შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


ლიმფური კვანძი - ინფექციური სნეულებები

კითხვა: მოგესალმებით, სამი წლის წინ სახეზე მარჯვნივ ყურის წინ აღმოვაჩინე პატარა გამაგრება, რომელიც არ მოძრაობს როგორც ცხიმგროვა, გავიკეთე ულტრასონოგრაფია, დასკვნაში მიწერია რომ არის 8 მმ ზომის დაქვეითებული ექოგენობის წარმონაქმნი, სავარაუდოდ ლიმფური კვანძი. ვის მივმართო რომ გავარკვიო ეს რა არის და როგორ მოვიქცე, ამ მხარეს ყურში ბოლო ერთი წელია მაქვს ფეთქვის მსგავსი ხმაური და მაქვს ასევ მგრძნობელობა მაგალითად სიცილის დროს. მადლობა წინასწარ.

იხილეთ პასუხი

სანერწყვე ჯირკვლის ანთება - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით,იქნებ თქვენ მაინც მითხრათ რა შეიძლება იყოს:დილით ლიმფური ჯირკვალი მქონდა დასიებული და კისრის არეშიც ტკივილის შეგრძნება.ღრძილიც დამისივდა და სტომატოლოგმა ყბა-სახის ქირურგთან გამგზავნა,გადავიღე პანორამული სურათი.მის მიხედვით კბილებიდან გამოწვეული მიზეზი გამომირიცხეს.ამასობაში ტკივილი ამივიდა ღაწვზე,საფეთქელზე და თავის ნახევარიც მოიცვა.ტკივილი უფრო ზედაპირულია,თითქოს კანი მტკივა.პერიოდულად მაქვს ტემპერატურაც მეტწილად 37 გრადუსი.ნევროლოგმაც გამორიცხა,რომ ვარ მისი პაციენტი. ოტოლარინგოლოგმა დამიდგინა სავარაუდოდ სანერწყვე ჯირკვლის ანთება,გაციებით გამოწვეული და დამინიშნა ძლიერი ანტიბიოტიკი.ვისთანღა მივიდე არ ვიცი,თქვენ რას მირჩევთ...მადლობა ..

იხილეთ პასუხი

სოკოვანი ვაგინიტი - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა მეუხერხულება ამის მოწერა მაგრამ მიწევს... მაქვს გამონადენი ხაჭოსებრი ასევე აქვს სუნი არასასიამოვნო... ამასთან ერთად რომ დავრბივარ ან ვხტუნაობ ვგრძნობ რო შარდი მომდის უნებურად ...მაქვს ურთიერთობა და ისიც ძალიან მტკივნეულად მეჩვენება .... გთხოვთ მირჩიოთ რამე

იხილეთ პასუხი

წელის ტკივილი ბავშვთა ასაკში - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა 9 წლის გოგონას ჰქონდა ტკივილები წელის ქვედა არეში, გავუკეთეთ სისხლის და შარდის ანალიზები ეხო თირკმელებზე, ყველაფერი ნორმაშია მხოლოდ შარდში აღმოჩნდა ოქსალატები დიდი ოდენობით. დაუნიშნეს მკურნალობა ტუტუკონის სპრეი მაგრამ ტკივილები არ უვლის. მაინტერესებს შეიძლება იყოს არა მარილების პრობლემაა რამედ რამე სხვა.

იხილეთ პასუხი

ვიზიტი მიკროქირურგთან - ესთეტიკური მედიცინა

კითხვა: გამარჯობა. 2017 ივლისში დანით მომაყენეს 6 ჭილობა. და თითებს ვერ კეცავ ფეხზე მტკივა ძალიან. ექიმთნ არ ვყოფილვარ. როგორ ფიქრობთ ოპერაციაა საჭირო??

იხილეთ პასუხი

მტევნის ტკივილი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს მარცხენა მხარე ხელის ზურგის ტკივილის დროს რა კვლევა უნდა ჩავიტარო.?ან რომელ ექიმს უნდა მივმართო.?

იხილეთ პასუხი