მამოლოგია

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - მამოლოგია


მკერდის ტკივილი- მამოლოგია

კითხვა: გამარჯობათ, წლების წინ მკერდზე მქონდა პატარა მასტოპათიური კვანძები.მამოლოგმა დამინიშნა პროჟესტაჟელის მალამო და რაღაც წვეთები,რომელიც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა და 15 წელია არ შევუწუხებივარ ამ პრობლემას.ეხლაც მსგავს ჩხვლეტას ვგრძნობ,მაგრამ ვერც დანიშნულება ვიპოვე და ის ექიმიც გარდაცვლილია სამწუხაროდ. გთხოვთ, იქნებ თქვენ მიხვდეთ,იმ წვეთების სახელს, დაახლოებით ერთი თვე ვსვამდი.მადლობა წინასწარ.

იხილეთ პასუხი

ლიმფადენოპათია- მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა.კომპიუტერული ტომოგრაფიის პასუხში წერია რომ ორივე იღლიის ფოსოში ვლინდება ლიმფური კვანდძები შენახული ჰილუსური ცხიმით. სხვა ყველაფერი ნორმაშია. მაინტერესებს რამდენად საშიშია და რას ნიშნავს?

იხილეთ პასუხი

ფიბროადენომატოზი- მამოლოგია

კითხვა: გამარჯობათ,მკერდში მარჯვნივ ზედა მხარეში შევამჩნიე რაღაც სიმკვრივე, ბურთივივით,თან მოძრავი.ხელის მიჭერაზე მტკივა ისე არა. მამოლოგმა ხელით შემოწმებისას სავარაუდოდ კისტაო. ექოზე მითხრეს რომ კისტა არაა,პასუხში წერია- მარჯვნივ ზედა ლატერალურ კვადრატში აღინიშნება დიფუზური ფიბროადენომატოზული ცვლილებები,გამოხატული პარენქიმის ექოგენობის არათანაბარ დაქვეითებაში. სხვა ყველაფერი წესრიგშია. მაინტერესებს სარძევე ჯირკვლების ექოს დროს ციკლის დღეს აქ მნიშვნელობა? ეს ციკლის 25ე დღესაა გადაღებული. ან საჭიროებს გადამოწმებას ? ან მკურნალობას?

იხილეთ პასუხი

მკერდის გამაგრება- მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა, სანამ ექიმთან მივალ გთხოვთ მიპასუხოთ, რამოდენიმე დღის წინ შევამჩნიე მარცხენა მკერდის ზედა მხარეს გამაგრება, არ არის მრგვალი (რამდენადაც მე გავსინჯე) იღლიის დაბლლა მკერდის გადაკვეთაზე ხაზივით მოყვება სიმაგრე დაახლოებით 1 სანტიმეტრის იქნება, ზეწოლით ოდნავ მოძრაობს. რა შეიძლება იყოს ხომ ვერ მეტყვით? რამოდენიმე თვის წინ მქონდა ვირუსული ინფექცია რომელიც შესაძლოა სისხლში ახლაც მქონდეს, მაგრამ არ ვიცი რას დავაბრალო, თითქოს მარცხენა მკერდი ოდნავ დიდია მარჯვენაზე. ველოდები ციკლის დასრულებას ექიმთან კონსულტაციაზე მისასვლელად და იქნებ მანამდე დამაკვალიანოთ რამდენად საშიში შეიძლება იყოს ეს სიტუაცია. თვითგასინჯვით სხვა ვერანაირი სიმაგრე ვერ აღმოვაჩინე.

იხილეთ პასუხი

Dex bi rads2 Sin bi rads4a (დამატებითი პასუხი)- მამოლოგია

კითხვა: მამოგრფიის პასუხი დექს ბი რადს2 სინბი რადს 3 3 კანძი მარცხენა ძუძუში სხვა კველაფერი ნორმის ფარგლებში გამიკეთდა ბიოფსია დამიდგინეს სურათი იხრება ცისტოადენოკალცინომა ანუ ეს ნიშნავს ავთვისებლიან სიმსივნეს გამიკეთდა ოპერაცია 10 დგის მერე მივიგე პასუხი კიბო 0 სტადია სად აა დაშვებული შეცდომა? წინასწარ დიდი მადლობა

იხილეთ პასუხი

Dex bi rads2, Sin bi rads4a- მამოლოგია

კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ dex bi rads2 sin bi rads4a რას ნიშნავს?

იხილეთ პასუხი

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს