათია - სკრინინგი
კითხვა: გამარჯობა,განსაკითრებით ცალ მკერდზე მაქვს ტკივილი, თითქოს წამიერად ჭვალის ამ წიწკვნის შეგრძნება, სიმაგრეებიც მესინჯება მოძრავი, ვიყავი ექიმთან მითხრა რომ ფიბროზული მკერდი მაქვს და მასტოპათია. ეხოც გადამოღო. დამინიშნა მკურნალობა. მაგრამ მგონია არასწორედ დამისვა დიაგნოზი. რას ფიქრობთ თქვენ?
ჰიპერტენზია - კარდიოლოგია
კითხვა: გამარჯობა 18 წლის ვარ! მაწუხებს მაღალი არტერიული წნევები 150/90-ამდე. გამოკვლეული მაქვს ფარისებრი ჯირკვალი ყველაფერი ნორმაშია. ახლახანს გადავიღე გულზე კარდიოგრამა და ეხოსკოპია. გიგზავნით ეხოსკოპიის დასკვნას: მარცხენა პარკუჭის სისტოლური და დიასტოლური ფუნქცია ნორმა, განდევნის ფრაქცია 57 %, რეგიონალური კუმშვადობის დარღვევა არ ვლინდება, მიტრალური სარქველის ნაკლოვანება ტრივიალური, ვლინდება წინა კარედის მსუბუქი პროლაბირება მარცხენა წინაგულში. ასწვრივი აორტა, აორტის რკალი და მუცლის აორტის ნორმა, აორტული ნაკლოვანება არ ვლინდება, მარჯვენა პარკუჭის ზომა და ფუნქცია ნორმა, ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება არ ვლინდება, წნევა ფილტვის არტერიაში მომატებული არ არის, პერიკარდიუმის ღრუ-ნორმა, პლევრის ღრუ-ნორმა. მაინტერესებს რასთან გვაქვს საქმე რამე საშიშია? ამასთანავე საკვერცხეზე მაქვს სქელკედლიანი კისტა, წნევები შეიძლება ამისგან იყოს გამოწვეული?
ტკივილი გულმკერდის არეში - კარდიოლოგია
კითხვა: გამარჯობა, რამდენიმე დღეა ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გული უნდა წამივიდეს, თითქოს სხეულს ვეღარ ვგრძნობ და ტკივილს ვგრძნობ მკერდის არეში გულიც აჩქარებული მაქვს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
ლეიკოპენია - ჰემატოლოგია
კითხვა: გამარჯობა, გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საშიშია ლეიკოპენია თუ ლეოკოციტები არის 3.38, ნეოტროფილი (ნეუტ#) 1.86 და გლუტამილტრანსფერაზა - 60. დანარჩენი ანალიზები, როგორც საერთო ასევე ბიოქიმიური კვლევის ანალიზი, არის ნორმაში. ვარ 59 წლის ქალბატონი. მადლობა წინასწარ