საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა - დაზღვევა

კითხვა: გამარჯობა პენსიონერი ვარ და ავადმყოფებსა და პენსიონრებზე არაფერი შეღავათია? საყოველთაო დაზღვევაც მაქვს
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ჩვენი კლინიკა ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გეგმიურ ვიზიტებსა და კვლევებს არ აფინანსებს.
ამიტომ შემოგთავაზეთ უფასო კონსულტაცია ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან, ხოლო თუ კლინიკური კვლევების საჭიროება გამოიკვეთება, ასეთ შემთხვევაში, ჩაიტარებთ ნევროლოგის უფასო კონსულტაციას და მისგან მიიღებთ სათანადო დოკუმენტებს, ფორმა 100–ს და კალკულაციას, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს თქვენს კვლევას.
ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან უფასო ვიზიტი შესაძლებელია ყოველ პარასკევს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გეცნობებათ სმს შეტყობინების სახით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა