მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. რადგან დასაზუსტებელია მრავალი ნიუანსი, რასაც დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ., მაგალითად:
- ხართ თუ არა მეძუძური;
- სიმაგრე მუდმივია თუ ციკლთან ერთად იჩენს თავს;
- გაქვთ თუ არა ამ დროს ტემპერატურა;
- ზოგადად მტკივნეულია თუ არა და ა.შ.
როგორც მოგვითხრობთ, გქონდათ ვირუსული ინფექცია. შესაძლოა, აღნიშნული სიმაგრე უკავშირდებოდეს ლიმფური ჯირკვლების გადიდებას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია კლინიკური სურათის ზუსტი შეფასება.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური მამოლოგის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ სადაც ქალბატონი თამილა როინიშვილი გაგიწევთ სათანადო დახმარებას.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ექოსკოპია, მამოგრაფია და მამოლოგის კონსულტაცია ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://nlife.ge/full-article/eqoskopia-mamografia-da-mamologis-konsultacia-mkholod-70-larad/31656
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!