გინეკომასტია - მამოლოგია

კითხვა: მოგესალმებით ,ჩემ შვილს 24 წლის ბიჭია და მკერდზე ძუძუს თავის გარშემო შეფერილს ცოტა სცდება შეშუპება ,სიმაგრე და ტკივილი აქვს.რა შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით, 

დისტანციურად რთულია ზუსტი პასუხის გაცემა, თუმცა სავარაუდოდ თქვენი აღწერილობით საქმე  გინეკომასტიას უნდა ეხებოდეს , რომლის შესახებაც  მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.

გინეკომასტია, ეს არის სარძევე ჯირკვლის გადიდება მამაკაცებში, იგი შეიძლება იყოს ჭეშმარიტი (მკერდის ჯირკვლის ქსოვილის გაზრდა) და ცრუ (გასუქების შედეგად).

სასურველია პაციენტმა  ჩაიტაროს  სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიური კვლევა, რათა ექოსკოპიურად ინახოს, სტრუქტურა, რაიმე პათოლოგიური კომპონენტი ხომ არ არის სადინარში.

მობრძანდით ჩვენს კლინიკაში,  მამოლოგ თამილა როინიშვილთან, რომელიც განსაზღვრავს, რა კვლევები დაგჭირდებათ, ამ და სხვა ბევრ ნიუანსზე ზუსტი და ამომწურავი პასუხის გაცემა, მხოლოდ ექიმი–მამოლოგის პრეროგატივაა.

ასევე,  შეგვიძლია შემოგთავაზოთ კლინიკაში მიმდინარე აქცია, ვრცლად სანახავად მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/31367/sardzeve-jirkvlis-sruli-gamokvleva---gtavazobt-mamologis-ufaso-konsultacias-da-sachiroebis-shemtkhvevashi-eqoskopiur-an-mamografiul-kvlevas-50-%E2%80%93iani-fasdaklebit

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა