მოგესალმებით,
დისტანციურად რთულია ასეთ სერიოზულ კითხვაზე გაგცეთ პასუხი, მითუმეტეს, რომ არ ვიცით რომელ კლინიკაში გაიარა პაციენტმა კონსულტაცია და რა დიაგნოზი დასვა სპეციალისტმა.
თქვენს მიერ დასახელებული პრეპარატების მიხედვით, ვვარაუდობთ, რომ საქმე ეხება ინფექციურ გამონაყარს, თუმცა აუცილებელია გამოირიცხოს იღლიის ფოსოს საოფლე ჯირკვლებისა და სარძევე ჯირკვლების პათოლოგიაც.
გირჩევთ, მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეუძლია პაციენტს მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციაზე.
ასევე, საჭიროების შემთხვევაში , პაციენტს შეუძლია ჩვენს კლინიკაში ჩაიტაროს მამოლოგიური სკრინინგი მიზერულფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31402/oqros-standartad-aghiarebuli-kvlevebi-simbolur-fasad-%E2%80%93-daamarckhet-dzudzus-kibo-qirurgiis-erovnuli-centris-dakhmarebit-
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!