ფიბროადენომა - მამოლოგია

კითხვა: მოგესალმებით. წინამენსტრუალურ პერიოდში, 2 კვირის მანძილზე მთლიანად ორივე ძუძუს ტკივილი მაქვს. ვარ 45 წლის და პერიოდულად მაწუხებს დიდი ხანია. მქონდა ფიბროადენომა და ამოვიკვეთე.ტკივილები მაინც არ მასვენებს. გთხოვთ, მიპასუხოთ, რაშია პრობლემა
პასუხი:

მოგესალმებით,
ფიბროადენომა სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. აღნიშნული პათოლოგიის წარმოქმნას ქალის ორგანიზმში განვითარებული ჰორმონული დისბალანსი იწვევს. სამწუხაროდ, ყოველთვის არსებობს რეციდივის ალბათობა. აქედან გამომდინარე აუცილებელია პაციენტების დაკვირვება დინამიკაში.
სასურველია, ჩაიტაროთ განმეორებითი მამოლოგიური კვლევები, რათა გამოირიცხოს პათოლოგიის არსებობა.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგ თამილა როინიშვილთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს და მოგცემთ რეკომენდაციას საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შესახებ, რის შემდეგაც დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობი აპრობირებულ მეთოდს.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/38

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა