გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ვიზიტი გასტროენტეროლოგთან - გასტროენტეროლოგია
კითხვა: ვარ თვრამეტი წლის, ორი თვის წინ დამეწყო საკვების მიღების შემდეგ გულისრევის შეგრძნებები, რაც იძულებულს მხდიდა გამეთავისუფლებინა კუჭი. ამას დაერთო გულძმარვა და ბოყინი. გავიკეთე ფიბროგასტროსკოპია. დიაგნოზი- მწვავე ეროზიული გასტრიტი, კარდიას უკმარისობა მეორე ხარისხის. მკურნალობა დავიწყე გადასხმებით(3 გადასხმა).ორი კვირაა ვღებულობ წამლებს: სიმალგელი, დოპროკინი,მეზიმფორტე,ეზომეპრაზოლი,ამოქსიკლავი და მეტრონიდაზოლი. ვარ მკაცრ დიეტაზე. უცხიმო ხაჭოსა ან კეფირის მიღების შემდეგაც კი ისევ მაქვს ტკივილი მუცლის ზედა მხარეს და იგივე სიმპტომები,თან ერთვის თავის ტკივილი და მოთენთილობა, მომეხსნა მხოლოდ გულძმარვა.ამ ყველაფერს დაერთო გაუვალობა. რაც შეეხება ანალიზებს გაკეთებული მაქვს,სისხლის საერთო, განავლის(ჭიაზე), შარდის. პასუხები ნორმალურია. გთხოვთ მირჩიოთ ვის მივმართო, კიდევ რა გამოკვლევა ჩავიტარო რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღოს.
ვიზიტი მეან–გინეკოლოგთან - გინეკოლოგია
კითხვა: მეშვიდე თვეშივარ ორსული და მაწუხებს პოთრომბინი მუცელში ვიკეთებ ჰემოკსაპირინს ბავშვი აღარ მოძრაობს ისე როგორც ადრე და რატომ?
მთლიანი სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია - კომპიუტერული ტომოგრაფია
კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს ექიმთან ვიზიტამდე წინასწარ გაკეთებული მთლიანი სხეულის კომპ.ტომოგრაფია გამოდგება სხვადასხვა ექიმთან საჩვენებლად თუ კონკრეტულ ორგანოზე უნდა გაკეთდეს ექიმის რჩევით,მაგალითად წელის ტკივილის დროს.
მუცლის შებერილობა - გასტროენტეროლოგია
კითხვა: გამარჯობა ხშირად მებერება მუცელი ჭამის შემდეგ და რისი ბრალია
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა - დაზღვევა
კითხვა: გამარჯობა პენსიონერი ვარ და ავადმყოფებსა და პენსიონრებზე არაფერი შეღავათია? საყოველთაო დაზღვევაც მაქვს
აპენდექტომია - ქირურგია
კითხვა: მოგესალმებით. დიდი ხანია, პერიოდულად მაწუხებს აპენდიქსი. ამ ბოლო დროს, უფრო ხშირად. დილით, ადგომისას განსაკუთრებით მტკივდება, დღის განმავლობაში ყუჩდება, მაგრამ ადგომა-დაჯდომის დროს, აშკარად ფეხს მიკავებს. 6 თვის წინ ვიყავი მისული ექიმთან, გამსინჯა. თქვა, რომ საგანგაშო არაფერია, მუცელი რბილი გაქვსო, არაფერი არ გჭირდება, მაგრამ მაინც ყურადღება მიაქციეო. საბოლოო ჯამში, დავმშვიდდი. ბოლო 4-5 დღეა, ამ პერიოდულ ტკივილს შეემატა სიცხე, სისუსტე, მადის წახდომა. ამ შემთხვევაში, საჭიროა ოპერაციის ჩატარება? თუ შეიძლება, მომწერეთ პირობები, რეაბილიტაციის ვადები და თავად ოპერაციის ფასი, სახალხო დაზღვევის საფუძველზე. გმადლობთ.