მოგესალმებით!
როგორც მოგვითხრობთ, გამონადენი შეიმჩნევა მენსტრუალურ პერიოდში, რაც შესაძლებელია ჰორმონულ ცვლილებებთან იყოს კავშირში.
დვრილიდან გამონადენი იშვიათადაა მკერდის სიმსივნის ნიშანი, მაგრამ იგი შეიძლება სხვა დაავადების გამოვლინება იყოს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება.
დვრილიდან გამონადენის შესაძლო მიზეზებია:
- აბსცესი;
- სიმსივნე;
- სარძევე ჯირკვლის ინფექცია;
- სარძევე ჯირკვლის ჭარბი სტიმულაცია;
- ფიბროადენომა;
- ფიბროკისტური ჯირკვალი;
- ჰორმონული დისბალანსი;
- მენსტრუალური ციკლის ჰორმონული ცვლილებები;
- პროლაქტინომა.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებელად, გირჩევთ დროულად მიმართოთ ექიმს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგთან უფასო კონსულტაციაზე. უშუალო ვიზიტისას ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, მოგცემთ რეკომენდაციებს, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ მამოლოგიურ კვლევებს, რომლებზეც, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში გვაქვს 50%–იანი ფასდაკლება.
მამოგრაფიისთვის ვიყენებთ Planmed Clarity 3D ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფს, რომელიც ახალი სიტყვაა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების ადრეულ დიაგნოსტირებაში.
ექოსკოპიური კვლევებისთვის განკუთვნილია უახლესი პრემიუმ კლასის ექოსკოპიის აპარატი Voluson E 10.
აქცია ძალაშია ყოველ ორშაბათს 10:00–დან 16:00 საათამდე.
თუ გსურთ, ისარგებლოთ აღნიშნული აქციით გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!