ლიმფური კვანძების გადიდება - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მაქვს გადიდებული ლიმფური კვანძები ნორმის ფარგლებში. იღლიის მიდამოებშიც.. მკერდი გავიშუქე და არაფერი მაქვს. პერიოდულად ვგრძნობ გადაცემით ტკივილებს.. 2 თვეა დაახლოებით ვარ მკაცრ დიეტაზე რამაც გამოიწვია იმუნიტეტის დაქვეითება. განსაკუთრებული ჩივილები არ მაქვს და გამუდმებით ვარ კონდიციონერიან ოთახსჰში.. რას მირჩევდით ან რისი ბრალი შეიძლება იყოს? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით, 

ლიმფური კვანძის გადიდება მის მიერ კონტროლირებად ზონაში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია. ეს პათოლოგიური პროცესი უმეტესად ინფექციური ხასიათისაა, ზოგჯერ კი სიმსივნური. საყურადღებოა, რომ ლიმფური კვანძის გადიდება ყოველთვის სიმსივნურ დაავადებას არ ნიშნავს.

როგორც მოგვითხრობთ „მკერდი გაიშუქეთ“ და პათოლოგია არ გამოვლინდა.

დასაზუსტებელია რა იყო კლინიკური კვლევის პასუხი და  დიაგნოზი.

სასურველია დაზუსტებით გამოირიცხოს სარძევე ჯირკვლის პათოლოგია. შემოგთავაზებთ მამოლოგიურ სკრინინგს უპრეცედენტოდ დაბალ ფასად, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-

სხვა შემთხვევაში კი  გირჩევთ, მიმართოთ ექიმ თერაპევტს, რომელიც დაადგენს ლიმფური კვანძების გადიდების მიზეზს და მკურნალობის სტრატეგიასაც განსაზღვრავს.

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა