გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია - მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია
კითხვა: თუ კეთდება ქვენთან კისრის მალების ბირთვული მაგნიტური ტომოგრაფია და რა თანხაა საჭირო? მადლობთ!
ხერხემლის პათოლოგია - ნეიროქირურგია
კითხვა: მოგესალმებით, ვარჯიშის დროს შემაწუხა ხერხემლის ტკივილმა წელის არეში, კერძოდ ტკივილი მიმძაფრდება და ხელს მიშლის წელში გამართვაში, აღნიშნული ტკივილი ადრეც მაწუხებდა 3 თვიანი იოგას ვარჯიშის დროს, როდეააც შევეშვი ვარჯიშს გაქრა. გთხოვთ მიპასუხოთ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და ვის უნდა მივმართო კონსულტაციისთვის, ან რა სახის რენდგენი შეიძლება გადავიღო აღნიშნულის გასარკვევად? მადლობა წინასწარ
ფალოპის მილების ექსციზია - გინეკოლოგია
კითხვა: გამარჯობა თქვენს კლინიკაში თუ აკეთებენ მილების გადაკეტვას და რა ჯდება.23 წლის ვარ ორი შვილი მყავს. ჩემი და ჩემი მეუღლის ერთობლივი გადაწყვეტილებაა. ორი საკეისრო მაქვს გაკეთებული
ვიზიტი მამოლოგთან - მამოლოგია
კითხვა: მაქვს მკერდზე ცხიმ გროვა და მაინტერესებს საშიშია თუ არა კანის ქვეშიდან არის
სტაფილოკოკი - ინფექციური სნეულებები
კითხვა: გამარჯობა 18 წლის ასაკში დამისვეს დიაგნოზი სტაფილოკოკი. მას შემდეგ ვმკურნალობ თუმცა გამონაყარის საბოლოოდ ალაგება არ მოხდა. მიმდინარე წლის მარტშიც დავიწყე მკურნალობა ექიმმა ნაცხის ანალიზით დაადგინა დემოდეკოზი და მკურნალობაც ამ კუთხით წაიყვანა. ანტიბიოტიკით და ვიტამინებით ვმკურნალობ ასევე სამი ნემსი გავიკეთე სტაფილოკოკური ანატოქსინის. თუმცა გამონაყარი მცირედით მაინც მაქვს. მაინტერესებს არის რაიმე საშუალება ამ ინფექციისაგან რომ საბოლოოდ გავთავისუფლდე. მადლობა
ფრჩხილის ჩაბრუნება - ბავშვთა ასაკის დაავადებები
კითხვა: გამარჯობა,14 წლის ბავშვს ფეხზე თითქმის ყველა ფრჩხილის ჩაბრუნება აქვს,რაიონში გვითხრეს ,რომ შეიძლება სოკო იყოსო და თან საჭიროა მკურნალობასთან ერთად ფრჩხილების აძრობაო,თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ,რომელ ექიმთან ჩავეწეროთ კონსულტაციაზე და რა ანალიზების გაკეთებაა საჭირო?მადლობა წინასწარ